29 ოქტომბერი, პარასკევი, 2021

პრი­ო­რი­ტე­ტი მას­წავ­ლებ­ლებ­ში ციფ­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და იყოს

spot_img

პეტ­რე ბა­ბი­ლუა

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი

 

კო­ვიდ სი­ტუ­ა­ცი­ამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შექ­მ­ნა და ეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, ასე­ვე, გვაქვს ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ამ რე­ა­ლო­ბის შე­დე­გად წარ­მო­იშ­ვა, არის თა­ვად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ვი­ცით, რომ ბევრ სა­ჯა­რო სკო­ლა­შია. არა­და, მთა­ვა­რია მოს­წავ­ლეს­თან კონ­ტაქ­ტი იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნიც არ უნ­და ვი­სა­უბ­როთ, სხვა­დას­ხ­ვა, თუნ­დაც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე, თუ უშუ­ა­ლოდ მოს­წავ­ლეს­თან არ იქ­ნე­ბა კავ­ში­რი და მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის არ დამ­ყარ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა შე­დე­გის მიღ­წე­ვა. „ტე­ლეს­კო­ლა“ და სხვა პრო­ექ­ტე­ბი, რა­საც სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს, დამ­ხ­მა­რე პრო­ცე­სია, მაგ­რამ მთა­ვა­რია უშუ­ა­ლო კავ­ში­რი მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის.

დღეს, რო­დე­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, მა­თი და­უფ­ლე­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად ამარ­ტი­ვებს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას. მე ევ­რო­პულ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. ეს არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ნა­ი­რად აღ­ჭურ­ვი­ლია და ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ­დე­ნად, მინ­და, რომ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ.

პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა და­ვიწყეთ, ცხა­დია, რთუ­ლი იყო. პირ­ვე­ლი იყო, კონ­ტაქ­ტი დაგ­ვემ­ყა­რე­ბი­ნა მოს­წავ­ლეს­თან და ეს ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­ლუ­რი კავ­ში­რი. ამის შემ­დეგ კი და­ვიწყეთ ფიქ­რი იმა­ზე, რომ, კარ­გი, ავ­ხ­სე­ნით გაკ­ვე­თი­ლი, დამ­ყარ­და ეს კონ­ტაქ­ტი, ვი­ყე­ნებთ სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მებს (გუგლ მი­თი (Google meet) და ზუ­მი (Zoom), რო­მე­ლიც ამ კავ­შირს გვი­ად­ვი­ლებს, მაგ­რამ აქ უკ­ვე შემ­დე­გი პრობ­ლე­მა დად­გა — რო­გორ შე­ვა­ფა­სებ­დით იმ და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც ვუხსნიდი, ვმსჯელობდით, მაგ­რამ შე­მოწ­მე­ბა პრობ­ლე­მად რჩე­ბო­და. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადაპ­ტა­ცია გა­ვუ­კე­თეთ სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მას. ერთ-ერ­თი პლატ­ფორ­მა, მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მას აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მიბ­მუ­ლია ჩვენს ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ზე და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, ვა­კონ­ტ­რო­ლოთ ეს სის­ტე­მა. პრინ­ციპ­ში, შე­ფა­სე­ბი­სას, ვი­ყე­ნებთ პლატ­ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ავ­ტ­ვირ­თოთ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ტი­პის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ვსა­უბ­რობ, რად­გან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ტი­პის სა­მუ­შაო არის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვ­ლი­ლი სა­მუ­შაო და მი­სი გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შეს­რუ­ლე­ბა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი­ცაა და გეგ­მი­თაც გან­საზღ­ვ­რუ­ლია. ამ­გ­ვარ­მა პლატ­ფორ­მებ­მა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, რომ მოს­წავ­ლეს აქვს წვდო­მა ჩვენ მი­ერ შექ­მ­ნილ შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბა­ზე, თვი­თონ ეს პლატ­ფორ­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ, ვთქვათ, ამ მო­მენ­ტ­ში მოს­წავ­ლეს არ შე­უძ­ლია სხვა ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­დას­ვ­ლა. და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ დრო­ზე იყოს მიბ­მუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ პლატ­ფორ­მა­ზე შე­სულ მოს­წავ­ლეს გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­ზეც გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა წვდო­მა. რო­ცა და­ას­რუ­ლებს, ატ­ვირ­თავს შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მა­ზე და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა უკ­ვე მე მომ­დის. ეს ის იდე­ა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რი­ლია რო­გორც პროგ­რა­მე­ბის, ასე­ვე თვი­თონ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ.

თუ ზო­გა­დად ვი­სა­უბ­რებთ, რა შე­იძ­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვურ­ჩი­ოთ მას­წავ­ლებ­ლებს —  გა­მო­ვი­ყე­ნოთ გუგ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, სა­დაც არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოს­წავ­ლე­ებს ონ­ლა­ინ შე­ვუქ­მ­ნათ ქვი­ზე­ბი, ტეს­ტე­ბი და ბავ­შ­ვებს ჰქონ­დეთ ამა­ზე წვდო­მა.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა — ჩვენ იმა­ზე უნ­და ვი­ფიქ­როთ, რო­გო­რი იყოს თვი­თონ ტეს­ტის ფორ­მა­ტი და ში­ნა­არ­სი. ჩნდე­ბა კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა — რო­დე­საც მოს­წავ­ლე გარ­კ­ვე­ულ პლატ­ფორ­მა­ზე შე­დის, სა­დაც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი დრო აქვს, ცხა­დია, დგე­ბა ტეს­ტის ვა­ლი­დუ­რო­ბის სა­კითხი, ნამ­დ­ვი­ლად მოს­წავ­ლის მი­ერ არის თუ არა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს ტეს­ტი, რამ­დე­ნად ას­წ­რებს მოს­წავ­ლე რე­ა­ლუ­რად ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბას. ეს პრობ­ლე­მა რომ დავ­ძ­ლი­ოთ, უკ­ვე უნ­და ვი­სარ­გებ­ლოთ ე.წ. კომ­პ­ლექ­სუ­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბით. სწო­რედ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, შექ­მ­ნას არას­ტან­დარ­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა, ვთქვათ, რომ ერთს პლუს ერ­თი უდ­რის ორს. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, კერ­ძოდ მა­თე­მა­ტი­კა­ში, მო­ითხოვს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ცოდ­ნას. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, შექ­მ­ნა ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის ბან­კი, მეც ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნა­ში — პირ­ვე­ლი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სის ჩათ­ვ­ლით. ყვე­ლა კლა­სის­თ­ვის მომ­ზად­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­ფა­სე­ბა­ში მა­შინ, რო­დე­საც, და­ვუშ­ვათ, ვერ ვა­ხერ­ხებთ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რად­გან ისი­ნი არ იწ­ვევს სან­დო­ო­ბას. რა აზ­რი აქვს ისეთ წე­რას, რო­ცა არ გაქვს მე­ქა­ნიზ­მი იმის შე­სა­მოწ­მებ­ლად, ნამ­დ­ვი­ლად მოს­წავ­ლის მი­ერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თუ არა.

ამი­ტომ, ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, პირ­ვე­ლი — შე­სა­ბა­მი­სი პლატ­ფორ­მე­ბის ათ­ვი­სე­ბა და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, დღეს უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რია ასე­თი; მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნა იყოს, რო­მე­ლიც ეგ­რე­ვე არ იძ­ლე­ვა და­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას — მოს­წავ­ლეს სჭირ­დე­ბა ფიქ­რი, დრო და ყვე­ლა იმ უნა­რი­სა და ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც მან ამ სე­მეს­ტ­რის ან გარ­კ­ვე­უ­ლი თე­მის შეს­წავ­ლის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა.

მე, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ნა­ი­რი გან­ც­და არ მაქვს, რომ სრულ­ყო­ფი­ლად არ წარ­ვ­მარ­თავ სას­წავ­ლო პრო­ცესს. ცხრი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ვმუ­შა­ობ, ვიწყებ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ვიწყებ­დი, 9-დან 5 სა­ა­თამ­დე, ვა­ტა­რებ ყვე­ლა გაკ­ვე­თილს. მა­თე­მა­ტი­კა სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­გა­ნია და წი­ნა სე­მეს­ტ­რ­ში, ძი­რი­თა­დად, ჩე­მი მცდე­ლო­ბა მი­მარ­თუ­ლი იყო სწო­რედ იმის­კენ, რო­გორ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თილ­ზე. ცხა­დია, მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თილ­ზე წე­რა არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მოს­წავ­ლე ამ პრო­ცესს უნ­და ხე­დავ­დეს. ამის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა (ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რა­დაც ვი­ყე­ნებ) დო­კუ­მენტ კა­მე­რა, ასე­ვე პა­დი, რო­მელ­ზეც წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, მოს­წავ­ლე­ებ­საც ვუ­ზი­ა­რებ ეკ­რანს და ისი­ნიც ხე­და­ვენ. გარ­და ამი­სა, კი­დევ არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მე მაქვს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბი, იმი­ტომ რომ, ცხა­დია, რო­დე­საც მოს­წავ­ლე, 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზის ეკ­რა­ნის მიღ­მა, გაკ­ვე­თი­ლი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. მე XI-XII კლა­სებ­ში ვას­წავ­ლი და ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი პროგ­რა­მა გვაქვს, გაკ­ვე­თი­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 45 წუ­თია. თუმ­ცა, ვით­ვა­ლის­წი­ნებ სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ ეს არ უნ­და იყოს სრუ­ლი 45 წუ­თი და ამი­ტომ, ისე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს ვაძ­ლევ, სა­დაც მოს­წავ­ლე, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს და ეკ­რა­ნი­დან მო­შო­რე­ბუ­ლია.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამის პრობ­ლე­მა უკ­ვე არ არის, მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად აქვს ინ­ტერ­ნეტ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე წვდო­მა მოს­წავ­ლეს, შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­საც მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, სოფ­ლებ­ში და ა.შ.  მე­ო­რეა, რამ­დე­ნად უწყობს მას­წავ­ლე­ბელს ხელს მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ფლო­ბა­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და, ალ­ბათ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე, რო­გორც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ ციფ­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და იყოს მას­წავ­ლებ­ლებ­ში. ყვე­ლა სა­განს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს, მა­თე­მა­ტი­კას კი გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები