27 ივლისი, შაბათი, 2024

პრობ­ლე­მე­ბი და გა­დაჭ­რის გზე­ბი

spot_img

ნი­ნო ცარ­ცი­ძე

სსიპ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის სა­ხე­ლო­ბის საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და ააიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი გიმ­ნა­ზი­ის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა 2018 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, შე­იქ­მ­ნა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სი და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა. ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმის დად­გე­ნა, თუ რა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თა­ვი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბი­სას და რა მი­აჩ­ნ­დათ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზად მას­წავ­ლებ­ლებს. ამ მიზ­ნით დავ­გეგ­მე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე კვლე­ვა თე­მა­ზე: „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი და გა­დაჭ­რის გზე­ბი“. გა­მო­კითხ­ვა ვა­წარ­მოე forms-ის კითხ­ვა­რით, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გან­ვა­თავ­სე. გა­მო­კითხ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლebის 114 მას­წავ­ლე­ბე­ლი. მათ წი­ნას­წარ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ ზო­გა­დი დას­კ­ვ­ნე­ბის ფორ­მატ­ში იქ­ნე­ბა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

წარ­მო­გიდ­გენთ დი­აგ­რა­მა 1-ს, რო­მე­ლიც ასა­ხავს კითხ­ვის შე­დეგს — „რა პრობ­ლე­მე­ბი დგას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?“ (მას­წავ­ლებ­ლებს შე­ეძ­ლოთ მო­ე­ნიშ­ნათ მხო­ლოდ ერ­თი, მა­თი აზ­რით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, პრობ­ლე­მა).

პე­და­გო­გებს, ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, ეპა­სუ­ხათ ღია კითხ­ვა­ზე: კი­დევ რა პრობ­ლე­მე­ბი დგას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბა; სკო­ლებ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ზის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და სიმ­ცი­რე; სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­ს­ზე წვდო­მის სირ­თუ­ლე. ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნა საკ­ლა­სო ოთახ­ში;

♦ რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ზო­გი­ერ­თი პრო­დუქ­ტის ჯე­როვ­ნად წარ­დ­გე­ნას ფი­ნან­სუ­რი (თუნ­დაც მცი­რე­დი) მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რა­საც არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად ვერ ახერ­ხე­ბენ მშობ­ლე­ბი;

♦ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ არის შედ­გე­ნი­ლი ისე, რომ მოს­წავ­ლეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­ად­ვილ­დეს;

♦ მოს­წავ­ლე­თა და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცია/ყვე­ლა მოს­წავ­ლე არ ერ­თ­ვე­ბა მუ­შა­ო­ბა­ში;

♦ მოს­წავ­ლეს უჭირს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ამის გა­მო შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს არ აქვს სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი;

♦ მოს­წავ­ლის არა­სა­თა­ნა­დოდ ინ­ფორ­მი­რე­ბა;

♦ შე­უ­თან­ხ­მე­ბე­ლი ქმე­დე­ბა, ტრე­ნე­რე­ბი­სა და საგ­ნის ექ­ს­პერ­ტე­ბის მხრი­დან;

♦ მას­წავ­ლე­ბელ­თა სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა;

♦ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბა, მშო­ბე­ლი ას­რუ­ლებს შვი­ლის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას;

♦ მშობ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბია მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაც;

♦ მშობ­ლე­ბიც გა­მოთ­ქ­ვა­მენ საყ­ვე­დურს;

♦ ქა­ღალ­დო­მა­ნია, დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბა, გა­დაღ­ლა, ძა­ლი­ან ბევ­რი მოთხოვ­ნე­ბი სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა კერ­ძო სკო­ლე­ბი­სათ­ვის;

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა.

გა­მო­კითხ­ვი­სას პედა­გო­გებს ვთხო­ვე, მი­ე­თი­თე­ბი­ნათ, მა­თი აზ­რით, რა იყო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა. გთა­ვა­ზობთ მათ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ გზებს:

♦ სა­ჭი­როა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა; პე­და­გო­გე­ბის დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცათ ჯან­სა­ღი უკუ­კავ­ში­რი;

♦ სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზით (სკო­ლებს ჰქონ­დეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა; საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის კომ­პი­უ­ტე­რით, პრო­ექ­ტო­რე­ბი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით აღ­ჭურ­ვა). სას­წავ­ლო რე­სურ­სი უნ­და იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. სა­ჭი­როა მე­ტი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სკო­ლე­ბის­თ­ვის;

♦ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, უნ­და შე­იქ­მ­ნას კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით;

♦ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რად მო­ახ­დი­ნოს მშო­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა — „ინფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­ცე­მა (მშობ­ლე­ბის/მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა — სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი, ე.წ. „მშობ­ლის სა­ა­თი“). მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩავ­რ­თოთ მშობ­ლე­ბი მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში;

♦ მას­წავ­ლე­ბელ­მა, ყო­ვე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებს, არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნი­თა და   სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ახა­ლი მა­სა­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­ა­კავ­ში­რე­ბი­ნოს;

♦ ყვე­ლა საგ­ნის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ყვე­ლას უნ­და სჯე­რო­დეს რე­ფორ­მის მიზ­ნის და იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი სკო­ლის ნა­წი­ლად;

♦ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია და შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის საკ­ლა­სო ოთახ­ში მე­ტი დატ­ვირ­თ­ვით გა­და­ტა­ნა;

♦ ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­ტა­ნა, ანუ კი­დევ უფ­რო გა­ერ­თი­ან­დეს თე­მე­ბი სა­ერ­თო ნიშ­ნით და მო­იც­ვას რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მცი­რე და­ვა­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ოღონდ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მო­ცუ­ლი იყოს ყვე­ლა საკ­ვან­ძო სა­კითხი და თე­მა;

♦ კა­თედ­რე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა; კა­თედ­რებ­მა უნ­და შე­ი­მუ­შა­ონ გეგ­მა და კა­თედ­რის შიგ­ნით/სხვა­დას­ხ­ვა კა­თედ­რებს შო­რის, ერთ კლას­ში შემ­ს­ვ­ლელ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ერ­თი სა­ერ­თო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, საგ­ნებს შო­რის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

♦ სა­სურ­ვე­ლია, საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სა­კითხი პე­და­გო­გამ­დე გა­სა­გე­ბად, ამომ­წუ­რა­ვად მი­ი­ტა­ნონ; ერ­თი­ა­ნი, გარ­კ­ვე­უ­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლი და გა­სა­გე­ბი ფორ­მა­ტით მი­ა­წო­დონ მა­სა­ლა;

♦ მე­ტი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნა მოს­წავ­ლემ­დე. ამ კუთხით, უფ­რო მე­ტად, ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან. დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რომ მოს­წავ­ლე ფლობს საკ­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამის შემ­დეგ მი­ე­ცეს და­ვა­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ა­წო­დოს კარ­გად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა, რომ მოს­წავ­ლეს არ გა­უ­ჭირ­დეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა; და­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბა, ნას­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტით გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით;

♦ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უნ­და იყოს მოს­წავ­ლის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის, იგი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად;

♦ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა (მას­წავ­ლე­ბელს უწევს სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბის და­ხარ­ჯ­ვა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის);

♦ სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას.

პე­და­გო­გებ­მა შე­ა­ფა­სეს:

მოს­წავ­ლის ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის (კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ხა­სი­ა­თი, ნე­ბის­ყო­ფა/ნე­ბე­ლო­ბა) გან­ვი­თა­რე­ბა­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის რო­ლი.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის რო­ლი.

რო­გორ უწყობს ხელს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცი­ას .

რო­გორ უწყობს ხელს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ცოდ­ნის ადაპ­ტი­რე­ბას, ტრან­ს­ფერს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან.

რო­გორ უწყობს ხელს  კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდას.

პე­და­გო­გებ­მა, ასე­ვე, უპა­სუ­ხეს ღია კითხ­ვას – რა სირ­თუ­ლე­ებს წა­აწყ­დით სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სას?

♦ დი­დი დრო უნ­და, ზედ­მე­ტი დო­კუ­მენ­ტა­ცია, თა­ნაც ფორ­მა­ლო­ბას გავს;

♦ სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია, ძი­რი­თა­დად, ითხოვს მრა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რის, დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს ასო­ბით მოს­წავ­ლე ჰყავს, ვფიქ­რობ, რთუ­ლი და შე­უ­სა­ბა­მოა მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი სწო­რი შე­ფა­სე­ბის და­წე­რა;

♦ სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ით თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა დიდ დროს მო­ითხოვს. სრულ­ყო­ფი­ლად ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ვინ რო­მელ სტა­დი­ა­ზეა და რა დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა;

♦ მოს­წავ­ლის მხრი­დან ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რო­ბა, ჩარ­თუ­ლო­ბა;

♦ შე­ფა­სე­ბა, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, რთუ­ლი სა­კითხია, სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია ძა­ლი­ან დიდ დროს მო­ითხოვს და არ არის პრაქ­ტი­კუ­ლი;

♦ დი­დი სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის დროს, რომ არ გა­მოგ­რ­ჩეს მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი;

♦ რთუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა, ხში­რად მე­ორ­დე­ბა ცნე­ბე­ბი და სიტყ­ვე­ბი;

♦ იმის გა­მო, რომ სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის გა­კე­თე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მი­წევს, მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ნიშ­ვ­ნე­ბი­სა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ვახ­დი­ნო მოს­წავ­ლის­თ­ვის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი უკუ­კავ­ში­რის მი­წო­დე­ბა;

პე­და­გო­გებ­მა აღ­ნიშ­ნეს სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი:

♦ ამარ­ტი­ვებს სწავ­ლა სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მარ­თ­ვას პე­და­გო­გის­თ­ვის, შე­დე­გი­ა­ნია მოს­წავ­ლის­თ­ვის;

♦ სრულ­ყო­ფი­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაა;

♦ ვაკ­ვირ­დე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბს და შემ­დეგ, ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ვხე­დავ სად იყო და სად არის ახ­ლა მოს­წავ­ლე;

♦ სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ით შე­ფა­სე­ბამ უფ­რო მოქ­ნი­ლი გა­ხა­და შე­ფა­სე­ბა. ხდე­ბა მე­ტი კონ­კ­რე­ტი­ზა­ცია. მოს­წავ­ლემ ზუს­ტად იცის სად არის მი­სი პრობ­ლე­მა და რა უნ­და შეც­ვა­ლოს.

რა თქმა უნ­და, ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი კვლე­ვა არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­როა უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა. ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­დაჭ­რის გზე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მა­ნამ­დე კი, იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სწო­რად მარ­თოს და და­გეგ­მოს, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა კი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სა­უ­კე­თე­სო აქ­ტი­ვო­ბად აქ­ცი­ოს, სა­სურ­ვე­ლია, აწარ­მო­ოს სა­კუ­თა­რი პა­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­სი ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით.

რე­კო­მენ­დი­რე­ბი­სათ­ვის მად­ლო­ბას ვუხ­დი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­ს­პერტს, ბა­ტონ რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვილს.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის 2018 წლის 3 მა­ი­სის ბრძა­ნე­ბა №63/ნ — ვებ­გ­ვერ­დი, 11.05.2018წ.
  2. forms-ის კითხ­ვა­რის ლინ­კი.

https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUu50_pMtgBxLpZ8OhOjxLVhUNkZZWjBWVTdWQ0JGMUxKQUlHU0JQRTk2TC4u&fbclid=IwAR0qy_jaYbksUrDlq79OFcvWrb9VXhH1W_ftt_PdOB-rtmo_NZuTcbnGDYw

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები