14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები ცნობილია

spot_img

განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები დასახელდნენ.

ფინალისტები პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ჟიურის წევრებმა დაასახელეს. ესენი არიან:

  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე შვანგირაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარეხი მერკვილაძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარიამ მჭედლიძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • თინათინ გიორგაძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე ქუთათელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ,,დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე წიკლაური, თბილისის N147 საჯარო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარიამ ღვინჯილია, რუსთავის N21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი’

პრემიისჩვენი ვეფხისტყაოსანიმიზანია გამოვავლინოთ საინტერესო, გამორჩეული სწავლების მიდგომები, მეთოდები თუ სასწავლო პროექტები და წარმოვაჩინოთ მათი ავტორი პედაგოგები. ასევე, გვსურს ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს შორის ამ მიმართულებით პროფესიული  გამოცდილების გაზიარებას და განვითარებას. თუმცა, იმავდროულად გვინდა წავახალისოთ აკადემიური წრეების წარმომადგენლები თუ სხვა დაინტერესებული პირები, რათა გააქტიურდეს დიალოგი თემაზე თუ როგორი უნდა იყოსვეფხისტყაოსნისსწავლების თანამედროვე პარადიგმა, როგორ შეიძლება ნაწარმოები ეხმიანებოდეს ჩვენი დროების და ახალი თაობის გამოწვევებს, როგორ შეიძლება ეს წიგნი მეტად დაგვეხმაროს თავისუფალი  და დემოკრატიოული საზოგადოების გაძლიერებაში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში.“- განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და საჩუქრებს მიიღებენ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები