4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

პო­ე­ზი­ის დღე­სას­წა­უ­ლი სკო­ლა­ში

spot_img

20 ოქ­ტომ­ბერს, ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეშ­ტი­ის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სო­მე­ხი მწერ­ლის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რის, პე­და­გო­გის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ვიქ­ტორ ჰოვ­სე­ფი­ა­ნის და­ბა­დე­ბის 77 წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.

„ვიქ­ტორ ჰოვ­სე­ფი­ა­ნის პო­ე­ზი­ის დღე­სას­წა­უ­ლი“, 27 წე­ლია ტარ­დე­ბა სო­ფელ ეშ­ტი­ა­ში, თუმ­ცა ყო­ველ წელს – გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად. წელს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო ეშ­ტი­ის თე­მი – ეშ­ტის №1, №2, თო­რი­ის, ყა­ურ­მის და უჩ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი – ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბი: ნი­ნოწ­მინ­დის მე­რი ანი­ვარდ მო­სო­ი­ა­ნი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ვა­ან არო­ი­ა­ნი, ნი­ნოწ­მინ­დის კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, ახალ­გაზ­რ­დო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ლე­ვონ ვარ­და­ნი­ა­ნი, ნი­ნოწ­მინ­დის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი და­ვით ზედ­გე­ნი­ძე და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი; ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის ჯა­ვა­ხე­თის სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ელ­მი­რა ქსპო­ი­ა­ნი, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ­დიუ ფუ­თუ­ლი­ა­ნი,  სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სოფ­ლის მკვიდ­რი  ქველ­მოქ­მე­დი გა­რიკ ზო­ბი­ა­ნი და სხვე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და – ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო და ვიქ­ტო­რი­ნა. პირ­ველ ნა­წილ­ში ბავ­შ­ვებ­მა ქარ­თუ­ლად და სომ­ხუ­რად წა­ი­კითხეს ვიქ­ტორ ჰოვ­სე­ფი­ა­ნის ლექ­სე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, არაქ­სია მკრტჩი­ან­მა, შე­ას­რუ­ლეს მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი ვიქ­ტო­რი­ნას და­ეთ­მო, რომ­ლის თე­მა მწერ­ლის სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბი­დან იყო არ­ჩე­უ­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს, მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებს სი­გე­ლე­ბი და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი გა­დაე­ცათ.

„გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ნი­ნოწ­მინ­დის ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მა­რეთ­ვე­ლო­ბას, ჰოვ­სე­ფი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებს, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წევ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ნი­ნოწ­მინ­დის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­როსს, თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს, მას­პინ­ძე­ლი სკო­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელს და მოს­წავ­ლეს ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, თა­ნად­გო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის“ – აღ­ნიშ­ნა­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორგა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

ბერ­ნიკ ჰოვ­სე­ფი­ან

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნიცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეშ­ტი­ის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დირექტორი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები