3 დეკემბერი, შაბათი, 2022

პრო­ექ­ტი – ახა­ლი ელე­მენ­ტი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სში

spot_img

ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­უ­ბარს პრო­ექ­ტ­ზე, რო­მე­ლიც ახა­ლი ელე­მენ­ტია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. პირ­ველ წე­რილ­ში გან­ვი­ხი­ლეთ პრო­ექ­ტე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში, დღეს მუ­სი­კა­ზე ვი­სა­უბ­რებთ იმი­ტომ, რომ მუ­სი­კა­შიც, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, პრო­ექ­ტი ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ნა­წი­ლია. რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა პრო­ექ­ტი, რო­გორც ფორ­მა, შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რე­ა­ლიზ­დეს მუ­სი­კის მიზ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც კუ­რი­კუ­ლუ­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს; თუ არის ამ ფორ­მა­ში რა­ი­მე უპი­რა­ტე­სო­ბა, ვთქვათ, კომ­პ­ლექ­სურ ან სხვა ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით – გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი – ნი­კო სი­ლა­გა­ძე და და­თო ზა­თი­აშ­ვი­ლი.

ნი­კო სი­ლა­გა­ძე: თე­მა, რო­მელ­ზეც უნ­და ვი­სა­უბ­როთ, ძა­ლი­ან მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია და ამი­ტომ, სჯობს თან­მიმ­დევ­რო­ბით დავ­ყოთ. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა კუ­რი­კუ­ლუმ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ჯერ მიზ­ნებს ვახ­სე­ნებთ ხოლ­მე. სკო­ლა, ზო­გა­დად, არის მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და ამა­ში მუ­სი­კას თა­ვი­სი რო­ლი აქვს რო­გორც დაწყე­ბით, ისე სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, რომ მოს­წავ­ლეს თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.

და­თო ზა­თი­აშ­ვი­ლი: ვი­ნა­ი­დან ჩვენს სწავ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი ად­გი­ლი უკა­ვია მუ­სი­კის კვლე­ვას, სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში, მი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბაც ალ­ბათ თა­ვი­სე­ბუ­რი კვლე­ვაა იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბას სწავ­ლო­ბენ იმ მოვ­ლე­ნებ­თან, რო­მე­ლიც მათ ირ­გ­ვ­ლივ ხდე­ბა და მუ­სი­კა ეხ­მა­რე­ბა, უხ­ს­ნის ბავშვს რა ხდე­ბა მის ირ­გ­ვ­ლივ, ვინ არის თვი­თონ და რა ამოძ­რა­ვებს სამ­ყა­როს. მუ­სი­კას შე­უძ­ლია ძა­ლი­ან დი­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს მას გა­რე სამ­ყა­რო­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე. ამ თვალ­საზ­რი­სით, პრო­ექ­ტი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ მი­სი ერთ-ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, რომ მუ­სი­კის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, და­უ­კავ­ში­როს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, მოვ­ლე­ნებს და იმას, რაც ხდე­ბა მის შიგ­ნით, მის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში.

ნ.ს.: ფორ­მა­ზე რომ გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი, ვთქვათ, თუ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მა­ინც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, პრო­ექ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაკ­ვე­თი­ლი აუცი­ლებ­ლად საკ­ლა­სო ოთახს არ ნიშ­ნავს, უფ­რო მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა იყოს იმა­ვე მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რე­ჟიმ­ში.

დ.ზ.: აქ­ტი­ვო­ბე­ბის ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრს გუ­ლის­ხ­მობს – ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კ­ვე­უ­ლი კუთხით და­მუ­შა­ვე­ბა, მი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა, შემ­დეგ ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბით გა­ჯე­რე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ან წარ­მოდ­გე­ნე­ბი, ჩვე­ნე­ბე­ბი, ან ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის მომ­ზა­დე­ბა, სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გად.

ნ.ს.: მას­შ­ტა­ბიც დი­დია, მთე­ლი სე­მეს­ტ­რი ეძღ­ვ­ნე­ბა, მა­შინ, რო­ცა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უფ­რო 5-7 გაკ­ვე­თილ­ზეა ხოლ­მე გათ­ვ­ლი­ლი. მარ­თა­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ვიტყ­ვი, რომ გა­რე­მო უფ­რო ავ­თენ­ტუ­რია პრო­ექ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში და მოს­წავ­ლე უფ­რო მე­ტად დგას მკვლევ­რის, შემ­ს­წავ­ლე­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში.

დ.ზ.: ასე­ვე, პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ფორ­მის თვალ­საზ­რი­სი­თაც, რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნო არა მხო­ლოდ კლა­სის წი­ნა­შე, არა­მედ სკო­ლის, სას­კო­ლო თე­მის წი­ნა­შე, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა გა­აც­ნო შე­ნი პრო­ექ­ტი.

ნ.ს.: უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ ვთქვათ პრო­ექ­ტის ტი­პე­ბის შე­სა­ხებ, ყვე­ლა სა­განს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს, ამ კუთხით. რა ტი­პის პრო­ექ­ტებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­პა­რა­კი მუ­სი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

დ.ზ.: არის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა, მათ შო­რის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სპე­ცი­ფი­კუ­რი, მუ­სი­კის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი და ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლი, ისე­თი ტი­პის, რო­გო­რი­ცაა: ლექ­ცია-კონ­ცერ­ტი – აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც, მოხ­სე­ნე­ბას­თან ერ­თად, წარ­მო­ა­ჩენს მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებს, შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ შე­ას­რუ­ლოს ან ჩა­ნა­წე­რის თუ ვი­დე­ოს სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნოს და ა.შ. ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი ვა­რი­ან­ტია; შე­იძ­ლე­ბა იყოს მონ­ტა­ჟი (რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მონ­ტა­ჟე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ლე­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნო რა­ღაც), ვთქვათ, მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ან რო­მე­ლი­მე მოღ­ვა­წის ცხოვ­რე­ბი­დან რა­ღაც ეპი­ზო­დი წარ­მო­ად­გი­ნონ მოს­წავ­ლე­ებ­მა კითხ­ვით, დეკ­ლა­მა­ცი­ით, ისევ მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბით და ა.შ.; შე­იძ­ლე­ბა იყოს ფლეშ-მო­ბი, თა­ვი­სი პლას­ტი­კით, ტექ­ს­ტით, ცეკ­ვით, ათა­სი ხერ­ხით შე­იძ­ლე­ბა გად­მო­ცე­მა, თუნ­დაც ვი­დე­ო­ინ­ს­ტა­ლა­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­შუ­ქებს იმ პრობ­ლე­მას, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლი­ვაც იყო შედ­გე­ნი­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი.

ნ.ს.: თვით­გა­მო­ხატ­ვა ყველ­გან ეს არის – მკვლე­ვა­რი მო­ქა­ლა­ქე მუ­სი­კის ენით ლა­პა­რა­კობს, მუ­სი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოთ­ქ­ვამს თა­ვის სათ­ქ­მელს. ბუ­ნებ­რი­ვად და­ის­მის კითხ­ვა გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმი­ტომ, რომ ორი ფაქ­ტო­რია: ჯერ ერ­თი, ყვე­ლა სი­ახ­ლე გარ­კ­ვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს მო­ი­ცავს; მე­ო­რე – გუ­შინ მუ­სი­კა სა­ერ­თოდ არ ის­წავ­ლე­ბო­და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, ეხ­ლა კი, არა თუ ის­წავ­ლე­ბა, არა­მედ ამ­ბი­ცი­უ­რი და ძა­ლი­ან გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე რე­ჟი­მით ვთა­ვა­ზობთ მოს­წავ­ლე­ებს. რო­გორ ფიქ­რობთ, ჩვენ, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რას უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, რა იქ­ნე­ბა და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში ის მთა­ვა­რი, საკ­ვან­ძო ელე­მენ­ტე­ბი, რა­ზეც აუცი­ლე­ბე­ლია ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა.

დ.ზ.: ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა, მას­წავ­ლე­ბელ­მა წარ­მო­იდ­გი­ნოს თა­ვი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რად, ეს არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რაც მას­წავ­ლებ­ლებს უჭირთ. ძა­ლი­ან ხში­რად, ისი­ნი პირ­და­პირ აძ­ლე­ვენ მი­თი­თე­ბებს რა უნ­და გა­ა­კე­თოს მოს­წავ­ლემ, რო­გორ უნ­და გა­ა­კე­თოს, რა კუთხით უნ­და გა­ა­კე­თოს… მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და იყოს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, მხო­ლოდ მი­მარ­თუ­ლე­ბას უნ­და აძ­ლევ­დეს, არ უნ­და გა­ი­ტა­ნოს მა­ინ­ც­და­მა­ინც თა­ვი­სი აზ­რი და მო­ახ­ვი­ოს თავს, გარ­კ­ვე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და მის­ცეს, წი­ნას­წარ უნ­და იცო­დეს რა შეც­დო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვას ბავ­შ­ვ­მა და რაც მთა­ვა­რია, არ გა­და­იქ­ცეს ეს პრო­ექ­ტი უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლურ პრე­ზენ­ტა­ცი­ად, რო­გორ­საც ძა­ლი­ან ხში­რად აკე­თე­ბენ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეკ­რე­ბა, მე­რე გა­დამ­ღე­რე­ბა და მო­ყო­ლაა, რაც არ გუ­ლის­ხ­მობს ორი­გი­ნა­ლურ პრო­ექტს. ეს არის უბ­რა­ლოდ უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლის კი­დევ ერ­თხელ მო­ყო­ლა, რაც ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე პრაქ­ტი­კა­ში და ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი თვლის, რომ სწო­რედ ეს არის პრო­ექ­ტი და ეს არის ნამ­დ­ვი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ყო­ველ პრო­ექ­ტ­ში უნ­და იყოს რა­ღაც უნი­კა­ლუ­რი, რაც მხო­ლოდ ამ კლა­სის­თ­ვის, ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ ეს მა­თი ნა­აზ­რე­ვია, მა­თი მო­ნა­პო­ვა­რი, მა­თი აღ­მო­ჩე­ნა.

ნ.ს.: ანუ მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბა უნ­და გა­მოჩ­ნ­დეს აუცი­ლებ­ლად. რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ვცდი­ლობთ ხოლ­მე რა­ღა­ცას, ზოგ­ჯერ ჩვე­ნი პერ­ფორ­მან­სი უფ­როა, ვიდ­რე მოს­წავ­ლის, წე­სით, მოს­წავ­ლის უნ­და იყოს, სწო­რედ მის პი­როვ­ნე­ბა­ში გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაა სა­ინ­ტე­რე­სო. კი­დევ რა იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­ვა, სირ­თუ­ლე?

დ.ზ.: გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, ამ ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მ­ვა, ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ვა­დე­ბის მარ­თ­ვა, რომ სწორ ვა­და­ში შე­ას­რუ­ლო პრო­ექ­ტი და მო­ას­წ­რო ყვე­ლა­ფე­რი, რი­სი მოს­წ­რე­ბაც სა­ჭი­როა ამ ვა­დებ­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­გეგ­მ­ვა და რა ეტა­პი უნ­და გა­ი­ა­რონ ბავ­შ­ვებ­მა, რა­თა ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ნ.ს.: პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ითხოვს, რომ რად­გან ეს სი­ახ­ლეა, ცო­ტა მე­ტად ჩა­ვუღ­რ­მავ­დეთ, უფ­რო სწო­რად, ცო­ტა და­ვა­კონ­კ­რე­ტოთ. და­ვიწყოთ იმით, რომ ეს, რა თქმა უნ­და, არ არის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ არც სა­გაკ­ვე­თი­ლო კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბაა, უფ­რო კლუ­ბუ­რი ფორ­მა­ტია, რო­ცა შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი რე­ჟი­მია მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის, ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ მას­წავ­ლე­ბელს 20 მოს­წავ­ლე ჰყავს, 20 პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კა­ზე.

დ.ზ.: თუმ­ცა, მე ვფიქ­რობ, რომ, პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ეს პრო­ექ­ტე­ბი შე­მო­დის, ალ­ბათ, უფ­რო გა­სა­გე­ბი და ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ჯგუ­ფუ­რი, მთე­ლი კლა­სი რომ ჩარ­თოს ერთ პრო­ექ­ტ­ში, თუმ­ცა, პრო­ექ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლი უნ­და ჰქონ­დეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­ა­ფიქ­სი­როს, რომ შემ­დ­გომ­ში ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის წვლი­ლი ამ პრო­ექ­ტ­ში.

ნ.ს.: კლუ­ბუ­რი ფორ­მა­ტი შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, რა­ღაც გა­მოწ­ვე­ვებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, კითხ­ვე­ბი ის­მე­ბა ხოლ­მე, ზოგ­ჯერ, ანაზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ, პრინ­ციპ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თი იგუ­ლის­ხ­მე­ბა (რო­გორც ან­გა­რიშ­დე­ბა), მაგ­რამ რე­ჟი­მი, შე­იძ­ლე­ბა, ონ­ლა­ინ ურ­თი­ერ­თო­ბა იყოს, მკაც­რი შეზღუდ­ვე­ბი ამ კუთხით არ არის.

დ.ზ.: რა თქმა უნ­და, სხვა­თა შო­რის, ამ პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­შიც შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ხარ­ჯე­ბიც იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ხარ­ჯოს ან რამ­დე­ნით შე­იძ­ლე­ბა უშ­ვე­ლოს სკო­ლამ, თემ­მა, ფი­ნან­სუ­რად თუ გარ­კ­ვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბით მო­მა­რა­გე­ბით და ა.შ.

ნ.ს.: რომ ავი­ღოთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბი, ზო­გა­დად, და 21-ე სა­უ­კუ­ნის საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ალ­ბათ, ეს პროექტი მეტ­ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას პა­სუ­ხობს იმი­ტომ, რომ, იგი­ვე მე­წარ­მე­ო­ბა, ვთქვათ, იდე­ე­ბის საქ­მედ ქცე­ვა, და­გეგ­მ­ვის კულ­ტუ­რა… პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი ისე კარ­გად გა­მო­ხა­ტავს ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც არც ერ­თი სხვა.

ასე­ვე კვლე­ვა, რო­მე­ლიც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლია და იგი­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­გორ მარ­თოს პრო­ექ­ტი, მთე­ლი ავ­ტო­ნო­მია და სიმ­ძი­მის ცენ­ტ­რი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ზე გად­მო­დის. თა­ვის­თა­ვად, ეს მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და სკო­ლის­თ­ვის არის გა­მოწ­ვე­ვა, პირ­ველ რიგ­ში.

მო­დი, ცოდ­ნის კომ­პო­ნენ­ტ­ზეც გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი – ერ­თია, მა­სა­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მე­ბით წარ­მოდ­გე­ნა, მე­ო­რეა სას­კო­ლო თე­მის­თ­ვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა, იმ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა, რაც ჩვენ გვქონ­და – სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი მუ­სი­კა­ში და გვაქვს სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, კვლა­ვაც ხდე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე თუ ეს აღარ არის ისე არ­სე­ბი­თი?

დ.ზ.: რო­დე­საც არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ესა თუ ის პრობ­ლე­მა მუ­სი­კა­ში, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, ბავშვს მუ­სი­კა­ლუ­რი ენის ისეთ ელე­მენ­ტებ­ზე უწევს ლა­პა­რა­კი, რო­გო­რი­ცაა იგი­ვე ჩვე­ნი ცნე­ბე­ბი – ბგე­რა, რიტ­მი… რო­გორ არის ეს ცნე­ბე­ბი გად­მო­ცე­მუ­ლი, რა მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ მხატ­ვ­რულ ხერ­ხებ­ზე იმ ინ­ტე­რე­სებ­მა, რაც მო­აქვს დროს, იქ­ნე­ბა ეს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი თუ სხვა, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, ესეც ხომ ამ მუ­სი­კა­ლუ­რი ენის ელე­მენ­ტე­ბით აიხ­ს­ნე­ბა. რა­ტომ მოს­წონს, რა­ტომ მო­იყ­ვა­ნა, ვთქვათ, ეს მა­გა­ლი­თი და არა სხვა, რით არის ეს მა­გა­ლი­თი სა­ინ­ტე­რე­სო და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი კვლე­ვის ილუს­ტ­რი­რე­ბა მუ­სი­კით – ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლებ­ლად აიხ­ს­ნე­ბა იმ მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით, რომ­ლე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ფუძ­ვ­ლად ედე­ბა ჩვენს მთა­ვარ მი­ზანს – ცნე­ბებს.

ნ.ს.: ანუ იგი­ვე ცნე­ბე­ბი ახა­ლი ქვეც­ნე­ბე­ბი­თა და სა­კითხე­ბით მდიდ­რ­დე­ბა, ცოდ­ნა­თა ბმუ­ლე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა ამა თუ იმ კუთხით მოს­წავ­ლის ბუ­ნე­ბა­ში. აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ პრო­ექ­ტის შექ­მ­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს მა­ინც და მა­ინც სიმ­ღე­რას­თან ან ცეკ­ვას­თან.

დ.ზ.: ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის აუცი­ლე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ პრო­ექ­ტი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შ­ვის ნი­ჭი გა­მოვ­ლინ­დეს არა მარ­ტო ცეკ­ვა­ში, არა მარ­ტო სიმ­ღე­რა­ში, არა­მედ მსჯე­ლო­ბა­ში და ა.შ.

ნ.ს.: და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში რე­სურ­სებს აქვს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. უკ­ვე შექ­მ­ნი­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, უფ­რო სწო­რად მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, თუმ­ცა იქ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც არის რე­სურ­სე­ბი. თქვე­ნი აზ­რით, რა რო­ლი უნ­და ჰქონ­დეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში.

დ.ზ.: და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლე­ბელს, მარ­თოს პრო­ცე­სი, და­გეგ­მოს, და­ეხ­მა­როს ასე­ვე, იმა­ში, ესა თუ ის თე­მა რა კუთხით შე­იძ­ლე­ბა გა­შუქ­დეს მათ პრო­ექ­ტ­ში, ანუ პრობ­ლე­მა­ტი­კის არე­ა­ლი წარ­მო­უ­ჩი­ნოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხით, თუნ­დაც გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა წახ­ნა­გით, რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა ან მხატ­ვ­რუ­ლი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დე­ბა პრო­ექტს და კვლე­ვას.

ნ.ს.: თქვენ ისე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ცე­სი აღ­წე­რეთ, ჩნდე­ბა გან­ც­და, რომ ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი კი არა, ყვე­ლა მოს­წავ­ლე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს ახა­ლი რე­სურ­სის შემ­ქ­მ­ნე­ლი, რაც კარ­გია და გა­ზი­ა­რე­ბის კულ­ტუ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კი­დევ უფ­რო გა­ა­ად­ვი­ლებს და­ნერ­გ­ვას და გა­ამ­დიდ­რებს პრო­ცესს სის­ტე­მურ დო­ნე­ზე.

დ.ზ.: ზო­გა­დად, ასეა მი­ღე­ბუ­ლი, პრო­ექ­ტი ტო­ვებს ბავ­შ­ვ­ში გან­ც­დას, რომ მას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო და შექ­მ­ნას ახა­ლი.

ნ.ს.: ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი გვე­ლო­დე­ბა წინ, გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო. წელს და­იწყო მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა და თან­და­თან პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გ­მე­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, ამ პრო­ცე­სის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რაც შე­იქ­მ­ნე­ბა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიგ­ნე­ბე­ბი მოგ­ვ­ცემს. ამის­თ­ვის, პრინ­ციპ­ში, მხარ­დამ­ჭე­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს კი­დეც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში.

♦♦♦

მომ­დევ­ნო წე­რილ­ში კვლავ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ზე სა­უ­ბარს, ხე­ლოვ­ნე­ბის კუთხით განვიხილავთ და შე­ვეც­დე­ბით, მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ვი­ნა­ხოთ, რა სიახლე  ელით სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები