15 ივნისი, შაბათი, 2024

პოზიტიური მშობლობა

spot_img
 მარიამ ხვადაგიანი 
ფსიქოლოგი

 

 

 

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ პოზიტიურ მშობლობაზე და რას გულისხმობს პოზიტიური მშობლობა? ეს არის ურთიერთობა ბავშვსა და მშობელს შორის, სადაც რამდენიმე გზავნილია, ერთ-ერთი არის ბავშვის სურვილი და მოთხოვნილება, რომ ის მშობელმა დაინახოს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია, არა იდეალური.

პოზიტიური მშობლობა ბავშვის პიროვნების აღიარებასა და მიღებას გულისხმობს

ასევე, ურთიერთობას, სადაც ბავშვის საჭიროება არის, რომ ის მიიღონ ისეთი, როგორიც არის, ზოგჯერ – გაბრაზებული, ზოგჯერ – მოწყენილი, ზოგჯერ – არასწორი ქცევით და მას ჰქონდეს განცდა, რომ მშობელი მუდმივად მის გვერდით არის, რომ ის ღირებულია მშობლისთვის, რომ ის უყვართ და მშობლები ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ სიტუაციაში.

პოზიტიური მშობლობის უპირატესობაა, რომ ბავშვს ყოველთვის აქვს მშობლის მხარდაჭერის იმედი

ეს ეხმარება ბავშვს, ჩამოუყალიბდეს პოზიტიური თვითშეფასება, იცოდეს, რომ შეიძლება ზოგჯერ დაუშვას შეცდომები და ის არ არის იდეალური და ამისთვის არ გაკიცხავენ, ის მაინც ეყვარებათ და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს მიმართოს მშობელს, გაუზიაროს თუნდაც მისი საქციელი, ამ შემთხვევაში – ცუდი საქციელი, რადგან მან ზუსტად იცის, რომ მშობელი ყოველთვის მის გვერდით იქნება და ყოველთვის ეცდება, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს იგი.

პოზიტიური მშობლობა ეხმარება ბავშვს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში

მთავარია, მშობელს არ შეეშინდეს. ხშირად, ჰგონიათ, რომ მიმღებლობა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცუდი ქცევა, რომელსაც ბავშვი ჩაიდენს, მისაღებია მშობლისთვის. მიმღბლობა არ გულისხმობს ამას, მიმღებლობა გულისხმობს სწორ მხარდაჭერას და სიყვარულს უპირობოს.

მიმღებლობა გულისხმობს ბავშვის უპირობო სიყვარულს

რა თქმა უნდა, აღზრდის პროცესში იქნება უამრავი ქცევა ბავშვის, რომელიც არ მოგეწონებათ და თქვენ უნდა იყოთ აღმზრდელი, ამ შემთხვევაში, თქვენი მაგალითის გაზიარებით, მასთან დისკუსიით და დიალოგით გაიაროთ ის საკითხები, თუ რატომ არ არის ეს ქცევა მისაღები და ა.შ., მაგრამ უპირობო, რაც ბავშვს უნდა ჰქონდეს, ეს არის მიმღებლობისა და მხარდაჭერის შეგრძნება და ეს არ ნიშნავს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ცუდი ქცევა მისაღებია. ჩემთვის ბავშვია მისაღები ყოველთვის – მე ბავშვი მიყვარს, მაგრამ ქცევა ზოგჯერ მოსაწონია და ზოგჯერ არ არის მოსაწონი, შეიძლება ძალიან კრიტიკულადაც შევხვდე მე ამ ქცევას და ბავშვს ვთხოვო, გამოასწოროს.

მიმღებლობა არ ნიშნავს ცუდი საქციელის გამართლებას

თუმცა, გამოსწორების პროცესშიც მნიშვნელოვანია, ის მარტო არ დავტოვოთ, არამედ დავეხმაროთ, ერთად ვეძებოთ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ, თუნდაც, მისი ძალიან არასასურველი ქცევა გამოვასწოროთ. ამაშია სწორედ პოზიტიური მშობლობისა და პოზიტიური კომუნიკაციის ჯადოსნური ძალა.

პოზიტიური მშობელი ეხმარება ბავშვს არასასურველი ქცევის გამოსწორებაში

 

 

 

მასალა მომზადდა ევროკავშირისა და იუნისეფის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეოს საფუძველზე. ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და არ არის აუცილებელი ასახავდეს ევროკავშირის ან იუნისეფის ოფიციალურ პოზიციას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები