აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი იმ პოლონელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც ესეების კონკურსში გაიმარჯვეს და სტუმრობენ ბათუმს.
ესეების კონკურსი ყოველწლიურად იმართება, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე ქვემო სილეზიის სავოევოდოში, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის საქართველოსა და პოლონეთის ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობაა.
პროგრამის ფარგლებში 10 პოლონელი მოსწავლე სტუმრობს ბათუმს, ხოლო სექტემბერში ქართველი ახალგაზრდები გაემგზავრებიან ვროცლავში.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აჭარის რეგიონსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობზე, ერთობლივ საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებსა და მათ მნიშვნელობაზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსში გამარჯვებული პოლონელი და ქართველი მოსწავლეებისთვის კულტურულ – საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები; ისტორიული ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების მონახულება.