27 ივლისი, შაბათი, 2024

პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ახალ ეტაპზე გადადის

spot_img

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭოს დებულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული დიპლომის გაცემას. პროგრამებზე სწავლების ენები იქნება: ფრანგული, ინგლისური და ქართული.

პროექტის ფარგლებში ამუშავებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში  საფრანგეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ჩაერთვებიან. ამ ეტაპისთვის, პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში.

პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში, 2020-2021 სასწავლო წლიდან, ამოქმედდება ორი პროგრამა სხვადასხვა უნივერსიტეტში: ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო საბაკალავრო პროგრამა “Production management in Milk industry” – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მონპელიე სუპაგროსა და მონპელიეს უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ასევე, იგეგმება სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება მეღვინეობისა და ენოლოგიის მიმართულებით.

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმებას 2018 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები