15 ივნისი, შაბათი, 2024

პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თ­ვის გა­ნუ­ზომ­ლად დიდ ეროვ­ნულ საქ­მეს აკე­თებს

spot_img
მა­კა ოქ­რო­მე­ლი­ძე
„არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის“ სსიპ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. წი­ნუბ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა 2011წლის ზაფხუ­ლი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რას ვამ­თავ­რებ­დი, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ალ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტს, სპე­ცი­ა­ლო­ბით – ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მსოფ­ლიო ლი­ტერ­ტუ­რის კონ­ტექ­ს­ტ­ში. მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას ჩე­მი სპე­ცი­ა­ლო­ბით ვფიქ­რობ­დი, სწო­რედ მა­შინ გა­მოცხად­და კონ­კურ­სი „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის“, გა­ვე­ცა­ნი პი­რო­ბებს და ეს ყვე­ლა­ზე ახ­ლოს იყო ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან. ძა­ლი­ან დი­დი კონ­კურ­სი იყო, გა­დავ­ლა­ხე ყვე­ლა ეტა­პი. არ ვი­ცო­დი სად, რო­მელ რე­გი­ონ­ში მო­მი­წევ­და მუ­შო­ბის დაწყე­ბა… ჯა­ვა­ხეთ­ში მო­მი­წია წას­ვ­ლა, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან (სომ­ხურ) სკო­ლა­ში, რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან საკ­მა­ოდ შორს – 25კმ-ის მო­შო­რე­ბით. რა თქმა უნ­და, წა­ვე­დი, ისე, რომ არც კი ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დი. ად­გი­ლობ­რივ ოჯახ­ში და­ვიწყე ცხოვ­რე­ბა. მათ ჩე­მი არც ერ­თი სიტყ­ვა არ ეს­მო­დათ, მე კი – მა­თი, არც ჰქონ­დათ სურ­ვი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის, ამ მხრივ, ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხ­ვ­და.

ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი მა­თი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას, მინ­დო­და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა, რა­საც ნამ­დ­ვი­ლად მი­ვაღ­წიე თვე­ე­ბის შემ­დეგ.

მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ახა­ლი მე­თო­დე­ბი­თა და მიდ­გო­მე­ბით სწავ­ლე­ბა. თა­მაშ-თა­მა­შით, სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით და­იწყეს ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბის შეს­წავ­ლა, რაც მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და. ნელ-ნე­ლა  მა­თი სკო­ლის კედ­ლებ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი გა­მოჩ­ნ­და, შევ­ქ­მე­ნი ქარ­თუ­ლი ენის წრე, მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით რჩე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ და, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი, სწავ­ლობ­დ­ნენ ქარ­თულ ენას, ვეც­ნო­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თის კულ­ტუ­რას, კერ­ძებს, ტრა­დი­ცი­ებს. ძა­ლი­ან რთუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ნა­ყო­ფი­ე­რი, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩე­მი ჯა­ვა­ხეთ­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის — ამ უდი­დე­სი პრო­ექ­ტის შე­დე­გი, რო­მე­ლიც გა­ნუ­ზომ­ლად დიდ ეროვ­ნულ საქ­მეს აკე­თებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის.

სა­ქარ­თ­ვე­ლო მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა, ენის არ­ცოდ­ნა არ უნ­და ქმნი­დეს ბა­რი­ერს აქ მცხოვ­რე­ბი არც ერ­თი სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. ამის­თ­ვის ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, მათ შო­რის, ჩვე­ნი „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის“ სა­ხით, რო­მელ­ში ჩარ­თულ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვს დიდ ეროვ­ნულ საქ­მე­ში.

ჯა­ვა­ხე­თი­დან წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია, პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი და მას­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კი დი­დი წარ­მა­ტე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბოთ აგ­რ­ძე­ლებ­და მოღ­ვა­წე­ო­ბას სხვა­დას­ხ­ვა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში.

2 წლის შემ­დეგ კვლავ და­ვუბ­რუნ­დი პრო­ექტს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მო­მი­წია წას­ვ­ლა, სსიპ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. წი­ნუბ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მკვეთ­რად შეც­ვ­ლი­ლი სი­ტუ­ა­ცია და სულ სხვა გა­რე­მო დამ­ხ­ვ­და. ძა­ლი­ან თბი­ლად, კე­თილ­გან­წყო­ბით დამ­ხ­ვ­დ­ნენ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მე­ლიქ პეტ­რო­სი­ა­ნი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ხე­ლი შე­უწყოს ენის შეს­წავ­ლას სკო­ლა­ში, სო­ფელ­ში და თემ­ში, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მერ­ვე წე­ლია, რაც ამ სკო­ლა­ში ვარ და უამ­რა­ვი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, კონ­კურ­სი, ექ­ს­კურ­სია, ღო­ნის­ძი­ე­ბა, გა­მო­ფე­ნა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ­მა კო­ლე­გებ­მა. ჩვე­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ვა­მე­გობ­რეთ, ვაწყობთ ფეს­ტი­ვა­ლებს, ექ­ს­კურ­სი­ებს, რა­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი გამ­გე­ო­ბა ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რიც, ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა ხმა­ლა­ძე, ყვე­ლას უდი­დე­სი მად­ლო­ბა ასე­თი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა და­ვიწყე, ყვე­ლა­ნი ერ­თი მიზ­ნი­სათ­ვის ვიბ­რ­ძო­დით – სა­ხელ­მ­წი­ფო ენა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყო­ფი­ლი­ყო, რომ ენობ­რო­ვი ბა­რი­ე­რი ხე­ლის ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი არ გამ­ხ­და­რი­ყო მა­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის.

დღეს თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ და­ვი­ნა­ხე ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი, შე­დე­გი კი ის არის, რომ დღეს ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლე იღებს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­ს­ტე­ტებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, იღე­ბენ სტი­პენ­დი­ა­საც, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, მა­თი სა­ხით კი, სა­ხელ­მ­წი­ფოს უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და სპე­ცი­ა­ლის­ტი ეყო­ლე­ბა. უდი­დე­სი მად­ლო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს, „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის“ ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს, თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს ამ უდი­დეს საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები