27 ივლისი, შაბათი, 2024

პროექტი – ,,ქაღალდის შექმნა და გამოყენება“

spot_img

თამარ შაღაშვილი

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის № 173-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

საყოველთაოდ ცნობილია,რომ არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების მეგზურია. არაფორმალური სწავლების ერთ-ერთი მეთოდი პროექტებით სწავლებაა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვას სასწავლო პროცესში, იზრდება მშობელთა ჩართულობაც, რასაც, საბოლოოდ, სასურველ შედეგებამდე მივყავართ.

მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტი – „ქაღალდის შექმნა და გამოყენება“, რომელიც მიზნად ისახავს  მოსწავლეებში გარემოს დაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას, კერძოდ ქაღალდის არამდგრადი მოხმარების შემცირებას, მისი მდგრადი მოხმარებისა და  წარმოების  საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. გარდა ზემოთხსენებული მიზნებისა, მოსწავლებში ვითარდება ეკოლოგიური წიგნიერების, კვლევა-ძიების, დაკვირვებისა და შემოქმედებითი  უნარები.

მცირე მოკვლევის შემდეგ პროექტი დავგეგმე  და  განვახორციელე სადამრიგებლო მე-2 კლასში. პროექტის განხორციელების საჭიროება დამანახა საკლასო ურნაში ყოველდღიურად გაჩენილმა არამდგრადად მოხმარებულმა ქაღალდის გროვამ და მისი შემცირების სურვილმა.

პროექტი წარიმართა გეგმის შესაბამისად.

♦ განხორციელების პირველი ეტაპი იყო ზოგადი ინფორმაციის გაცნობა. მოსწავლეებს ვაჩვენე სურათები ხშირი და გაჩეხილი ტყის,ვთხოვე დაჰკვირვებოდნენ და ემსჯელათ, გამოეთქვათ საკუთარი აზრი თუ რას ხედავდნენ, რა შეიძლებოდა გამოეწვია ამ მდგომარეობას,რატომ იჩეხებოდა ტყეები და ა.შ.

♦ შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს და აღწერეს სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნივთები, მათ აღმოაჩინეს, რომ ხისგან მიღებულ ნაწარმს (ქაღალდი, სკამი, მერხი, სახელმძღვანელოები) ყოველდღიურობაშიც იყენებენ.

ჩავატარე მინი გამოკითხვა თუ რა იცოდნენ ამ მასალების გამოყენების შესახებ. მაგ., რისგან მზადდებოდა ქაღალდი,მოსწავლეები გაეცნენ თუ რა ეტაპებს გადის ხე ქაღალდის მიღებამდე.https://youtu.be/jAqVxsEgWIM

♦ მომდევნო ეტაპზე გადავედით პროექტის პრაქტიკულ განხორციელებაზე.მოსწავლეებმა შექმნეს მწვანე ყუთი მაკულატურისთვის და დავიწყეთ მაკულატურის შეგროვება, შემდეგი წარმოებისთვის.

წინასწარ გავეცანით მაკულატურის გადამუშავების ტექნიკას და დავგეგმეთ ქაღლდის შექმნა ორ ეტაპად. https://youtu.be/Ow5LeG-zzyg

მინდა აღვნიშნო, რომ ქაღალდის დამზადების პროცესში ყველა მოსწავლე ინტერესით და ხალისით იყო ჩართული.

♦ საკუთრი ხელით შექმნეს ქაღალდი,რომლისგანაც დაამზადეს სხვადასხვა ნამუშევარი.

სკოლის დერეფანში მოვაწყვეთ ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც ასევე დიდი სიხარულით და მონდომებით მონაწილეობდნენ მოსწავლეები.

♦ შემდეგ ეტაპზე დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერი, თუ როგორ შეიძლება ქაღალდის მდგრადი გამოყენება და მისი გადამუშავება.

პროექტის დასასრულს, მე-3 და მე-4 კლასებს გავუზიარეთ გამოცდილება,მიზნები  და შედეგები.

მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტებიც.

ვფიქრობ, პროექტი წარმატებული იყო. მოსწავლეებმა იმუშავეს  მდგრადი განვითარების  მე-13 და მე-14 მიზნების შესაბამის აქტივობებზე, მათ შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ თავი მასწავლებლის როლში და გაეზიარებინათ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა სასკოლო საზოგადოებაში.

ისევე როგორც მასწავლებელთა, მოსწავლეთა შორის თანამშრომლობაც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო შედეგიანს ხდის. მატულობს კრეატიულობა, შემოქმედებითობა, მოტივაცია, ინტერესი და სურვილი, რომ ერთობლივად მეტის გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეთათვის.

პროექტის შედეგად:

♦ მოსწავლეებში ამაღლდა ცნობიერება ქაღლდის მდგრადი მოხმარების შესახებ;

♦ განუვითარდათ  პრეზენტაბელურობის უნარები;

♦ ერთმანეთს გაუზიარეს  გამოცდილება და სხვა კლასებმაც განახორციელეს იგივე პროექტი;

♦ კლასებს შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა;

♦ დავფიქრდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები