30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

პროექტის „ჰიგიენის მცველები“ შემაჯამებელი ღონისძიება

spot_img

29 სექტემბერს, ქუთაისში პროექტის „ჰიგიენის მცველები“ შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც, ბავშვებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღავნელი, ნინო თოდუა დაესწრნენ.

პროგრამაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის – Civil Society Development Center-ის პარტნიორობით და USAID/Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელდა, 1500-მდე 12-17 წლის მოზარდი ჩაერთო, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები.

პროექტი ახალგაზრდებში კოვიდ-19-ის პრევენციისა და უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო და მისი  მიზანი იყო სოციალურად დაუცველი 12-17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. პროგრამის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა, სამი დღის განმავლობაში, მოზარდებისთვის ინტენსიური ტრენინგების ჩატარებას ჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში მათი ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდები აქტიურად ერთვებოდნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, ეცნობოდნენ კლუბური საქმიანობის არსს, მენტორების დახმარებით აყალიბებდნენ უსაფრთხო ჰიგიენის მხარდამჭერ კლუბებს და გეგმავდნენ შემდგომ საქმიანობებს.

პროექტში მოზარდები მონაწილეობდნენ, მათ შორის, თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არსებული სხვადასხვა სოციალური დაწესებულების მომხმარებლები, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებისა და თავშესაფრების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში დაინერგა მობილური სკოლის მოდელზე დაფუძნებული „უსაფრთხო ჰიგიენის მობილური კლუბი“, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსის მეშვეობით, ღია სივრცეებში, ხელს უწყობს დაუცველი მოზარდების სწავლებასა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად უჭერს მხარს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ დაეხმარა მთავრობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციისა რა მართვის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010 წლიდან ახალგაზრდულ თემატიკაზე მუშაობს და აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ჯგუფის ბავშვებისათვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები