16 თებერვალი, კვირა, 2025

პროექტი „გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან“

spot_imgspot_img

გალინა ღვინიაშვილი
სსიპ ტიციან ტაბიძის სახ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. სანავარდოსა და სოფ. კუჭატნის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მოგეხსენებათ და აღარავისთვისაა უცხო პროექტებით სწავლების უპირატესობა და მნიშვნელობა, როგორც აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საუკეთესო საშუალება, რომლის დროსაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნარ-ჩვევები თუ ნიჭი.

პირადად მე, არაერთი პროექტი განმიხორციელებია, თუმცა მოსწავლეთა ყველაზე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია VII კლასში ახლახან განხორციელებულმა პროექტმა, სათაურით: „გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან“. იდეა, ჯერ კიდევ სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში დაიბადა, შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა განსახორციელებელი ეტაპები და აქტივობები და სექტემბერში, სკოლაში დაბრუნებისთანავე, შევუდექით მუშაობას.

პროექტი სამ თვეს გაგრძელდა, რომლის დროსაც არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ ვინ შეიძლება გამოერჩიათ ქართველს გმირებს შორის. მათ მოიძიეს ძველი და ახალი გმირები და გამოკვეთეს: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით აღმაშენებელი, მარო მაყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და სხვანი, თუმცა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ჩვენი რაიონის, 2008 წლის, ყვარლელი გმირების და მათი ისტორიების მოძიება-გაცნობა.

მათ მოიკვლიეს ყვარლის რაიონის ოთხ სხვადასხვა სოფელში: გავაზში, ენისელში, ალმატსა და შილდაში გმირების ოჯახები. უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა გავაზის საჯარო სკოლაში სტუმრობა, სადაც შეხვდნენ ისტორიის მასწავლებელს, რომელმაც დაათვალიერებინა ბავშვებს იმავე სკოლადამთავრებულის, 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, გელა მებაღიშვილის კუთხე და მოუყვა მათ მისი მოწაფეობის და გატაცებების შესახებ, ასევე მოინახულეს იქვე არსებული პარკი, სადაც გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შემდეგმა აქტივობამ, საფლავზე მისვლამ და გმირის დედასთან სტუმრობამ, ხომ უდიდესი ემოცია გამოიწვია ბავშვებში. ენისლელი გმირის, ილია შავერდაშვილის დედამ თავად უამბო შვილის ისტორია, დაბადებიდან ბოლო შეხვედრამდე. ბავშვებმა ცრემლით, ჩახუტებითა და წრფელი გულით ანუგეშეს დედა და დამშვიდობებისას უთხრეს, რომ მისი შვილის სახელი, როგორც მათი, ასევე მთელი ქართველი ერის ხსოვნაში სამარადჟამოდ დარჩება.

პროექტის ბოლო ეტაპზე, გაიმართა პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები, სიმღერები თუ გულის ამაჩუყებელი ნომრები წარმოუდგინეს და ამ ყველაფერს ცრემლის, უდიდესი მოწონებისა და ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.

მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ეს იყო პროექტი, რომელიც მათ არასდროს დაავიწყდებათ, ისე როგორც მათ გულებში არ ჩაქრება მათთვის უკვე კარგად ნაცნობი გმირების ხსოვნა და არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ თუნდაც მცირედი, მაგრამ აუცილებლად შეიტანონ წვლილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საქმეში, რადგან მათ კარგად გააცნობიერეს, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის თავადაც, შეუძლია გახდეს გმირი.

მე კი მჯერა, რომ პროექტი იქცევა სასკოლო გეგმის ნაწილად და ხელს შეუწყობს სხვა ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც გაუღრმავებს მოსწავლეებს პატრიოტულ სულისკვეთებას.

და ეს არ არის პროექტის დასასრული, მოგეხსენებათ, თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რომ არა კოლეგების: ნანა ქაფიანიძისა და ხათუნა ხაჩატურიანის თანადგომა, ჩვენი პროექტი ვერ იქნებოდა სრულყოფილი და მორიგი ეტაპი, რომელიც ბავშვებმა მათი გვერდში დგომით უნდა განახორციელონ, ეს არის ყვარლელი გმირების ალბომის შექმნა, რომელსაც საბოლოო სახე 2024 წელს მიეცემა და შევეცდებით, შემდგომში ეს გამოცდილებაც გაგიზიაროთ.

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები