30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

პრო­ექ­ტი –  ახა­ლი ელე­მენ­ტი ესგ-ის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში

spot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი არ არის სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ექ­ტე­ბი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ მე­თოდს იყე­ნე­ბენ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მაგ­რამ  სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ექ­ტებ­მა, რო­დე­საც ცალ­კე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში უნ­და წა­რი­მარ­თოს პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვა გა­ა­ჩი­ნა.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი ნი­კო სი­ლა­გა­ძე სწო­რედ იმ სა­კითხებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებ­ში შე­კითხ­ვებს ბა­დებს.

 

♦ რა მიზ­ნით და­იწყო და რას ემ­სა­ხუ­რე­ბა პრო­ექ­ტე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი

პრინ­ცი­პუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი, ვიდ­რე სა­განს „მოქა­ლა­ქე­ო­ბა“, ამას არ აქვს და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გაძ­ლი­ე­რე­ბას, რომ აღი­ზარ­დოს მოს­წავ­ლე და გა­ნი­ვი­თა­როს ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც სჭირ­დე­ბა მას აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­თ­ვის. ამის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან პრო­ექ­ტი  მოს­წავ­ლის, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ინ­ტეგ­რი­რე­ბას ახ­დენს სას­კო­ლო თემ­თან და ის უფ­რო აქ­ტი­ურად ერ­თ­ვე­ბა პრო­ცე­სებ­ში. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე იმა­ვე პრო­ცე­სე­ბის უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა. მი­ზა­ნი ეს არის – გაძ­ლი­ე­რე­ბა და არა პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი მი­ზა­ნი სას­წავ­ლო ბა­დე­ში.

♦ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი

და­ვიწყოთ იმის აღ­ნიშ­ვ­ნით, რომ ეს არ არის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, პი­რი­ქით, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან მე­ტი სა­ერ­თო აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ტა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა­ტით არ მო­ი­აზ­რე­ბა. სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თე­ბია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მოს­წავ­ლის­თ­ვი­საც და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ტარ­დე­ბა ხოლ­მე.

რო­გორ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა? პრინ­ციპ­ში, ამის აღ­წე­რა­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სტრუქ­ტუ­რა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მა­ლე მას­წავ­ლებ­ლებს ასარ­ჩე­ვად და­ეგ­ზავ­ნე­ბათ სკო­ლებ­ში. პრო­ცე­სი ასე­თია: ბავ­შ­ვე­ბი ირ­ჩე­ვენ ერთ-ერთ თე­მას და ეს თე­მა­ტი­კა მო­ცე­მუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სას­წავ­ლო თე­მე­ბის მი­ხედ­ვით; ამ კონ­კ­რე­ტულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით  სიღ­რ­მი­სე­უ­ლად სწავ­ლო­ბენ სა­კითხებს და შემ­დეგ, ცოდ­ნი­თა და შე­კითხ­ვე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი, სას­კო­ლო თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, იკ­ვ­ლე­ვენ ამ პრობ­ლე­მა­ტი­კას  და ამის სა­ფუძ­ველზე აყა­ლი­ბე­ბენ საპ­რო­ექ­ტო იდე­ას.

ვთქვათ, ბუ­ლინ­გის თე­მა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ხსე­ნე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან არის, მეტ-ნაკ­ლე­ბად, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, მაგ­რამ ყველ­გან სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს. აი, სწო­რედ ამ სპე­ცი­ფი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს ად­გე­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლია ანა­ლო­გი­ე­ბი, ანუ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი თუ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა სად­მე და რო­გორ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მზა იდე­ებს კი არ კარ­ნა­ხობს მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ ამ ანა­ლო­გი­ე­ბით ახა­ლი პრო­ექ­ტის იდე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ას­წავ­ლის. იქ­ვე ვხე­დავთ პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კითხ­ვებ­სა და რჩე­ვებს, რო­გორ მო­ხერ­ხ­დეს, რომ ეს პრო­ექ­ტი იყოს სკო­ლის თე­მის­თ­ვის სამ­სა­ხუ­რის გამ­წე­ვი და არა უბ­რა­ლოდ სას­წავ­ლო რე­სურ­სი.

აქ­ვეა მო­ცე­მუ­ლი, რო­გორ გავ­დი­ვართ სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­ზე, იმი­ტომ, რომ, ჩარ­თუ­ლო­ბას­თან ერ­თად, ის ცოდ­ნაც უნ­და შე­ი­ძი­ნოს მოს­წავ­ლემ, რაც აუცი­ლე­ბე­ლია საგ­ნის­თ­ვის. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, კლუ­ბურ ფორ­მატ­ში, მას­წავ­ლებ­ლის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ირ­ჩე­ვენ თე­მებს, შე­ის­წავ­ლი­ან, იკ­ვ­ლე­ვენ ამ თე­მე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბას, გეგ­მა­ვენ პრო­ექტს და შემ­დეგ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა წევ­რე­ბის, მშო­ბე­ლი იქ­ნე­ბა, კლუ­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია თუ სხვა მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩარ­თუ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მას. ეს არის მო­ნა­ხა­ზი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ურ­პ­რიზს, პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებს, რა­საც ყვე­ლა­ნი შე­ვის­წავ­ლით და  გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

♦ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, კლა­სი­კუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ენა­ზე რომ ვთქვათ, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნია, მაგ­რამ იქ მო­ცე­მუ­ლია რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­მაც უნ­და წა­ი­კითხონ. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩე­ვანს, ძა­ლი­ან დი­დია, 8 პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მა გვაქვს ესგ-ში, ისი­ნი, თა­ვის მხრივ, კი­დევ 8 და 10 ქვე­თე­მე­ბად იყო­ფა, ასე რომ, თე­მა­ტი­კა უსაზღ­ვ­როდ დი­დია, სა­ი­თაც არ გა­ვი­ხე­დავთ, ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ პრო­ექ­ტის იდეა. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის იდე­აც ეს არის, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხი­დან შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტი და სა­მუ­შაო იდეა აიგოს. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, უბ­რა­ლოდ, მო­ცე­მუ­ლია 6, 8, 10 (გა­აჩ­ნია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს) იდეა მუ­შა­ო­ბის­თ­ვის და სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი, თო­რემ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა. პი­რი­ქით, რაც უფ­რო დი­დი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტის იდე­ე­ბის, მით უკეთესი.

♦ რჩე­ვა მას­წავ­ლე­ბელს – რო­გორ და­იწყოს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მოკ­ვე­თა პრიორიტეტულ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში

ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად, შე­იძ­ლე­ბა ასე: ავი­ღეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სა­დაც 8 პრო­ექ­ტია მო­ცე­მუ­ლი 8 გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ თე­მა­ზე. მი­ნი­მუმ, შეგ­ვიძ­ლია ვუთხ­რათ, რომ ეს 8 თე­მაა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და ბავ­შ­ვებს ვთხო­ვოთ, აირ­ჩი­ონ. რამ­დე­ნი­მემ შე­იძ­ლე­ბა  ერ­თი და იგი­ვე თე­მაც აირ­ჩი­ოს. ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, ვსწავ­ლობთ იმ თე­მებს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში­ვეა მო­ცე­მუ­ლი. თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ თე­მე­ბი რაც უფ­რო ბევ­რი იქ­ნე­ბა, ჯო­ბია, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რის­თ­ვის ვართ მზად, რა რე­სურ­სე­ბი გვაქვს. რაც უფ­რო გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, მით უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი  იქ­ნე­ბა თე­მა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა  პრო­ცე­სის გა­სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პრო­ექ­ტის წარ­მარ­თ­ვა და აგე­ბა, დი­დი ხა­ნია, სი­ახ­ლე აღარ არის. სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ექ­ტი, სხვა მხრივ, ძა­ლი­ან ჰგავს ამ პრო­ექ­ტებს, უბ­რა­ლოდ, რამ­დე­ნი­მე ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, მა­გა­ლი­თად, თი­თო­ე­ულ პრო­ექტს თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უბ­რა­ლოდ, ეს პრო­ცე­სი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას არ და­ემ­ს­გავ­სოს და აქ იყოს სას­კო­ლო თე­მის წევ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. მოს­წავ­ლეს არ უნ­და და­ა­ვიწყ­დეს, რომ ამ პრო­ექ­ტით სამ­სა­ხურს უწევს სას­კო­ლო თემ­საც, რო­გორც თვი­თო­ნაც წევ­რი ამ თე­მის, და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ფერ ამის პრე­ზენ­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო.

შე­იძ­ლე­ბა რჩე­ვე­ბი იყოს თვი­თონ ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თია იდეა და მე­ო­რეა რა ფორ­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბა იგი. ამ მხრი­ვაც, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვი­ლი, საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, რა­ი­მე იდე­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა თუ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა. ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ერ­თი და იმა­ვე იდე­ა­ზე, ერ­თი და იმა­ვე სა­კითხ­ზე შე­იძ­ლე­ბა 2 ან 5 გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მომ­ზად­დეს. გა­რეგ­ნუ­ლად მსგავ­სი პრო­ექ­ტი არ ნიშ­ნავს იდენ­ტურს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მას თა­ვი­სე­ბუ­რი და ლო­კა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს ყვე­ლა სკო­ლა­ში. მე ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის კუთხით, კითხ­ვე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი ბევ­რია, რო­გორც ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

♦ რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა პრო­ექ­ტის­გან

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი მას­შ­ტა­ბე­ბია. სას­კო­ლო პრო­ექ­ტი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერთ სე­მესტრს გრძელ­დე­ბა, ანუ მოს­წავ­ლე, მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ობს, რო­ცა, ძი­რი­თა­დად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი უფ­რო მოკ­ლე და ლო­კა­ლუ­რია. აქ, რე­ა­ლუ­რად, თე­მა­ტი­კაც ძა­ლი­ან ვრცე­ლია და ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს მა­შინ, რო­ცა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი მა­ინც სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მებს მიჰ­ყ­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, კლა­სი­კუ­რად, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, ანუ სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თე­ბის რე­ჟიმ­შია, აქ კი უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი რე­ჟი­მია, ამას კლუბ­თან მე­ტი სა­ერ­თო აქვს, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, აქ გაკ­ვე­თი­ლის მო­ტი­ვიც მო­ნა­წი­ლე­ობს. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჩე­მი აზ­რით და ეს არც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შია გა­მო­რიცხუ­ლი (მაგ­რამ აქ მოთხოვ­ნა­სა­ვი­თაა), მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. მოს­წავ­ლე, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის შე­ძე­ნის ან ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ნიშ­ნის მი­ღე­ბის გა­მო კი არ მოქ­მე­დებს, არა­მედ იქი­დან გა­მო­დის, თვი­თონ რა სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თემს და ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლა­დაც ეს აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მას­შ­ტა­ბი და მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა აქ უფ­რო მკა­ფიოა. ამი­ტო­მაც არის, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ვა­კე­თებთ ამას, რო­დე­საც უკ­ვე და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ფა­ზაა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სე­მეს­ტ­რ­ში ერ­თი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, სულ 6 პრო­ექ­ტი.

♦ შე­ფა­სე­ბა

ჩათ­ვ­ლა — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის სტა­ტუ­სით რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, ეს ჩათ­ვ­ლაა. თუ ყვე­ლა­ფე­რი ხა­რის­ხი­ა­ნად გა­კეთ­დე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს ჩათ­ვ­ლა და­ე­წე­რე­ბათ და თა­ვი­ანთ პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში თუ თა­ვი­ანთ აქ­ტივ­ში ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ ჩა­ი­წე­რონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა კი, რა თქმა უნ­და, კვლა­ვაც მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის ნა­წი­ლია იმი­ტომ, რომ ყვე­ლა დე­ტალ­ზე, ნი­უ­ან­ს­ზე, რაც ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ახა­ლი სფე­როს წარ­მო­ჩე­ნა, უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბა ბავ­შ­ვის­გან. გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის.

ყვე­ლა ამ სი­ახ­ლეს, რა თქმა უნ­და, ახ­ლავს გარ­კ­ვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ამას უნ­და შევ­ხე­დოთ, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვას, ოღონდ რო­გორც პო­ზი­ტი­ურ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც უფ­რო მეტ ძა­ლას გვაძ­ლევს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ეს  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ აქ შე­მოწ­მე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის მო­მენ­ტი მხო­ლოდ და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არის, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ნი ვიკ­ვ­ლევთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ გა­მოგ­ვ­დის და ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის პრაქ­ტი­კას უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ამ თვალ­საზ­რი­სით, მთა­ვა­რია გახ­ს­ნი­ლო­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

♦ ანაზღა­უ­რე­ბა

ანაზღა­უ­რე­ბა, კლა­სი­კუ­რად, მარ­ტი­ვად არის. ჩავ­თ­ვა­ლოთ, რომ ერ­თი სა­ა­თით მე­ტია და ეს ჩარ­თუ­ლო­ბა, კვი­რა­ში, ერ­თი სა­ა­თის მა­ტე­ბას ნიშ­ნავს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და კონ­კ­რე­ტუ­ლად ასე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას.

♦ ♦ ♦

მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც და მუ­სი­კა­შიც გვაქვს. შემ­დეგ წე­რილ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი მუ­სი­კა­ში და რა რო­ლი ­აქვს მას მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები