23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პო­ზი­ტი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და „მას­წავ­ლებ­ლუ­რი ხედ­ვე­ბი“

spot_img

ნი­ნო ბე­რი­ა­ნი­ძე

სსიპ ბო­ლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტა­ლა­ვე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

რთუ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე წე­რა, მი­თუ­მე­ტეს, რომ არ მინ­და პა­თე­ტი­კუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ის მო­მენ­ტი, რომ­ლის­გა­ნაც ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლო­ბის ამ­ბა­ვი აიკინ­ძა, იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის, მი­ჭირს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გა­მოვ­ყო.

ერ­თი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი facebook-ის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პოს­ტით და­იწყო.

2013 წლის გა­ზაფხულ­ზე, facebook-ზე ვნა­ხე „სი­ქა – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ციის“ პოს­ტი, რომ Youth In Action სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ორ მას­წავ­ლე­ბელს ან ტრე­ნერს 10-დღი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­და. ელ­ვის სის­წ­რა­ფით შევ­სე­ბულ აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე მღელ­ვა­რე­ბას არ აღ­ვ­წერ, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი იყო ჩემს კა­რი­ე­რა­ში. მა­ნამ­დე, 2007 წლი­დან, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ჩაღ­ლა­რის ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში ვმუ­შაობ­დი.

ამ ტრე­ნინ­გი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ დე­და­ქა­ლა­ქი­დან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ­ში წა­ვი­დო­დი სა­მუ­შა­ოდ. მთე­ლი წე­ლი ვემ­ზა­დე­ბო­დი: იმ წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც პირ­ვე­ლად შე­ვე­დი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფებ­თან და ჩემს მა­შინ­დელ სკო­ლა­შიც, პირ­ვე­ლად, გა­მიზ­ნუ­ლად, შე­ვე­დი პირ­ველ კლას­ში. მინ­დო­და, ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქო­ნო­და.

და, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­მა კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზად ვი­ყა­ვი.

მი­მაჩ­ნია, რომ გა­მი­მარ­თ­ლა იმა­შიც, რომ პროგ­რა­მა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი და იმა­შიც, რომ ძა­ლი­ან კარგ სო­ფელ­ში, ძა­ლი­ან კარგ სკო­ლა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.

ქართული და აზერბაიჯანულენოვანი ბავვები არაფორმალური განათლების ტრენინგზე. გორის მუნიციპალიტეტი. სოფ. კარალეთი

ცალ­კე ამ­ბა­ვია ტა­ლა­ვერ­ში მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი წე­ლი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სო­ფელ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იცო­და სა­ლა­პა­რა­კო ქარ­თუ­ლი და მე კი – მხო­ლოდ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სიტყ­ვე­ბი და არას­დ­როს არ შე­მეძ­ლო არ­სად, სა­კუ­თა­რი სახ­ლის გარ­და, ცხოვ­რე­ბა (აი, დე­ი­და­სა და ბე­ბი­ას­თა­ნაც კი), მა­ინც სო­ფელ­ში, უცხო ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. მა­შინ მხო­ლოდ ერ­თი, მე­თორ­მე­ტე კლა­სი მე­ბა­რა და სა­მუ­შაო კვი­რის თი­თო­ე­უ­ლი დღის თი­თო­ე­ულ თა­ვი­სუ­ფალ წუთს მათ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, ხან ისი­ნი მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დ­ნენ სო­ფელს, ხან მე დამ­ყავ­და ბოლ­ნის­სა და კაზ­რეთ­ში, რო­მელ­საც მეც მათ­თან ერ­თად ვეც­ნო­ბო­დი.

ცხა­დია, ვი­ცი, რომ ჩემ­გა­ნაც ბევ­რი ის­წავ­ლეს. ჩემ­მა მა­შინ­დელ­მა მას­პინ­ძელ­მა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც XII კლა­სის მოს­წავ­ლე იყო, სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, მითხ­რა: „მას, ნე­ტავ ახ­ლა კი არა, მე-7 კლას­ში რომ ვი­ყა­ვი, მა­შინ მო­სუ­ლი­ყა­ვი­თო“, მაგ­რამ თვი­თო­ნაც არა­ნაკ­ლე­ბი ცოდ­ნა მომ­ცეს. მათ­თან ერ­თად და მათ გა­მო, სა­კუ­თარ თავ­ში ისე­თი უნა­რე­ბი ვი­პო­ვე, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და. მა­გა­ლი­თად, მა­ნამ­დე არას­დ­როს მივ­ლია ავ­ტოს­ტო­პით, არ მივ­ლია კი­ლო­მეტ­რე­ბი, ქარ­სა და წვი­მა­ში, თბი­ლის­ში ტრე­ნინ­გ­ზე და­სას­წ­რე­ბად რომ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და არც არას­დ­როს მი­მი­ღია ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში გა­მარ­თულ ფლეშ­მობ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ქართულენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების ერთობლივი ფლეშმობი გორის თეატრის წინ
საქართველო ჩემი სახლია. ნაბიჯი წინ. გორი. ნიქოზი

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ სა­ხა­ლი­სო და გა­სარ­თო­ბი არ ყო­ფი­ლა. რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, რამ­დე­ნი­მე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა შემ­ხ­ვ­და. პირ­ვე­ლი – სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი უემო­ციო ფრა­ზა: „უნ­და ვის­წავ­ლო ქარ­თუ­ლი იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვცხოვ­რობ“; მე­ო­რე – ის უნ­დობ­ლო­ბა, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა აგე­ბებს ხოლ­მე უც­ნობ­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს. მე­ა­თე წე­ლია უკ­ვე ამ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და ზოგ რა­მე­ში ახ­ლა მიტყ­დე­ბი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, თურ­მე რო­გო­რი ეჭ­ვით გვი­ყუ­რებ­დ­ნენ სო­ფელ­ში მე და სწავ­ლე­ბის ჩემს სტილს: ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად სო­ფელ­ში ხე­ტი­ალს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს ეზო­ში „თა­მაშს“, საკ­ლა­სო ოთახ­ში წრი­უ­ლად და­ლა­გე­ბულ მერ­ხებ­სა და კლა­სი­დან გა­მო­სულ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის თან­მ­ხ­ლებ ხმა­ურს, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ლეპ­ტო­პი­თა და ტე­ლე­ფო­ნით შეს­ვ­ლას. ის კი არა, თურ­მე ჩე­მს კომ­პე­ტენ­ცი­ა­საც კი აყე­ნებ­დ­ნენ ეჭ­ვ­ქ­ვეშ, გაკ­ვე­თი­ლის დროს ტე­ლე­ფო­ნით „თა­მა­შის“ გა­მო.

მე კი, მა­ში­ნაც და ახ­ლაც, სულ ის მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა და­დე­ბით ემო­ცი­ებ­თან იყოს ასო­ცი­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თ­ვის ისე არ გა­მო­დის, რო­გორც ვი­ნატ­რებ­დი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი „უნ­და“ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი „მინ­და“ იყოს ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ლო­გი­კუ­რია, რომ ბი­ჰე­ვი­ო­რიზ­მი, რა­ღაც დო­ზით, აუცი­ლე­ბე­ლია სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, ხში­რად გან­მე­ო­რე­ბა­დი სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის სწავ­ლის ჩვე­ვად გარ­და­საქ­მ­ნე­ლად, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ სწავ­ლე­ბა­ში წამ­ყ­ვა­ნი ჰუ­მა­ნიზ­მი და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი უნ­და იყოს.

2019 წელი. ნოვრუზ ბაირამი. 159-ე სკოლის ქართული ენის მასწავლებლისა და მოსწავლეების სტუმრობა ტალავერში

პი­რა­დი მა­გა­ლი­თით და გა­მოც­დი­ლე­ბით გა­ცი­ლე­ბით უკეთ და მყა­რად ის­წავ­ლე­ბა, ვიდ­რე კა­თედ­რი­დან ქა­და­გე­ბით. ვე­რა­ვინ გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ბოლ­ნის­ში, სხვა თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რ­ცის და­სუფ­თა­ვე­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თი დღე ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე მთე­ლი კვი­რა მერ­ხ­თან ჯდო­მა და მას­წავ­ლებ­ლის მოს­მე­ნა, ან რომ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღე ვერ გა­და­წო­ნის მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან უცხო სიტყ­ვე­ბის გად­მო­წე­რა­სა და უშეც­დო­მოდ და­ზე­პი­რე­ბას.

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ის მო­მენ­ტე­ბია, რო­დე­საც ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის პა­ტარ-პა­ტა­რა აღ­მო­ჩე­ნებს და­ვი­ჭერ ხოლ­მე, ფორ­მა­ლურ ან არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში. აი, რო­დე­საც, რა­ი­მე თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, თვა­ლებ­ში მიხ­ვედ­რი­ლო­ბის ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი აენ­თე­ბათ და „aha, anladım” („აჰა, გა­ვი­გე“) მეს­მის. გა­გე­ბით კი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ო­ბა ყვე­ლა­ფერს უკეთ იგებს და იჭერს, ჩემს თა­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით. უფ­რო ჭკვი­ა­ნე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან. მთა­ვა­რია, ჩვენ და­ვეხ­მა­როთ, ზოგ­ჯერ კი ხე­ლი არ შე­ვუ­შა­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა კი მა­თი სას­წავ­ლო მო­ტი­ვა­ცია ას­ტი­მუ­ლი­როს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები