27 ივლისი, შაბათი, 2024

პოლონელი ახალგაზრდების ვიზიტი აჭარაში

spot_img

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის ოლქის მარშალის ოფისის მიერ, რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში, დაიგეგმა მოსწავლეების გაცვლის ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში, 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავიდან აჭარაში იმყოფება 10 მოსწავლე, თანმხლებ პირებთან ერთად. სამინისტროს მიერ დაიგეგმა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები.

29 აგვისტოს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პოლონელ სტუმრებს შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი ჯაბა ფუტკარაძე.

2022 წლის 10-17 სექტემბერს აჭარიდან ვროცლავში გაემგზავრება კონკურსის წესით შერჩეული 10 მოსწავლე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები