13 ოქტომბერი, კვირა, 2024

პროექტის „ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ წარდგენის ღონისძიება

spot_img
2024 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ და ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ წარდგენის ღონისძიებას უმასპინძლა.
საპატიო სტუმრის რანგში, გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაქელიანი, ასოციაციის საპატიო წევრი მაკა ჩიჩუა და სასტუმრო ჰილტონ ბათუმის გენერალური მენეჯერი, პატრიკ ჯოზეფ ნაუთერი.
ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ, ლია ტაბატაძემ და ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, დარინა დუმბაძემ, აჭარის რეგიონის ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მშობლებს, ასევე დარგის მოწვეულ სპეციალისტებს გააცნეს განხორცილებული პროექტის შედეგები და მიმდინარე პროექტში დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, გაზიარებულ იქნა რეკომენდაციები და მოსაზრებები ადგილობრივი თემის წევრებისა და მათი მშობლებისთვის, დარგობრივი სპეციალისტების საჭიროებებისა და ეფექტური ჩართულობის საკითხებზე.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები