3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

პრეზენტაცია – „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის”

spot_img
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოს – „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის” პრეზენტაცია მოეწყო.
არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენის გაძლიერების ხელშეწყობა და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია სამიზნე სკოლებში სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
სწორედ ამ მიზნით, ცენტრის ექსპერტებისა და ქვეპროგრამის კონსულტანტ მასწავლებლების ავტორობით, შეიქმნა სრულიად ახალი სახელმძღვანელო, რომელიც გადაეცემა სკოლებს, როგორც დამხმარე რესურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის” შეიქმნა ნინო შარაშენიძის მეთოდური ხელმძღვანელობით, წიგნის ავტორები კი არიან: ლალი დალაქიშვილი-ასლამაზაშვილი, იზა გვირჯიშვილი, ნონა არევაძე-კოტორაშვილი, ნანა არაბული, ია რობაქიძე, გიორგი ჭაუჭიძე, ცაულინა მალაზონია, ლელა ბუთირიშვილი და თეიმურაზ შალამბერიძე.
პრეზენტაციაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და ქვეპროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ბერიკაშვილმა ისაუბრეს ახალი სახელმძღვანელოს შექმნის პროცესისა და არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მიზნების შესახებ, ხოლო უშუალოდ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია წარადგინეს ავტორებმა და წიგნზე მომუშავე გუნდის წევრებმა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები