4 დეკემბერი, კვირა, 2022

პროგ­რა­მამ ჩე­მი თა­ვი ხე­ლახ­ლა აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა

spot_img

ნატო კვარაცხელია

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი

 

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ჯა­რო სკო­ლის ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დე­და­ქა­ლაქ­ში სწავ­ლობს თუ მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რა­ი­ო­ნის სო­ფელ­ში, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“, მი­სი უმ­თავ­რე­სი მი­სიაა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი და ბა­რის შო­რე­უ­ლი სოფ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის გზით, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ხელ­შეწყო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ტრე­ნინ­გებს გა­დი­ან და შემ­დეგ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი საგ­ნობ­რი­ვი ვა­კან­სი­ე­ბი­დან, ირ­ჩე­ვენ მათ­თ­ვის სა­სურ­ველ ად­გილ­სა და სკო­ლას, სა­დაც 10-თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მი­დი­ან სა­მუ­შა­ოდ. მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი, ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, პროგ­რა­მა­ში დარ­ჩე­ნის მსურ­ველ პე­და­გო­გებ­თან ხე­ლახ­ლა აფორ­მებს 10-თვი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

მე 2014 წლი­დან შე­ვუ­ერ­თ­დი ამ პროგ­რა­მას. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი ზა­რით და­იწყო: „გთხოვთ, მობ­რ­ძან­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­ში“… შემ­დეგ იყო ელ­ფოს­ტა­ზე მო­სუ­ლი შეტყო­ბი­ნე­ბა: „თქვენ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა“… და პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ – ახა­ლი ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში…

⇒ სვა­ნე­თი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, სვა­ნეთ­ში არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი მქონ­და მე­ხი­ლა… და აი, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი იელი, სულ 19 კომ­ლია.

მა­ნამ­დე კი იყო ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი, ეფექ­ტუ­რი და კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი ქალ­ბა­ტონ ქე­თი ოსი­აშ­ვილ­თან და შე­ძე­ნი­ლი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ.

ტრა­ფა­რე­ტი ზუგ­დი­დის გა­სას­ვ­ლელ­ში: „მეს­ტია – 137კმ“ …შე­მო­პა­რუ­ლი ში­ში – სად მივ­დი­ვარ, თუ ამ­ხე­ლა მან­ძი­ლი უნ­და გა­ვი­ა­რო მთებ­ში. სულ მაღ­ლა და მაღ­ლა ავ­დი­ვართ, თა­ვი­დან ენ­გურს გვერ­დიგ­ვერდ მივ­ყ­ვე­ბო­დით, ბო­ლოს კი ხე­ო­ბა­ში ძა­ფი­ვით მოს­ჩან­და. ისევ – სად მივ­დი­ვარ?.. ალ­ბათ, ღმერ­თ­თან ახ­ლოს, ვიმ­შ­ვი­დებ თავს. დახ­ვედ­რა და მი­ღე­ბა – სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ეტა­ლო­ნი… ცნო­ბის­მოყ­ვა­რე თვა­ლე­ბი – ვინ არი­ან?

მერ­ცხ­ლის ბუ­დის მსგავ­სი სკო­ლა, 9 კლა­სი 11 მოს­წავ­ლით, სკო­ლა­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის­თ­ვის. სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ი­ლა ხვიბ­ლი­ან­მა, პირ­ველ­მა „გა­ბე­და“ და მო­ითხო­ვა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბი პირ­ვე­ლი­ვე, 2009 წელს.

პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ოთხ­ნი ვი­ყა­ვით, გან­წყო­ბა – „რას ვერ შევ­ძ­ლებთ“ და შევ­ძე­ლით, კა­ლენ­დარ­ზე წით­ლად მო­ნიშ­ნუ­ლი არც ერ­თი დღე ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნია. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, თე­მი… სა­რა­ი­ო­ნო ტურ­ნი­რი ჭად­რაკ­ში (ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი – არ­ჩილ ბურ­ჯა­ნა­ძე); სა­რა­ი­ო­ნო კონ­კურ­სი „ინ­ტე­ლექ­ტი“ (მა­კა გე­ლაშ­ვილ­თან, არ­ჩილ ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან და ია კუბ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად), რო­მელ­შიც პირ­ველ წელს 9 სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მომ­დევ­ნო წელს კი – 23; სას­წავ­ლო წლის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი დას­რუ­ლე­ბა – სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ექ­ტი „სტუმ­რად დე­და­ქა­ლაქ­ში“ (სპონ­სო­რი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია). იელის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­მი დღე სტუმ­რობ­დ­ნენ დე­და­ქა­ლაქს. მო­ი­ნა­ხუ­ლეს მთაწ­მინ­დის პარ­კი, ზო­ო­პარ­კი, გა­სარ­თო­ბი ცენ­ტ­რი, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი. სა­ო­ცა­რი მას­პინ­ძ­ლო­ბა გაგ­ვი­წია ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ, გა­ვა­ფორ­მეთ მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ ჩვე­ნი სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­ნა­ახ­ლა. ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ამ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს პლან­შე­ტი აჩუ­ქა, ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ კი მათ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი ჩა­უტ­ვირ­თა. გა­ხა­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, კმა­ყო­ფი­ლი პე­და­გო­გე­ბი და მშობ­ლე­ბი… ისევ გა­მოგ­ვი­ვი­და (ია კუბ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად).

 

ჩვე­ნი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, დავ­ნერ­გეთ თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის ფორ­მე­ბი. ჩა­ვა­ტა­რე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი იყო პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლი „სუ­პერ­მარ­კე­ტი „იელი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავ­და დღე­ვან­დელ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, ასე­ვე, გვქონ­და გაკ­ვე­თი­ლი ბუ­ნე­ბა­ში და სხვ. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებ­სა და პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით მიგ­ვი­ღო თემ­მა. სვა­ნეთ­ში ორი წე­ლი გა­ვა­ტა­რე.

⇒ დმა­ნი­სი

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გა­რე­მო­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა – დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ირ­გან­ჩა­ის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლია, 403 მოს­წავ­ლეა და აქე­დან მხო­ლოდ 96-ია ქარ­თულ სექ­ტორ­ში. ჩა­ვი­ბა­რე პირ­ვე­ლი კლა­სი 3 მოს­წავ­ლით, რომ­ლებ­მაც არც ერ­თი სიტყ­ვა არ იცოდ­ნენ ქარ­თუ­ლად. შე­მო­პა­რუ­ლი ში­ში – შევ­ძ­ლებ? მე ხომ მა­თი ენა არ ვი­ცი, იქ­ნებ… ასე სჯობს, უფ­რო ის­წავ­ლი­ან ქარ­თულს.

პა­ტა­რე­ბი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, ფეხ­და­ფეხ მომ­ყ­ვ­ნენ. შევ­ქ­მე­ნი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი, რად­გან ჩე­მი მთა­ვა­რი იარა­ღი ჟეს­ტე­ბი და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

ყვე­ლა სი­ახ­ლეს ახ­ლავს პრობ­ლე­მე­ბი, მით უმე­ტეს, რო­ცა სხვა ტრა­დი­ცი­ე­ბია, სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დე­ფი­ცი­ტი, მყა­რად გამ­ჯ­და­რი კო­მუ­ნის­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბი… ფრთხი­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი მიდ­გო­მა იყო სა­ჭი­რო. შევ­ძე­ლი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, რაც მარ­ტი­ვი არ იყო.

ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სექ­ტორ­ზე, ერ­თობ­ლი­ვი სა­ა­ხალ­წ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ – ქარ­თუ­ლი ლექ­სე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი და ცეკ­ვე­ბი… კითხ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის და წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, შევ­ქ­მე­ნი მკითხ­ველ­თა კლუ­ბი „პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლი“. სკო­ლა­ში არ იყო ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნად­გო­მით, ჩვე­ნი სახ­ს­რე­ბით, შე­ვი­ძი­ნეთ პა­ტარ-პა­ტა­რა ზღაპ­რე­ბი, მოთხ­რო­ბე­ბი და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბიბ­ლი­ო­თე­კას. შემ­დეგ ვიზ­რუ­ნეთ მის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე – პრო­ექ­ტი „ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სივ­რ­ცე“, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ისე­თი სივ­რ­ცის შექ­მ­ნა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ი­კითხავ­დ­ნენ კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რას. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და „მო­მავ­ლის თა­ო­ბის“ სი­ქას (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ცია) გუნ­დ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ამ გუნ­დ­მა მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა, მათ შო­რის საგ­რან­ტო, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, 450$-ის ოდე­ნო­ბის თან­ხა მო­ვი­გეთ და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ავე­ჯი შე­ვი­ძი­ნეთ; დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის სახ­ს­რე­ბით გა­რე­მონ­ტ­და ოთა­ხი, სა­დაც ბი­ნა და­ი­დო ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ – „ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სივ­რ­ცე“. მო­ვი­გეთ, ასე­ვე, სი­ქას გუნ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის კონ­კურ­სიც და ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას ლეპ­ტო­პი შევ­ძი­ნეთ. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი ო, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის თა­ნად­გო­მით, შე­ივ­სო და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და წიგ­ნა­დი ფონ­დი (ორ­ჯერ გვეწ­ვია და ორი­ვე­ჯერ სა­ჩუქ­რად ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა).

ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნ­და პრო­ექტ „ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სივ­რ­ცის“ დას­კ­ვ­ნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი მთე­ლი სკო­ლი­დან. მათ გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, იმ­ღე­რეს და იცეკ­ვეს, წარ­მო­ად­გი­ნეს ნაწყ­ვე­ტი ნო­დარ დუმ­ბა­ძის „კუ­კა­რა­ჩა­დან“ და მრა­ვა­ლი სხვა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ „მო­მავ­ლის თა­ო­ბის“ და პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, დმა­ნი­სის მე­რი­ის და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი. ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მეს­ვე­უ­რებ­მა, ქალ­ბა­ტო­ნებ­მა – ლა­ლი წიკ­ლა­ურ­მა და თამ­თა ნაც­ვა­ლა­ძემ.

ირ­გან­ჩა­ი­ში 6-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მან­ძილ­ზე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბა, პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ჩარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ ორი­ვე, ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, თე­მის ახალ­გაზ­რ­დო­ბა. მშობ­ლე­ბი „მო­ვიყ­ვა­ნეთ“ სკო­ლა­ში, და­ვათ­ბეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ მშობ­ლებ­სა და სკო­ლას შო­რის.

მხო­ლოდ სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით არ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სა­რა­ი­ო­ნო პრო­ექ­ტი „ბუ­ლინ­გი, ძა­ლა­დო­ბა თუ ბავ­შ­ვუ­რი სი­ცელ­ქე“, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, ისე ქარ­თუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

2017 წლი­დან, ჩვე­ნი სკო­ლა „ეტა­ლონ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს და ყო­ველ წელს, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­სა­მე-მე­ოთხე ად­გი­ლებს იკა­ვებ­დ­ნენ რა­ი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით, 2021 წელს კი ჩვე­ნი მერ­ვეკ­ლა­სე­ლი ემი­ლია ბა­გი­რო­ვა რა­ი­ო­ნის ეტა­ლო­ნი მოს­წავ­ლე გახ­და.

თა­ნად­გო­მას და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას არ ვაკ­ლებ რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ, ისე ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს. ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ყო­ველ წე­ლი­წადს, ორ-ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მა­ძი­ებ­ლო­ბი­დან უფ­რო­სი. ვის­წ­რებ და ვეს­წ­რე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, სკო­ლა­ში, თა­მა­მად ვიტყ­ვი, ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩა­მო­ყა­ლიბ­და შეკ­რუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი კო­ლექ­ტი­ვი.

რო­გორც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის, ჩვენ­თ­ვი­საც პან­დე­მია დი­დი ხელ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­და. თუმ­ცა, მოკ­ლე დრო­ში, აქაც მო­ვერ­გეთ სი­ტუ­ა­ცი­ას. მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში ვერ ერ­თ­ვე­ბო­და, მაგ­რამ აქაც ვი­პო­ვეთ გა­მო­სა­ვა­ლი და ისი­ნი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია, ხში­რად თან­ხა­საც ვუ­რიცხავ­დით ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ძე­ნად… პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც კი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტი, ერთ-ერ­თი იყო „შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­სა­ღი გა­რე­მო“, რო­მე­ლიც ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც eTwinning-ის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მსოფ­ლი­ოს 6 ქვეყ­ნის სკო­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 3 სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა და სკო­ლას წარ­ვად­გენთ რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე სა­ერ­თა­შო­რო­სო ხა­რის­ხის ნი­შან­ზე.

შე­ვე­ცა­დე „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვას, „არა­ჩარ­თუ­ლი სკო­ლის“ სტა­ტუ­სით. ნელ-ნე­ლა მივ­დი­ვართ წინ, გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვა მი­ვი­ტა­ნე კო­ლე­გებ­თან, ­ვა­მუ­შა­ვებთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, ვმარ­თავ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით; ამ­ჟა­მად ვცდი­ლობ კო­ლე­გებს და­ვეხ­მა­რო წინ­ს­ვ­ლა­ში, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა­სა და სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ჩემ­თ­ვის მრავ­ლის­მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნ­და – იელი­დან (სვა­ნე­თი) ირ­გან­ჩა­ი­ში (დმა­ნი­სი), ქარ­თუ­ლი სამ­ყა­რო­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­ში – ეს მოძ­რა­ო­ბა ითხოვ­და ადაპ­ტა­ცი­ას, ნე­ბის­ყო­ფის სიძ­ლი­ე­რეს. სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბისა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან და კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­უ­ლად ძა­ლი­ან გამ­ზარ­და – მო­მი­წია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ახ­ლის გა­მო­გო­ნე­ბაც კი, რომ სწავ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი გა­მომ­ს­ვ­ლო­და. ზო­გან იყო ხელ­შეწყო­ბა, ზო­გან არა… რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი და შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლიც, რომ არა პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მო­რა­ლუ­რი თა­ნად­გო­მა, ყუ­რადღე­ბა, მათ­გან წა­მო­სუ­ლი პო­ზი­ტი­ვი, მუდ­მი­ვად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მა­თი მხრი­დან.

პროგ­რა­მამ მას­წავ­ლა ახ­ლობ­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბის გაძ­ლე­ბა, მოთ­მე­ნა, ბევრ რა­ღა­ცა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად… პროგ­რა­მამ „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ჩე­მი თა­ვი ხე­ლახ­ლა აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა.

რო­ცა სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს ჩემს პა­წუ­კებს ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი: „სკო­ლა დამ­თავ­რ­და, ფოთ­ლე­ბი რომ გაყ­ვით­ლ­დე­ბა, მა­შინ უნ­და მოხ­ვი­დეთ სკო­ლა­ში-მეთ­ქი“. გა­მი­დი მყავს ერ­თი, ყვე­ლაფ­რის და­ზუს­ტე­ბა უყ­ვარს და მე­უბ­ნე­ბა: „მას­წ­ლო (მთლი­ა­ნად ვერ ამ­ბობ­და), ახ­ლა წა­დი სახ­ლ­ში, კარ­ტო­ფი­ლი ამო­ი­ღე, მო­დი სკო­ლა­ში“ – ანუ ახ­ლა წა­ვალ სახ­ლ­ში და რო­ცა კარ­ტო­ფი­ლის ამო­ღე­ბა იქ­ნე­ბა, მა­შინ მო­ვალ სკო­ლა­შიო. შე­მოდ­გო­მა კარ­ტო­ფი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბას და­უ­კავ­ში­რა და სკო­ლა­ში მოს­ვ­ლაც მას მი­ა­ბა…

აი, ასე­თია ჩე­მი ამ­ბა­ვი.

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები