22 დეკემბერი, კვირა, 2024

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა – თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა

spot_img

მა­რი­ნა დო­ლი­ძე

სსიპ ქა­ლაქ ოზურ­გე­თის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. ის მოს­წავ­ლეს კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ეხ­მა­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ძი­რი­თა­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა­ში, კვლე­ვი­თი ხა­სი­ა­თის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და ცოდ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, ხელს უწყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ძი­ე­ბა­სა და მი­სი ში­ნა­არ­სის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

პრო­ექ­ტის მრა­ვა­ლი ფორ­მა­ტი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ყვე­ლას­თ­ვის სა­ერ­თოა. პრო­ექ­ტი აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­ცავ­დეს: ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და შემ­ს­რუ­ლებ­ლის შე­სა­ხებ, პრო­ექ­ტის აღ­წე­რას, მი­ზანს, ამო­ცა­ნებს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებს, მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებს, მო­ნი­ტო­რინ­გ­სა და შე­ფა­სე­ბას. ამის ნი­მუ­შად მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ, ოზურ­გე­თის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო კლუბ „ცი­სარ­ტყე­ლას“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი.

პრო­ექტ „საგ­ზაო უსაფ­რ­თხო­ე­ბის“ მი­ზა­ნი იყო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე სა­მან­ქა­ნო გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გან მოს­წავ­ლე­თა დაც­ვა, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის სწავ­ლე­ბა და ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ერ­თ­გ­ვა­რი ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, რა­თა სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფე­ხით  მო­სი­ა­რუ­ლე­თა გა­და­სას­ვ­ლე­ლი და­ხა­ზუ­ლი­ყო და დად­გ­მუ­ლი­ყო საგ­ზაო ნი­შა­ნი. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, კლუ­ბის წევ­რებ­მა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­სა და მერს მი­მარ­თეს, წე­რი­ლი მის­წე­რეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სამ­სა­ხურს. ამ ნა­ბი­ჯებს სწრა­ფად მოჰ­ყ­ვა რე­ა­გი­რე­ბა – აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის და­ი­ხა­ზა „ზებ­რა“ და და­იდ­გა საგ­ზაო ნი­შა­ნი, რი­თაც მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა გა­ი­ზარ­და. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა ჩა­ა­ტა­რეს, მათ შო­რის, თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინ­გი; მო­აწყ­ვეს ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა; ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით „გზა­ზე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან!“. სტუმ­რად მო­იწ­ვი­ეს სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს ესა­უბ­რ­ნენ, თუ რო­გორ უნ­და აიცი­ლოს გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლემ და რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის ცოდ­ნას, მათ დაც­ვას.

კლუ­ბის წევ­რე­ბის მი­ერ კი­დევ არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­გა­ლი­თად, „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი“. მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბას და ჰი­გი­ე­ნის სა­კითხებს, შემ­დეგ და­ამ­ზა­დეს ბუკ­ლე­ტე­ბი მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა უსაფ­რ­თხო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ და და­უ­რი­გეს მო­სახ­ლე­ო­ბას.

პრო­ექ­ტით „აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე“ სკო­ლა­ში არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე (მსოფ­ლიო მშვი­დო­ბის, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის, ტო­ლე­რან­ტო­ბის) აღი­ნიშ­ნა, მო­ეწყო ვი­ზი­ტი ოზურ­გე­თის საკ­რე­ბუ­ლო­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს იმი­ტი­რე­ბუ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა, ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის ფორ­მებს, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბებს და მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას.

პრო­ექ­ტის „არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩე­მი პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბაა!“ ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში  იმი­ტი­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. მას­ში ჩაბ­მუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი. პრო­ექ­ტის შე­დე­გად მა­თი ცოდ­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და დაც­ვის შე­სა­ხებ, კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და.

სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, სკო­ლა­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი „ახალ­გაზ­რ­და მუ­შა­კე­ბი“. და­იწყო ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, უკ­ვე ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, და­ვუ­მე­გობ­რ­დით ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დვაბ­ზუს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის წევ­რებს და, მათ­თან ერ­თად, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ თა­ნა­მე­მა­მუ­ლის, შალ­ვა რა­დი­ა­ნის (შე­წი­რუ­ლი) სახლ-მუ­ზე­უ­მი, გა­კეთ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­მა წა­ი­კითხეს ლექ­სე­ბი პატ­რი­ო­ტულ თე­მა­ზე.

აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტებ­მა მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ სკო­ლი­სა და თე­მი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში, უკე­თე­სო­ბის­კენ შე­ეც­ვა­ლათ თა­ვი­ან­თი გა­რე­მო, შეხ­ვედ­რო­დნენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ სა­ჯა­რო პი­რებს და, მათ­თან ერ­თად, გა­ნე­ხი­ლათ ახალ­გაზ­რ­დო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი. ამ­რი­გად, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს მო­მავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მათ აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს არის გზა, ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­ჭი­რონ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები