14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პრინ­ცი­პე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად

spot_img

წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი მრა­ვალ­გ­ვა­რია და მი­სი შექ­მ­ნის პრინ­ცი­პე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ზო­გად რჩე­ვებს, რო­მე­ლიც გა­მო­ად­გე­ბა ყვე­ლა იმ პირს, ვინც აკა­დე­მი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი, წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის შექ­ნას და­ა­პი­რებს.

☑️პირ­ველ რიგ­ში, გან­საზღ­ვ­რე მი­ზა­ნი

წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად იქ­მ­ნე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, თუ წე­რის დროს მი­ზა­ნი ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და ამის­თ­ვის სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო რთუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მარ­ტი­ვი სინ­ტაქ­სით ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მკა­ფი­ოდ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და აღიქ­მე­ბა და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი. მი­სი გან­საზღ­ვ­რის­თა­ნა­ვე ეცა­დე, რომ იყო „ჩა­საფ­რე­ბუ­ლი“ სა­კუ­თარ თავ­თან — გა­მო­გი­ვი­და თუ არა ნათ­ლად მიზ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ოდ­ნავ მა­ინც ბუნ­დოვ­ნად მო­გეჩ­ვე­ნა ინ­ფორ­მა­ცია, და­ა­რე­დაქ­ტი­რე ან თა­ვი­დან და­წე­რე მთლი­ა­ნად.

☑️ აუცი­ლებ­ლად იყა­ვი კონ­კ­რე­ტუ­ლი

წე­რის დროს აუცი­ლე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლო­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ­სე­ბობს სა­მოქ­მე­დო ერ­თი ოქ­როს ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მით მი­ი­ღე­ბა: ვინ აკე­თებს? რას აკე­თებს? რო­გორ აკე­თებს? რო­დის აკე­თებს? სად აკე­თებს? რა­ტომ აკე­თებს?

ტექ­ს­ტის ავ­ტო­რის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მით სრულ­დე­ბა. პა­სუ­ხე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ტექსტს მი­ე­ცით ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი­თაა მი­ღე­ბუ­ლი.

☑️ წე­რე ად­რე­სა­ტის­თ­ვის

არ და­გა­ვიწყ­დეს, ვინ უნ­და წა­ი­კითხოს შენ მი­ერ და­წე­რი­ლი ტექ­ს­ტი. მკითხ­ვე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სას უნ­და და­ფიქ­რ­დეთ იმა­ზე, რომ ტექ­ს­ტის­თ­ვის წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ზედ­მე­ტი ან მწი­რი დე­ტა­ლე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია.

☑️ ძი­რი­თა­დი აზ­რი წარ­მო­ად­გი­ნე ტექ­ს­ტის და­საწყის­ში­ვე

ძი­რი­თა­დი აზ­რი უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოთ ესეს, მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლის შედ­გე­ნი­სას. ზო­გა­დად, ეს პრინ­ცი­პი არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მის შექ­მ­ნის დროს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ად­რე­სატ­მა უინ­ტე­რე­სოდ ჩათ­ვა­ლოს ტექ­ს­ტი და ყუ­რადღე­ბის მიღ­მა და­ტო­ვოს. ძი­რი­თად აზრს მი­ა­დევ­ნე და­მა­ტე­ბი­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იდე­ას სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭებს და ნა­თელს გახ­დის. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, დას­კ­ვ­ნა/მო­საზ­რე­ბა და­ა­სა­ბუ­თე აუცი­ლებ­ლად. ნუ დაღ­ლი მკითხ­ველს შე­ნი ფიქ­რის/მსჯე­ლო­ბის პრო­ცე­სის აღ­წე­რით.

დო­კუ­მენ­ტის შე­სად­გე­ნად სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე: „გან­საზღ­ვ­რე-და­ა­ლა­გე-და­აჯ­გუ­ფე-და­ა­ხა­რის­ხე-გა­და­ხე­დე“.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წე­რის სტრა­ტე­გი­ე­ბი (ხერ­ხე­ბი) წე­რის დაწყე­ბამ­დე, წე­რის დროს, წე­რის შემ­დეგ (მაგ.: კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რა; იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა; იდე­ე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა; ცოდ­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა; გეგ­მის შედ­გე­ნა; პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტის შედ­გე­ნა; პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; ნა­წე­რის გა­ფორ­მე­ბა და წარ­დ­გე­ნა-გა­ზი­ა­რე­ბა).

რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი – ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­ს­პერ­ტი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები