27 ივლისი, შაბათი, 2024

პროექტი რეგიონის სკოლებისთვის

spot_img

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სკოლებში კეთებით სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ახალ პროექტს STEM Twinning იწყებს.

კონკურენტუნარიანი გარემოსა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საპილოტე სკოლები საქართველოს რეგიონებიდან შეირჩევა.

🔸✔️პროექტის ფარგლებში მოხდება საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამასთან არსებული STEM კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვა სკოლებში და საკლუბო აქტივობების სინთეზი eTwinning-ის პროექტებთან.

გამოცდილება აჩვენებს, რომ საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებით, კლუბური მუშაობის დროს, მოსწავლე დროში შეზღუდული არ არის და გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას კონკრეტული ინტერესების მიხედვით იმყარებს. როდესაც მოსწავლე საკუთარი ხელით აკეთებს, აწყობს რობოტს, სენსორულ „ჭკვიან ყუთებს“ და ა.შ., კეთებისას გაცილებით უკეთ აანალიზებს პროცესს, ვიდრე ინფორმაციის თეორიულად მიღებისას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა სკოლის ასაკშივე დაიწყონ ციფრული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება, რაც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევას წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში, საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული ყველა პროექტი განთავსდება eTwinning-ის პლატფორმაზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს პარტნიორები ჰყავდეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში.

🔸✔️მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამისა და საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის თანამშრომლები, საპილოტე პროექტისთვის რეგიონის 10 სკოლას შეარჩევენ.

🔸✔️მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლების ცენტრის ბაზაზე გადამზადება.

🔸✔️სკოლებში საკლუბო მუშაობის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ცენტრის თანამშრომლები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ რეჟიმში საჭირო კონსულტაციას გაუწევენ.

🔸✔️საკლუბო მუშაობის სილაბუსს და საჭირო რესურსების ჩამონათვალს მოამზადებს და შეისყიდის სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და მიაწვდის სკოლებს.

სკოლების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  1. საბუთების გადარჩევა;
  2. კლუბის წევრებთან გასაუბრება.

🔸✔️შესარჩევი კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://docs.google.com/…/1xx5N…/edit…

განაცხადი მიიღება 22 ივლისამდე, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფორმა და შევსებული გამოგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Etwinningplus@tpdc.ge

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები