3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

პრაქ­ტი­კუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის

spot_img

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ პი­რო­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად, World Vision სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­ს­პერ­ტ­თა გუნ­დ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კონ­სულ­ტა­ცი­ით, სკო­ლე­ბის­თ­ვის შე­ი­მუ­შა­ვა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი.

გზამ­კ­ვ­ლე­ვი მომ­ზად­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მო­ი­ცავს შემ­დეგ თე­მებს:

⇒ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის;

⇒ მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სკო­ლებ­ში;

⇒ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა სკო­ლებ­ში;

⇒ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა;

⇒ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი;

⇒ სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რა;

⇒ ხა­რის­ხის მარ­თ­ვა, მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა;

⇒ კე­თილ­დღე­ო­ბა Covid-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში;

⇒ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თ­ვის.

გზამ­კ­ვ­ლე­ვის შექ­მ­ნი­სა და დახ­ვე­წის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ რო­გორც მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბი, ისე დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. დო­კუ­მენ­ტი — „სკო­ლე­ბი პან­დე­მი­ის დროს: პრაქ­ტი­კუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის“ სა­პი­ლო­ტე ვერ­სიაა და მი­სი სრულ­ყო­ფის­თ­ვის, მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შეგ­როვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი და პრაქ­ტი­კოს­თა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აისა­ხე­ბა გზამ­კ­ვ­ლევ­ში და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს სა­ბო­ლოო სა­ხეს.

„გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი, რაც სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მოგ­ვა­წო­დეს, გზამ­კ­ვ­ლე­ვის შე­მუ­შა­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, რის­თ­ვი­საც უღ­რ­მეს მად­ლო­ბას ვუხ­დით.

გა­მოვ­თ­ქ­ვამთ იმედს, რომ გზამ­კ­ვ­ლე­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მხარ­და­ჭე­რას გა­უ­წევს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა­სა და წარ­მარ­თ­ვა­ში.“ — ვკითხუ­ლობთ გზამ­კ­ვ­ლევ­ში.

გთა­ვა­ზობთ რამ­დენ­იმე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მას.

რო­გორ შევ­ქ­მ­ნათ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ემო­ცი­უ­რი გა­რე­მო

აუცი­ლე­ბე­ლია გვახ­სოვ­დეს, რომ სკო­ლის მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის მი­ცე­მა, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა კოგ­ნი­ტუ­რი, ფუნ­ქ­ცი­უ­რი და, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლის ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რაა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ ამო­ცა­ნად რჩე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და წა­ა­ხა­ლი­სოს მოს­წავ­ლე­ებს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია.

თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და კლა­სი­სად­მი მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის გაზ­რ­დი­სათ­ვის, აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლემ სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცია და­ამ­ყა­როს თა­ნა­ტო­ლებ­თან. მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და ერთ-ერ­თი ბა­ზი­სუ­რი და მთა­ვა­რი გან­ც­დაა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ კონ­ტექ­ს­ტ­ში მოს­წავ­ლის ემო­ცი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის დი­დი სურ­ვი­ლი აქვთ, მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­ტო­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია; ამ მხრივ, სკო­ლის რო­ლი უსაფ­რ­თხო ინ­ტე­რაქ­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლის ფარ­გ­ლებ­ში.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის:

⇒ დაწყე­ბით კლა­სებ­ში გა­ა­კა­რით კე­დელ­ზე დღის რუ­ტი­ნის და წე­სე­ბის ამ­სახ­ვე­ლი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა (მაგ.: შე­მოს­ვ­ლის დროს სიცხეს იზო­მა­ვენ, შემ­დეგ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნარს ის­ხა­მენ, კვე­ბის წინ და კვე­ბის შემ­დეგ ხე­ლებს იბა­ნენ და ა.შ.), რად­გან ვი­ზუ­ა­ლუ­რი დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოს­წავ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ის ათ­ვი­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა მე­ტად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ მას მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად შექ­მ­ნით ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბის, ფან­ქ­რე­ბი­სა და ნა­ხა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ამ­გ­ვა­რად, ის თა­ვად იქ­ნე­ბა წე­სე­ბის შექ­მ­ნა-შე­მუ­შა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე და მე­ტად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მათ. მოზ­რ­დილ მოს­წავ­ლე­ებ­თან კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მის წე­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ, რომ­ლებ­საც ასე­ვე მათ­თან ერ­თად შექ­მ­ნით.

⇒ წა­ა­ხა­ლი­სეთ მოს­წავ­ლე ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის­კენ. შექ­მე­ნით კლას­ში მცი­რე ჯგუ­ფებ­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს რი­გის დაც­ვის, სხვი­სი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის, წე­სე­ბის დას­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. უფ­რო­სი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­თან, მცი­რე ჯგუ­ფებ­ში, გა­მო­ი­ყე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტი, რაც მათ ერ­თ­მა­ნეთ­თან პო­ზი­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

⇒ მი­ე­ცით მოს­წავ­ლეს ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. უპა­სუ­ხეთ, თუ ის პე­რი­ო­დუ­ლად სვამს შე­კითხ­ვას ხე­ლე­ბის და­ბა­ნა­სა და სიცხის გა­ზომ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თი და იმა­ვე შე­კითხ­ვის ხში­რად დას­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­ღალ შფოთ­ვა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს და თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი, კე­თილ­გან­წყო­ბა, ემო­ცი­უ­რი გა­ზი­ა­რე­ბა და ემ­პა­თი­უ­რო­ბა, ამ დროს, და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს მას­ზე.

⇒ უფ­რო­სი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­მოვ­ლე­ნი­ლი სხვა­დას­ხ­ვა რთუ­ლი ქცე­ვის დროს ეცა­დეთ, პო­ზი­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­როთ მათ­თან, მო­უს­მი­ნოთ. COVID-19-ით გა­მოწ­ვე­ულ შფოთ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ შექ­მ­ნათ ანო­ნი­მუ­რი ყუ­თი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩაყ­რი­ან, ბა­რა­თებ­ზე და­ტა­ნილ, თა­ვი­ანთ შიშს, სტრესს, ემო­ცი­ებს, რომ­ლებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­საც მთე­ლი კლა­სი გა­ნი­ხი­ლავს (აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, აიღოს სკო­ლის ფსი­ქო­ლოგ­მა, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში).

⇒ უფ­რო­სი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­ნი­ხი­ლეთ ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­გო­რიც არის: ემ­პა­თია, თა­ნა­გან­ც­და, მხარ­და­ჭე­რა სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში (მა­გა­ლი­თად, თუ სწავ­ლის პრო­ცეს­ში ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს აღ­მო­აჩ­ნ­და COVID-19 ან სხვა ტი­პის ვი­რუ­სი).

სპე­ცი­ა­ლუ­რი საგან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რა

გზამ­კ­ვ­ლევ­ში გან­ხი­ლუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლებ­თან, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად და უსაფ­რ­თხოდ ორ­გა­ნი­ზე­ბის­თ­ვის, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­სი­ტუ­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში.

დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო მო­დე­ლის პი­რო­ბებ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სპეც­მას­წავ­ლე­ბელს/ფსი­ქო­ლოგს ნა­თე­ლი და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გან­რი­გი და ცხრი­ლი ჰქონ­დეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ასა­ხავს მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რომ­ლებ­თა­ნაც ის არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი. ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­სურ­ვე­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­რი­გი ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩენ­დეს დროს:

⇒ რო­დის და ვის­თან არის სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი/ფსი­ქო­ლო­გი ჩარ­თუ­ლი სინ­ქ­რო­ნულ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;

⇒ რო­დის და ვის­თან მუ­შა­ო­ბს ასინ­ქ­რო­ნუ­ლად;

⇒ რო­დის არის ჩარ­თუ­ლი მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის კონ­სულ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში;

⇒ რო­დის გეგ­მავს სას­წავ­ლო პრო­ცესს.

გზამ­კ­ვ­ლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა სკო­ლებ­ში 2019-2020 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბის გათ­ვალი­ს­წი­ნე­ბით უნ­და მოხ­დეს, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც იყო მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი. ავ­ტორ­თა აზ­რით, 2020-2021 აკა­დე­მი­უ­რი წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის კუთხით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ორი ამო­ცა­ნა:

ა) 2019-2020 წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ში ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფხ­ვ­რა;

ბ) 2020-2021 სას­წავ­ლო წლის სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ყვე­ლა სცე­ნა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

„ამ გა­რე­მო­ე­ბებ­მა მოს­წავ­ლე­ებს შე­უქ­მ­ნა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრობ­ლე­მა რო­გორც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით. იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა ჩვე­ულ სას­წავ­ლო რე­ჟიმ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნი და­გეგ­მ­ვა.

მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დულ მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლა პან­დე­მი­ის დაწყე­ბამ­დეც ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი სი­ახ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სირ­თუ­ლე იყო დრო­ის ფაქ­ტო­რი, რო­მელ­შიც სას­კო­ლო სის­ტე­მას გა­დაწყო­ბა მო­უ­წია. ამის სა­პი­რის­პი­როდ, დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა სის­ტე­მურ მომ­ზა­დე­ბა­სა და ეტა­პობ­რი­ვად გა­დას­ვ­ლას მო­ითხოვს.

მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე, სკო­ლებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხე­ბი (რო­გო­რი­ცაა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კითხე­ბი), ასე­ვე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თე­მა­ტი­კა — სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა, სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი, შე­ფა­სე­ბა და სხვ.

პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლას, სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, გან­საზღ­ვ­რუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს სწავ­ლე­ბის წარ­მარ­თ­ვის ფორ­მა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მთა­ვა­რი კითხ­ვაა, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა სკო­ლა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტან­დარ­ტულ სა­კითხებ­თან ერ­თად, უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის და­სა­ცა­ვად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად: გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლის შედ­გე­ნი­სას, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­თათ­ვის, შეს­ვე­ნე­ბე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ დროს და­გეგ­მ­ვა; ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი კლა­სი­სა თუ მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფი­სათ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცე­ე­ბის გა­მო­ყო­ფა შეს­ვე­ნე­ბე­ბის დროს; გა­და­ად­გი­ლე­ბის წე­სი­სა თუ მოძ­რა­ო­ბის ნა­კა­დე­ბის გან­საზღ­ვ­რა და კონ­ტ­რო­ლი და ა.შ.“

2019-2020 წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ში ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფხ­ვ­რა

სკო­ლამ უნ­და შექ­მ­ნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მო­ახ­დენს იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რო­მელ­თაც, გა­სულ სე­მეს­ტ­რ­ში, კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­მო, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­ექ­მ­ნათ პრობ­ლე­მე­ბი.

⇒ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბის მი­ერ, უნ­და შე­მუ­შავ­დეს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი და ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა (მაგ.: გა­სუ­ლი სე­მეს­ტ­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბა და სხვ.);

⇒ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც ვერ შეძ­ლეს გა­სუ­ლი სე­მეს­ტ­რის სას­წავ­ლო თე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­თა არ მოხ­დეს მა­თი გა­რიყ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან;

⇒ შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­სუ­ლი სე­მეს­ტ­რის სას­წავ­ლო თე­მე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მე­ბი მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტეგ­რირ­დეს;

⇒ 2019-2020 წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწავ­ლე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მ­ნი­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, სკო­ლამ უნ­და შექ­მ­ნას კომ­პენ­სი­რე­ბის გეგ­მა;

⇒ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბის გეგ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ი­ცავ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­სა და/ან კლა­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, სას­წავ­ლო თე­მებს, სა­კომ­პენ­სა­ციო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფორ­მებს (მაგ.: გაკ­ვე­თი­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლი, საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა, პრო­ექ­ტი და ა.შ.), აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­რიგს, პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პი­რებს და სხვ.;

⇒ კომ­პენ­სა­ცი­ის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა უმ­ჯო­ბე­სია საგ­ნობ­რივ კა­თედ­რებ­ზე, შემ­დეგ უნ­და გა­ნი­ხი­ლოს პე­და­გო­გი­ურ­მა საბ­ჭომ და გახ­დეს სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის ნა­წი­ლი. გეგ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს უნ­და მი­ე­წო­დოს.

ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რას, რად­გან სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლებს ენი­ჭე­ბათ. მეტ­წი­ლად, სწო­რედ მათ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი მხარ­და­ჭე­რა თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და იყოს. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის დად­გე­ნა, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ მას­წავ­ლებ­ლებს, მაგ., ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის პრობ­ლე­მა, ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის სა­ჭი­რო­ე­ბა თუ სხვ. ეს შე­საძ­ლოა გა­კეთ­დეს რო­გორც შეხ­ვედ­რე­ბის დროს, უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, ასე­ვე მარ­ტი­ვი გა­მო­კითხ­ვე­ბი­სა თუ სხვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ამის შემ­დეგ, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რად­გან დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და შე­რე­უ­ლი/ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სის­ტე­მურ მომ­ზა­დე­ბა­სა და მას­ზე ეტა­პობ­რი­ვად გა­დას­ვ­ლას მო­ითხოვს, ამი­ტომ სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა რო­გორც ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, ასე­ვე ონ­ლა­ინ პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლამ მი­მარ­თოს პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებს, სა­მი­ნის­ტ­რო­სა თუ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც მზად იქ­ნე­ბი­ან, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სკო­ლას მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად და­უ­ჭი­რონ მხა­რი.

მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა

რად­გან სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მარ­თულ­მა სას­წავ­ლო პრო­ცეს­მა კი­დევ უფ­რო თვალ­ნა­თე­ლი გა­ხა­და მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბა­სა და სკო­ლის მხარ­და­ჭე­რა­ში მშო­ბელ­თა და თე­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, გზამ­კ­ვ­ლევ­ში ყუ­რადღე­ბა მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდა­ზეც მახ­ვილ­დე­ბა და ურ­ჩე­ვენ სკო­ლებს, მშო­ბელ­თა და თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თან­მიმ­დევ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ — ინ­ფორ­მი­რე­ბა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სკო­ლის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის აღ­წე­რა და გაც­ნო­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

ეფექ­ტი­ა­ნი და სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სათ­ვის კი, უმ­ჯო­ბე­სია, მკა­ფი­ოდ გა­ნი­საზღ­ვ­როს კონ­კ­რე­ტუ­ლი დრო და პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სკო­ლა, მიმ­დი­ნა­რე სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­აწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას მშობ­ლებს. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშო­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გან­წყო­ბის პე­რი­ო­დუ­ლი კვლე­ვა. ამის გარ­და, მშობ­ლებ­თან ეფექ­ტი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი კითხ­ვა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც.

მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდას­თან ერ­თად, გზამ­კ­ვ­ლევ­ში ხაზ­გას­მუ­ლია მა­თი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც.

e  მშობ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შფოთ­ვა ახა­სი­ა­თებთ შვი­ლის სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წას­ვ­ლი­სას. ამ დროს, მშო­ბელ­მა არ იცის, რო­გორ შე­ე­გუ­ე­ბა ბავ­შ­ვი მას­წავ­ლე­ბელს, სას­წავ­ლო პრო­ცესს, თა­ნა­ტო­ლებს, გა­არ­თ­მევს თუ არა თავს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას და ა.შ. COVID-19-ის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, აღ­ნიშ­ნულ სტრე­სულ სა­კითხებს ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბა ემა­ტე­ბა. მშო­ბე­ლი იმა­ზეც შფო­თავს, თუ რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი მი­სი შვი­ლი სკო­ლა­ში ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­ულ მშო­ბელს, რომ­ლის შვი­ლიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რა­თა წი­ნას­წარ გა­ეც­ნოს რიგ სა­კითხებს, შე­იქ­მ­ნას სა­თა­ნა­დო მო­ლო­დი­ნი სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და მზა­ო­ბა პან­დე­მი­ის გა­მო შექ­მ­ნი­ლი უჩ­ვე­უ­ლო წე­სე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მხრივ.

♦ ♦ ♦ 

გზამ­კ­ვ­ლე­ვი ეყ­რ­დ­ნო­ბა, 2020-2021 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის არ­სე­ბულ, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის, შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის ანა­ლიზს. მო­ცე­მუ­ლი სა­კითხე­ბი სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი­საა და სკო­ლე­ბის­თ­ვის მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ნა­წი­ლობ­რივ ან მთლი­ა­ნად, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. სკო­ლებს შე­უძ­ლი­ათ, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ი­მუ­შა­ონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. მო­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი მხო­ლოდ სწავ­ლის დაწყე­ბი­სათ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, რჩე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მო­ამ­ზა­და  ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები