25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად

spot_img
ირმა გრიგალაშვილი
ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცის ნა­წი­ლია. საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნამ ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­უ­ტა­ნა უამ­რა­ვი ზი­ა­ნი, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით. ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ბუ­ნებ­რივ ტენ­დენ­ცი­ას 70 წლით ჩა­მორ­ჩა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში კი უხ­დე­ბო­და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის და­ნა­ტო­ვარ მან­კი­ერ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა. ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­იკ­ვ­ლი­ონ საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი, გა­ი­აზ­რონ მი­სი და­მან­გ­რე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამის გა­რე­შე რთუ­ლია გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმი­სა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­საფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი მო­ნა­პო­ვა­რია. წარ­სუ­ლის ცოდ­ნა, გა­აზ­რე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა არ­სე­ბი­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად გან­ვ­საზღ­ვ­როთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ყო­ველ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამ თე­მას ეძღ­ვ­ნე­ბა არა­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, სი­უ­ჟე­ტი ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­რე­ბი თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პა­ტივს მი­ა­გე­ბენ საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძოლ გმი­რებს, აწე­სე­ბენ მა­თი სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო­ებს. და­არ­ს­და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია, ოკუ­პა­ცი­ი­სა და რეპ­რე­სი­რე­ბულ მწე­რალ­თა მუ­ზე­უ­მე­ბი. ჩვენ, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, გვაქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლა ვაქ­ცი­ოთ სა­ინ­ტე­რე­სო, და­სა­ფიქ­რე­ბელ პრო­ცე­სად, და­ვა­ნახ­ვოთ მოს­წავ­ლე­ებს კავ­ში­რი შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­სა და სკო­ლის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე ცხოვ­რე­ბას შო­რის. ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ სწავ­ლე­ბა მა­შინ არის გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი, რო­დე­საც ის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა. ამ­დე­ნად, პრო­ექ­ტუ­ლი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. თქმუ­ლის ნა­თელ­სა­ყო­ფად წარ­მო­ვად­გენ ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს „ჩე­მი ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა­ნი“.

სწავ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის, კერ­ძოდ, IX კლა­სის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ერთ-ერ­თი სას­წავ­ლო თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლია „ის­ტო­რი­ის გზა­გა­სა­ყარ­ზე“. თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ის­წავ­ლეს კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის ლექ­სი „25 თე­ბერ­ვა­ლი“ და მოკ­ლედ გა­ეც­ნენ იმ ის­ტო­რი­ულ ეპო­ქას, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია ლექ­სის სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბი­სა და იდე­ურ-მხატ­ვ­რუ­ლი ანა­ლი­ზი­სათ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­სი იქ­ცა პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ტო­რად.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მოკ­ვე­თა და პრო­ექ­ტის მიზ­ნის გან­საზღ­ვ­რა: მი­თი­თე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნ­და, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს არა­საკ­მა­რი­სი, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში კი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი იყო, რა მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა საბ­ჭო­თა ყო­ფამ ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით. მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე გა­მო­ე­კითხათ თა­ვი­ან­თი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი), რას ფიქ­რობ­დ­ნენ ისი­ნი საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად გა­ირ­კ­ვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ აქვს სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია საბ­ჭო­თა წარს­უ­ლზე მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი დღე­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის მემ­კ­ვიდ­რის მი­ერ.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე ზე­გავ­ლე­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კურ თუ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე. და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ონ საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში შექ­მ­ნი­ლი მი­თე­ბი, და­ა­ფა­სონ გმირ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა თავ­გა­მო­დე­ბა და თვალ­სა­ჩი­ნოდ აღიქ­ვან, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თ­ვის იყო ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და პი­როვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი­ან­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე და გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ სა­ერ­თო საქ­მის კე­თე­ბის კულ­ტუ­რა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა კი გა­უ­ზი­ა­რონ თემს მი­სი­ვე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით.

აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა მი­ზან­თან – პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის გა­დავ­დ­გით შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი:

ნა­ბი­ჯი 1 – პრობ­ლე­მის გა­მოკ­ვე­თა, პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის პრო­ექ­ტის იდე­ის გაც­ნო­ბა

მოს­წავ­ლე­თა მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კითხ­ვამ უჩ­ვე­ნა, რომ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს საბ­ჭო­თა მძი­მე წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ თე­მის და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პრო­ე­ტი ისე დაგ­ვე­გეგ­მა, რომ მე­ტი ცოდ­ნა შეგ­ვე­ძი­ნა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას­თა­ნა­ვე, შეგ­ვექ­მ­ნა ისე­თი პრო­დუქ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებ­დით ჩვენს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თემს.

ნა­ბი­ჯი 2 – ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, სა­მუ­შაო რე­სურ­სე­ბის შერ­ჩე­ვა და გან­ხილ­ვა

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში რთული არ არის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, მთა­ვა­რი მი­სი და­ხა­რის­ხე­ბაა. ამი­ტომ ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ მთა­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და სან­დო რე­სურ­სე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში. ვნა­ხეთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ ტე­ლეს­კო­ლის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „თბი­ლი­სის დაც­ვის ქრო­ნი­კა“. ფილ­მის ნახ­ვამ მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­ა­ჩი­ნა ერ­თ­გ­ვა­რი ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­სას­წავ­ლი სა­კითხი­სად­მი, ამას­თა­ნა­ვე და­ეხ­მა­რა მათ ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტის წვდო­მა­ში.

ნა­ბი­ჯი 3 – სტუმ­რო­ბა სა­ო­კუ­პა­ციო მუ­ზე­უმ­ში – ბო­ლო დროს აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცე­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის ეფექ­ტი­ა­ნობ­ზე. eTwinning-ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვე­ცა­ნი ამ­ს­ტერ­დამ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერ­თი მუ­ზე­უ­მის (Tropenmuseum Junior-ის) თა­ნამ­შ­რომ­ლის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით „რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის“. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი გა­ნი­ხი­ლავს, რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს სას­წავ­ლო მიზ­ნით სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბას, შემ­დეგ კი უზი­ა­რებს რჩე­ვებს იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად აპი­რე­ბენ მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბას. ავ­ტო­რის აზ­რით, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა:

♦ აირ­ჩი­ოს მუ­ზე­უ­მი სპე­ცი­ა­ლუ­რი გი­დით, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პროგ­რა­მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა;

♦ გა­მო­ი­კითხოს გი­დი­სა­გან მო­სა­წო­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ში­ნა­არ­სი და სტრუქ­ტუ­რა;

♦ გა­არ­კ­ვი­ოს შე­ი­ცავს თუ არა სა­მუ­ზე­უ­მე პროგ­რა­მა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამ­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, კუ­ლუ­ა­რულ ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც უკეთ ცოცხ­ლ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბის გო­ნე­ბა­ში, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მშრა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი.

შე­ვე­ცა­დე მეც გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა აღიშ­ნუ­ლი რჩე­ვე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­ვი­ძი­ნე ბი­ლე­თე­ბი, გი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით. გა­მო­ვი­კითხე მო­სა­წო­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა და ში­ნა­არ­სი და გა­ვარ­კ­ვიე, რომ სა­მუ­ზე­უ­მე პროგ­რა­მა შე­ი­ცავ­და არამ­ხო­ლოდ ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ფაქ­ტე­ბის მშრალ გად­მო­ცე­მას, არა­მედ მო­ზარ­დე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ის­ტო­რი­ებ­საც. გიდს ავუხ­სე­ნი, რომ მოს­წავ­ლე­ებს სურ­დათ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა და ფო­ტო­მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა, ამი­ტომ თხრო­ბა ისე უნ­და წარ­მარ­თუ­ლი­ყო, რომ მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცე­მო­დათ.

საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს გმირ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნივ­თე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მძი­მე წარ­სუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი, გა­ეც­ნენ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ას. მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბი­სას ისი­ნი იყ­ვ­ნენ გი­დის აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი და ყუ­რადღე­ბით ინიშ­ნავ­დ­ნენ მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, ფო­ტო­კა­მე­რით აღ­ბეჭ­დავ­დ­ნენ სა­მუ­ზე­უ­მო ექ­ს­პო­ნა­ტებს, რა­თა შემ­დეგ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ თა­ვი­ანთ მი­ზან­თან შე­სა­ბა­მი­სად. მუ­ზე­უმ­ში მი­ღე­ბულ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა, ცოდ­ნამ და გა­მოც­დი­ლე­ბამ მოს­წავ­ლე­ებ­ში ხე­ლი შე­უწყო კე­თე­ბით სწავ­ლას.

ნა­ბი­ჯი 4 – საპ­რო­ექ­ტო ბლო­გის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა და შექ­მ­ნა

სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნ­ლო­გი­ე­ბის ჩარ­თ­ვას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ამი­ტო­მაც ვე­სა­უბ­რე მოს­წავ­ლე­ებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბლო­გე­ბის შე­სა­ხებ. ვუთხა­რი, რომ მსგავ­სი ბლო­გის შექ­მ­ნა თა­ვა­დაც შე­უძ­ლი­ათ და ვუჩ­ვე­ნე შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი. ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ვეთ ჩვე­ნი ბლო­გის სა­ვა­რა­უ­დო დი­ზა­ი­ნი და სტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე შევ­ქ­მე­ნით ერ­თ­გ­ვა­რი გეგ­მა-ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­დ­ნენ შერ­ჩე­ულ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. მათ და­ე­ვა­ლათ, ბლო­გის სხვა­დას­ხ­ვა რუბ­რი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ წე­რი­ლო­ბი­თი ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­დე­გი შე­დე­გის მიღ­წე­ვას: „ქართ.საბ.9. ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და გრა­მა­ტი­კის სა­კითხე­ბის ცოდ­ნის ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნით (ზე­პი­რი ან/და წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბის დროს)“.

ნა­ბი­ჯი 5 – ბლოგ­ზე ნა­მუ­შევ­რე­ბის გან­თავ­სე­ბა და მი­სი გაგ­ზავ­ნა ბლო­გე­ბის კონ­კურ­ს­ში

სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია „მოს­წავ­ლეს გა­ნუ­ვი­თა­როს სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტე­ბის (მათ შო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი ტექ­ს­ტე­ბის) შექ­მ­ნი­სა და წარ­დ­გე­ნა-გა­ზი­ა­რე­ბის უნა­რე­ბი“. ამ­დე­ნა­დაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ მი­ერ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და იდე­ე­ბის ბლო­გის ფორ­მა­ტით გა­ზი­ა­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ვა­ფა­სე წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბულ რუბ­რი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ვუ­ტა­რეთ რე­დაქ­ტი­რე­ბა, რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი, ისე ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით და გან­ვა­თავ­სეთ ბლოგ­ზე. ბლო­გის ში­ნა­არ­სი და­ვუ­კავ­ში­რეთ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ბლო­გე­ბის კონ­კურსს და მათ ჩვენ მი­ერ შექ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი გა­ვუ­ზი­ა­რეთ. კონ­კურ­სის თე­მატ­კას­თან პრო­ექ­ტის და­კავ­ში­რე­ბამ და მას­ში საპ­რი­ზო ად­გი­ლის და­კა­ვე­ბამ შე­სამ­ჩ­ნე­ვად აამაღ­ლა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მო­ტი­ვა­ცია.

ნა­ბი­ჯი 6 – შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარ­თან

ბლოგ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ებს გა­უჩ­ნ­დათ სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი, მე­ტი შე­ეტყოთ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბი­სა და ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­დავ­წყ­ვი­ტე და­მემ­ყა­რე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კონ­ტაქ­ტი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად მო­ვიწ­ვიე სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი გი­ორ­გი არ­ქა­ნია.

ლექ­ცი­ის ფორ­მა­ტი შე­მუ­შავ­და მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე, მზა­ო­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ლექ­ტორ­მა მოს­წავ­ლე­ებს მო­უთხ­რო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის და­არ­სე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. ისა­უბ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტის როლ­ზე ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნი­სა და დაც­ვის საქ­მე­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ სწო­რედ უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო ად­გი­ლი, სა­დაც იბა­დე­ბო­და და ხორცს ის­ხამ­და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის იდე­ე­ბი. დრო­დად­რო ხდე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რაქ­ცია კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მით. მოს­წავ­ლე­ებ­მა, ლექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, იმ­ს­ჯე­ლეს შემ­დეგ მთა­ვარ სა­კითხ­ზე: რა­ტო­მაა აუცი­ლე­ბე­ლი საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ სწო­რად გან­ვი­თარ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა? შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­მენ­ტ­ზეც, კერ­ძოდ, რამ­დე­ნად უთ­მო­ბენ ყუ­რადღე­ბას ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას. მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­იტყ­ვეს, რომ საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მე­ბი არ­სე­ბობს იმ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შიც, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მსგავ­სად გა­ნი­ცა­დეს უმ­ძი­მე­სი ზე­წო­ლა და ტკი­ვი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბის­გან. შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, ჩვენ­მა სკო­ლამ მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ცენ­ტ­რის მი­ერ და­ა­ნონ­სე­ბულ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ციკ­ლ­ზე („საბ­ჭო­თა კავ­ში­რი – აღ­ზე­ვე­ბა და და­ცე­მა“), რო­მელ­საც უძღ­ვე­ბი­ან თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვე­რის­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

ნა­ბი­ჯი 7 – შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს პრე­ზენ­ტა­ცია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თე­მის წი­ნა­შე

შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს პრე­ზენ­ტა­ცია, შე­ძე­ნე­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ერ­თი მხრივ, თემ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, და­ეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ებს გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნათ მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, ემუ­შა­ვათ საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­მა იმ­ს­ჯე­ლეს იმ სირ­თუ­ლე­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მელ­თაც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აწყ­დე­ბოდ­ნენ, ისა­უბ­რეს იმა­ზეც, რა შეს­ძი­ნა მათ აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტ­მა და და­სა­ხეს სა­მო­მავ­ლო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სათ­ვის.

პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა: პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის შე­ვი­მუ­შა­ვე შემ­დე­გი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი: დაკ­ვირ­ვე­ბის ცხრი­ლე­ბი, შე­ფა­სე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი. პირ­ველ მო­ნი­ტო­რინგს მივ­მარ­თე მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბის მო­მენ­ტ­ში. მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს გა­ვა­ცა­ნი მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო წი­ნა­პი­რო­ბე­ბი. შევ­თან­ხ­მ­დით მგზავ­რო­ბას­თან, კვე­ბას­თან და ბი­ლე­თის სა­ფა­სურ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტექ­ნი­კურ სა­კითხებ­ზე, თი­თო­ე­ულ­მა მშო­ბელ­მა და­ა­დას­ტუ­რა პი­რო­ბე­ბის გაც­ნო­ბა და გა­ნაცხა­და თან­ხ­მო­ბა. შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს წარ­ვუდ­გი­ნე მგზავ­რო­ბი­სას და მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბი­სას ქცე­ვის წე­სე­ბი და კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნე მა­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე.

მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ შე­ვა­მოწ­მე მოს­წავ­ლე­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი და გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, შე­ვუ­დე­ქი ბლოგ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, რის­თ­ვი­საც შე­ვი­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი რუბ­რი­კა. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რისხს. ხარ­ვე­ზე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ვცდი­ლობ­დი გა­მე­წია და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა.

ბლოგ­ზე გან­სა­თავ­სე­ბე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ნაშ­რო­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის ასე­ვე შე­ვი­მუ­შა­ვე სა­თა­ნა­დო რუბ­რი­კა, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნეთ ნაშ­რო­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და რე­დაქ­ტი­რე­ბი­სათ­ვის. რუბ­რი­კის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებს ევა­ლე­ბო­დათ ნაშ­რო­მის სტრუქ­ტუ­რის დაც­ვა, ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სი­სა და წყა­რო­ე­ბის სა­თა­ნა­დო და­მოწ­მე­ბა, ნაშ­რო­მის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­წეს­რი­გე­ბა. ნაშ­რო­მე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბამ­დე მათ მი­ი­ღეს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შეხ­ვედ­რამ­დე შე­ვა­მოწ­მე მოს­წავ­ლე­თა საპ­რე­ზენ­ტა­ციო მზა­ო­ბა და გა­ვუ­ზი­ა­რე რუბ­რი­კა, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც შე­ვა­ფა­სებ­დით მა­თი გა­მოს­ვ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბას. რუბ­რი­კის გაც­ნო­ბა და­ეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ებს თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. პრო­ექ­ტის დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე მათ შე­ავ­სეს თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა, რო­მელ­მაც გა­მოკ­ვე­თა პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა, გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და ახა­ლი იდე­ე­ბი სა­მო­მავ­ლო მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის. და­სას­რულს, ვფიქ­რობ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი ბლო­გი წარ­მო­ად­გენს ერ­თ­გ­ვარ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსს, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას, საბ­ჭო­თა ეპო­ქის სწავ­ლე­ბი­სათ­ვის. ამას­თა­ნა­ვე, ბლო­გი გა­ნახ­ლე­ბა­დია, მოს­წავ­ლე­ე­ბი, პე­და­გო­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, პე­რი­ო­დუ­ლად, ქმნი­ან მას­ზე გან­სა­თავ­სე­ბელ მა­სა­ლებს, რა­თა კი­დევ უფ­რო გა­იღ­რ­მა­ვონ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და მე­ტად გა­ნი­ვი­თა­რონ მულ­ტი­მე­დი­ურ ტექ­ს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის უნა­რე­ბი.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რა

◊ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა – http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

◊ საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში — https://mes.gov.ge/content.php?id=12725&lang=geo

◊ რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის — https://schooleducation.ec.europa.eu/mk/insights/viewpoints/what-visit-museum-can-mean-children?

◊ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სის ბმუ­ლი: https://skola214.blogspot.com/p/blog-page_26.html

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები