12 აგვისტო, პარასკევი, 2022

პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ბაღ­ში რთუ­ლი ქცე­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად

spot_img

იმი­სათ­ვის, რომ ვი­ცო­დეთ რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ბავ­შ­ვ­თან რთუ­ლი ქცე­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჯერ გა­ვი­გოთ რა არის რთუ­ლი ქცე­ვა. ქცე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა, არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გო­რი­ცაა: გა­მო­ხედ­ვა, ჟეს­ტე­ბი, ასე­ვე მი­სი ემო­ცი­ე­ბი და ფიქ­რე­ბიც კი.

▶▶ რთულ ქცე­ვას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა შემ­დე­გი სა­ხის ქმე­დე­ბე­ბი:

1) ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ, ვერ­ბა­ლურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზი­ანს აყე­ნებს გარ­შე­მომ­ყო­ფებს, გა­რე­მოს, ბა­ღის რე­სურ­სებს ან თვი­თონ ბავშვს — „თვით­და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ქცე­ვა“;

2) ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს, თა­ნა­ტო­ლებს და თვი­თონ ბავშვს აქ­ტი­ვო­ბებ­ში და ბა­ღის რუ­ტი­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში;

3) ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­უ­სა­ბა­მოა ბავ­შ­ვის ასა­კის და გან­ვი­თა­რე­ბის მი­ხედ­ვით. მაგ.: ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­წო­ვა­რას გა­მო­ყე­ნე­ბა 4-5 წლის ასაკ­ში ან რო­ცა 5 წლის ბავ­შ­ვი ითხოვს, სხვი­სი დახ­მა­რე­ბით ჭა­მოს, რო­ცა ეს მას და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შე­უძ­ლია და არა­ნა­ი­რი მო­ტო­რუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან სპე­ცი­ფი­კუ­რი შეზღუდ­ვა არ აქვს.

 

რო­მე­ლი სტრა­ტე­გია უფ­რო ეფექ­ტუ­რია ბა­ღის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის – პრე­ვენ­ცი­უ­ლი თუ კო­რექ­ცი­უ­ლი? პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გუ­ლის­ხ­მობს წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რულ წე­სებს, თვალ­სა­ჩი­ნო მო­ლო­დი­ნებს ბავ­შ­ვის მხრი­დან, მარ­ტივ და გა­სა­გებ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს, პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მო­სა და მი­სა­ღე­ბი ქცე­ვის ხელ­შემ­წყობ მიდ­გო­მას.

ამ დროს კი, კო­რექ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა გუ­ლის­ხ­მობს უკ­ვე მომ­ხ­დარ ფაქ­ტ­ზე რე­ა­გი­რე­ბას, რო­ცა რთულ­დე­ბა იმის დად­გე­ნა რა გა­კეთ­და არას­წო­რად, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტი შეც­დო­მა დაგ­ვაშ­ვე­ბი­ნოს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში.

იმი­სათ­ვის, რომ სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი იყოს სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ისი­ნი შემ­დეგ ნა­წი­ლე­ბად დავ­ყა­ვი: მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი პრე­ვენ­ცი­ულ ღი­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს მოწყო­ბა და მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

მო­დი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ვიწყოთ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის როლ­ზე სა­უბ­რით. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს თუ სწავ­ლე­ბის და ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ჯგუ­ფის მე­ნეჯ­მენ­ტის რა სტილს და ფორ­მას იყე­ნებს პე­და­გო­გი. ასე­თი ფორ­მა არ­სე­ბობს, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მი, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი) და ბო­ლოს ქა­ო­სუ­რი.

🔎ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გი წი­ნას­წარ არ აც­ნობს ბავ­შ­ვებს ჯგუ­ფის წე­სებს. ის მხო­ლოდ ეუბ­ნე­ბა ბავშვს რა არ უნ­და გა­ა­კე­თოს, შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლია ბავ­შ­ვის­თ­ვის იმის გან­საზღ­ვ­რა რა იქ­ნე­ბო­და სწო­რი ქცე­ვა, ამი­ტომ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ის გა­აგ­რ­ძე­ლებს არა­სა­სურ­ველ ქცე­ვას. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ აძ­ლევს ბავ­შ­ვებს რე­სურ­სებ­ზე წვდო­მის და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, არ არის ფუნ­ქ­ცი­უ­რად და­ყო­ფი­ლი სა­თა­მა­შო სივ­რ­ცე, იგი მხო­ლოდ მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რულ ბა­ღის ერ­თ­ფე­რო­ვან პროგ­რა­მას მიჰ­ყ­ვე­ბა; არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვე­ბის სურ­ვი­ლებს, ინ­ტე­რე­სებს და არ ამ­ყა­რებს მათ­თან ემო­ცი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას. მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა შიშს და გა­რე­გან ჯილ­დოს ემ­ყა­რე­ბა. დათ­რ­გუ­ნუ­ლია ბავ­შ­ვე­ბის პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი ვერ გა­მო­ხა­ტა­ვენ პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს და ემო­ცი­ებს, რაც გროვ­დე­ბა და, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თხე­ლაც, გა­მო­იწ­ვევს რთულ ქცე­ვას.

🔎 თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვებს ქცე­ვის წე­სებს, მათ­თან ერ­თად აფორ­მებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად და თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას გა­ნა­თავ­სებს, რა­თა ბავ­შ­ვებს მუდ­მი­ვად შე­ეძ­ლოთ წე­სე­ბის­თ­ვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა. სა­თა­მა­შო სივ­რ­ცე და­ყო­ფი­ლია ფუნ­ქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით და ბავ­შ­ვებს აქვთ წვდო­მა რე­სურ­სებ­ზე.

🔎 მას­წავ­ლე­ბელს არ ეში­ნია, რომ ბავ­შ­ვე­ბი რე­სურ­სებს და­ა­ზი­ა­ნე­ბენ, რად­გან მათ წი­ნას­წარ იცი­ან ბა­ღის წე­სე­ბი. მას ყო­ველ­თ­ვის აქვს აქ­ტი­ვო­ბე­ბის პროგ­რა­მა, მაგ­რამ ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვე­ბის სურ­ვი­ლებს და პი­რად ინ­ტე­რე­სებს, თუ რა ტი­პის თა­მა­შე­ბი მოს­წონთ. მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელს უწყობს პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ხში­რად მი­მარ­თავს შე­ქე­ბას, ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვის და­დე­ბით გან­მ­ტ­კი­ცე­ბას. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­სა და ბავ­შ­ვებს შო­რის ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი­სა და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­ცა ბავ­შ­ვებს უყ­ვართ პე­და­გო­გი და ასე­ვე პა­ტივს სცე­მენ მას.

🔎 ქა­ო­სუ­რია ჯგუ­ფის მე­ნეჯ­მენ­ტის ფორ­მა, რო­ცა არა­ნა­ი­რი წე­სე­ბი არ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ბავ­შ­ვებს არ აქვთ რუ­ტი­ნა, არ იცი­ან თუ რას მო­ე­ლი­ან მათ­გან პე­და­გო­გე­ბი, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, არ ხდე­ბა რა­ი­მეს აკ­რ­ძალ­ვა და მას­წავ­ლე­ბელ­სა და ბავ­შ­ვებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მო­მავ­ლოდ, ეს მა­ინც გა­მო­იწ­ვევს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ რთულ ქცე­ვებს, რად­გან რო­ცა არ იცი რას მო­ე­ლი­ან შენ­გან, შე­საძ­ლოა, არა გა­მიზ­ნუ­ლად, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო, შენ­მა ქმე­დე­ბამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩაშ­ლა ან არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რ­ძე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

🔎 რო­გორ მო­ვაწყოთ გა­რე­მო, იმი­სათ­ვის რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რთუ­ლი ქცე­ვა ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჯგუ­ფის წე­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, თუ წე­სე­ბის ძი­რი­თად პოს­ტუ­ლატს მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­საზღ­ვ­რავს, რო­ცა საქ­მე 4 წლის და ზე­მოთ ასა­კის ბავ­შ­ვებს ეხე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ისი­ნი ჩავ­რ­თოთ წე­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის დროს და მი­ღე­ბუ­ლი წე­სე­ბი, სუ­რა­თებ­თან ერ­თად, მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­ვაკ­რათ კე­დელ­ზე. ეს შე­უქ­მ­ნით გან­წყო­ბას, რომ წე­სე­ბი უბ­რა­ლოდ ვინ­მემ კი არ და­უ­წე­სათ, არა­მედ თვი­თონ არი­ან ამ ყვე­ლაფ­რის მო­ნა­წი­ლე­ნი და გუნ­დურ გან­წყო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ჯგუფ­ში.

🔎 წე­სე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ბავ­შ­ვე­ბის ასა­კობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და უნა­რებს, ამავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და იყოს მარ­ტი­ვი, გა­სა­გე­ბი და და­სუ­რა­თე­ბუ­ლი. წე­სე­ბი დავ­წე­როთ პო­ზი­ტი­უ­რი ენით, იმის მა­გივ­რად, რომ დავ­წე­როთ რა არ გა­ა­კე­თონ ბავ­შ­ვებ­მა, დავ­წე­როთ რა გა­ვა­კე­თოთ და რო­გორ მო­ვიქ­ცეთ. წე­სე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლას­თ­ვის, მათ შო­რის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც. ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ქმე­დე­ბა­ზე და არა პი­როვ­ნე­ბა­ზე. არ გა­დავ­ტ­ვირ­თოთ ბავ­შ­ვე­ბი ბევ­რი წე­სით – მაქ­სი­მუმ, 5-6 წე­სი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რია.

🔎 ყვე­ლა ჯგუ­ფი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს რუ­ტი­ნით. ბავ­შ­ვებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იცოდ­ნენ, დღის მან­ძილ­ზე, რი­სი გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. ხში­რად ზრდას­რუ­ლებ­საც კი გვიჩ­ნ­დე­ბა შფოთ­ვა, რო­ცა უც­ნობ ად­გი­ლას მივ­დი­ვართ და ბევრ კითხ­ვას ვსვამთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით – „ვინ დაგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა“, „რო­გო­რი გა­რე­მოა“, „რი­სი გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს“, ასე არი­ან ბავ­შ­ვე­ბიც, მათ­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წი­ნას­წარ გან­წყო­ბის შექ­მ­ნა. ეს თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს შფოთ­ვას და ემო­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის რთულ ქცე­ვებს. ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი იმი­ტომ მი­მარ­თა­ვენ რთულ ქცე­ვას, რომ არ იცი­ან რა გა­ა­კე­თონ და დღე არას­ტ­რუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლია. რუ­ტი­ნა მათ უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ც­დას აძ­ლევთ – „კონ­ტ­რო­ლის, მარ­თ­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბას“. გარ­და აუცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი რუ­ტი­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა, გა­მო­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს დრო მა­თი პი­რა­დი სურ­ვი­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დაც.

ბაღ­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს გა­რე­მოს შე­სა­ხებ, სივ­რ­ცი­თი და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მი­მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად: მარ­ჯ­ვ­ნივ რო­მე­ლი ოთა­ხია, მუ­სი­კის ოთახ­ში რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, ხე­ლე­ბი რო­გორ და­ვი­ბა­ნოთ, გა­რეთ გა­სას­ვ­ლე­ლი რო­მე­ლია და ა.შ.

🔎 მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ბა­ღის ყვე­ლა რგოლ­სა და მშო­ბელს შო­რის. ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ყვე­ლა პირ­მა უნ­და ითა­ნამ­შ­რომ­ლოს, რა­თა მშო­ბელ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­დეს ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო „პო­ლი­ტი­კა“ და შე­ირ­ჩეს ერ­თი სტრა­ტე­გია. ეს თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს ბავ­შ­ვის მხრი­დან დაბ­ნე­უ­ლო­ბას, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რი აძ­ლევს მას არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვი­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ხო­ლო ბაღ­ში პე­და­გო­გი სხვა ფორ­მას სთხოვს. მშობ­ლებ­მა სახ­ლ­ში აუცი­ლებ­ლად იგი­ვე სტრა­ტე­გია უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ, ესა­უბ­რონ ბა­ღის წე­სებ­სა და მი­სა­ღებ ქცე­ვის ფორ­მებ­ზე.

ერთ-ერ­თი ეფექ­ტუ­რი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მო­დე­ლი­რე­ბაა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ბავ­შ­ვი სწავ­ლობს იმას, რა­საც სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ხე­დავს, ამი­ტომ თვი­თონ პე­და­გო­გიც უნ­და ას­რუ­ლებ­დეს წე­სებს, იყოს ემო­ცი­უ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი.

▶▶ პე­და­გო­გის სწო­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა, პო­ზი­ტი­უ­რი და მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი ბა­ღის გა­რე­მო, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ბა­ღის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად აძ­ლი­ე­რებს ბავ­შ­ვის ბაღ­ში ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცესს და ეფექ­ტუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი აუცი­ლებ­ლად მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი და რთუ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. ეს კი, გა­ნა­პი­რო­ბებს მშვიდ, სა­სი­ა­მოვ­ნო და ბავ­შ­ვის­თ­ვის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები