21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პლან­ტენ-მო­რე­ტუ­სი – ევ­რო­პელ მწიგ­ნო­ბარ­თა ბრი­ლი­ან­ტი

spot_img

ან­ტ­ვერ­პენ­ში, რუ­ბენ­სის ქან­და­კე­ბას­თან ახ­ლოს, მო­ე­დან­ზე, რე­ნე­სან­სის პე­რი­ო­დის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის მრა­ვალ ამ­ბავს მოგ­ვითხ­რობს. იუნეს­კოს მი­ერ მსოფ­ლიო სა­გან­ძუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი, პლან­ტენ-მო­რე­ტუ­სის გა­მომ­ცემ­ლო­ბა მე-16 სა­უ­კუ­ნის ავ­თენ­ტუ­რი შე­ნო­ბაა, რო­მელ­შიც მი­სი და­მა­არ­სე­ბე­ლი ცხოვ­რობ­და და სა­დაც ევ­რო­პის სა­გა­მომ­ცემ­ლო ის­ტო­რია ჩვენ თვალ­წინ ცოცხ­ლ­დე­ბა. ეს ერ­თა­დერ­თი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი და სტამ­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ამ პე­რი­ო­დი­დან გა­დარ­ჩა და მთე­ლი სა­მი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დი გა­მომ­ცემ­ლო­ბა იყო. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი დე­ტა­ლუ­რად ეც­ნო­ბა, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი 450 წლის წინ და რო­გო­რი იყო მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

ფრან­გი ქრის­ტო­ფერ პლან­ტე­ნი (1520-1589) 30 წლის იყო, რო­ცა ან­ტ­ვერ­პენ­ში სამ­შობ­ლო­დან  ჩა­ვი­და. მან ბელ­გი­ის ლა­მაზ ქა­ლაქ­ში  პა­ტა­რა სტამ­ბა მო­ძებ­ნა, შე­ი­ძი­ნა და პლან­ტე­ნის სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი და­არ­ქ­ვა.  დამ­წყებ­მა გა­მომ­ცე­მელ­მა ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მომ­ცემ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას და­უთ­მო. წიგ­ნის ოს­ტა­ტი წარ­მო­შო­ბით მდი­და­რი ოჯა­ხი­დან არ იყო  და ჯერ კი­დევ ყმაწ­ვი­ლი და­ობ­ლ­და. ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, წიგ­ნის ამ­წყო­ბად მუ­შა­ობ­და და იქ­ვე და­ქორ­წინ­და ჟა­ნა რი­ვი­ერ­ზე. წყვილს 6 ქა­ლიშ­ვი­ლი და 1 ვა­ჟი ჰყავ­და. მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში, მწიგ­ნო­ბარ­მა ყვე­ლა ქა­ლიშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა მის­ცა და სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე­ში ჩარ­თო, გო­გო­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის,  მაქ­მა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბაც გახ­ს­ნა.

ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ვი­გებთ, რომ ოჯახ­მა შვი­ლებს სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე კითხ­ვა ას­წავ­ლა და მათ ინ­ტე­რე­სებს, მო­მა­ვალ­ში, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­შიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, პლან­ტენ­მა პა­რიზ­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­აც გახ­ს­ნა, მაგ­რამ იმ პე­რი­ო­დის კონ­სერ­ვა­ტო­რულ საფ­რან­გეთ­თან შე­და­რე­ბით, მჩქე­ფა­რე ან­ტ­ვერ­პე­ნით და­ინ­ტე­რეს­და და, ამას­თა­ნა­ვე, თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­ი­პო­ვა. ქა­ლაქ­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე, გა­წევ­რი­ან­და მხატ­ვ­რე­ბის, მო­ქან­და­კე­ე­ბის, გრა­ვი­ო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბის გილ­დი­ა­ში. მის მი­ერ აკინ­ძუ­ლი ყო­ვე­ლი წიგ­ნი ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში იყო და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. 1549 წელს, პლანტენის სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი უკ­ვე მთელ ევ­რო­პა­ში იყო გან­თ­ქ­მუ­ლი. ერთ დღეს, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­ზე­ზით, დაჭ­რეს და მას შემ­დეგ, წიგ­ნის აკინ­ძ­ვის ნაც­ვ­ლად, ტი­პოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. პირ­ვე­ლი წიგ­ნი 1555 წელს გა­მოს­ცა და მას შემ­დეგ, მი­სი გა­მო­ცე­მე­ბი მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ვრცელ­დე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ პე­რი­ო­დის ყვე­ლა ავ­ტო­რი პლან­ტე­ნის სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლ­ში ითარ­გ­მ­ნე­ბო­და და გა­მო­ი­ცე­მო­და. ამ პე­რი­ოდ­ში, ან­ტ­ვერ­პე­ნი გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის უსაფ­რ­თხო ქა­ლა­ქი არ იყო, რად­გან ეს­პა­ნე­ლი მმარ­თ­ვე­ლე­ბის მი­ერ იდევ­ნე­ბოდ­ნენ. ამის გა­მო, მან  ყვე­ლა სა­კუ­თა­რი გა­მო­ცე­მა გა­ყი­და და საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და. რო­ცა ინ­კ­ვი­ზი­ცი­ის საფ­რ­თხემ გა­და­ი­ა­რა, დაბ­რუნ­და და წიგ­ნე­ბი უკ­ლებ­ლივ და­იბ­რუ­ნა. მას შემ­დეგ, სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი და სტამ­ბა კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­და,  აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­ნახ­ლ­და. წიგ­ნე­ბის ბეჭ­დ­ვის­თ­ვის მზად იყო 15 000 ფორ­მა, 15 000 ხის და­ფა და 3 000 სპი­ლენ­ძის კლი­შე, წე­ლი­წად­ში 55 წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მო­და. ცნო­ბი­ლი ჰუ­მა­ნის­ტი, არი­ას მონ­ტა­ნუ­სი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავ­და: „ერთ თვე­ში აქ იმა­ზე მე­ტი კეთ­დე­ბა, ვიდ­რე რომ­ში ერთ წე­ლი­წად­ში“. მონ­ტა­ნუ­სი მე­ფემ გაგ­ზავ­ნა პლან­ტე­ნის და­სახ­მა­რებ­ლად, რო­ცა მან ყვე­ლა­ზე მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი ბიბ­ლი­ის გა­მო­ცე­მა­ზე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ასე­თი 1213 ეგ­ზემ­პ­ლა­რი რვა­ტო­მე­უ­ლი და­ბეჭ­და და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყო ხე­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას. თავ­ფურ­ცელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო, თუ რა მშვი­დო­ბი­ა­ნად ჭამ­დ­ნენ ერ­თი გე­ჯი­დან ლო­მი, ხა­რი, მგე­ლი და ცხვა­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას ინ­კ­ვი­ზი­ცია დევ­ნი­და, მაგ­რამ გა­და­ურ­ჩა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა გა­ნაგ­რ­ძო.

ცო­ტა ხან­ში, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი შე­ის­ყი­და და „ოქ­როს ფარ­გა­ლი“ და­არ­ქ­ვა. შე­ნო­ბა­ში ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით კედ­ლებ­ზე გა­მო­სა­ხულ ფარ­გალ­სა და წარ­წე­რას – „შრო­მი­თა და ერ­თ­გუ­ლე­ბით“. პლან­ტე­ნი პორ­ტ­რე­ტებ­ზე ხში­რად არის გა­მო­სა­ხუ­ლი თვით პი­ტერ პა­ულ რუ­ბენ­სის ნა­ჩუ­ქა­რი სა­მუ­შაო ხელ­საწყო­ე­ბით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში 90 სა­ხე­ო­ბის სა­ბეჭ­დი ან­ბა­ნი ინა­ხე­ბა.

1576 წელს ეს­პა­ნე­ლებ­მა ან­ტ­ვერ­პე­ნი გა­დაწ­ვეს და პლან­ტენ­მა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ფა­სუ­რიც გა­ი­ღო. მან გა­მომ­ცემ­ლო­ბის ფი­ლი­ა­ლი პა­რიზ­სა და ფრან­კ­ფურ­ტ­ში გახ­ს­ნა, თვი­თონ კი ლა­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უდ­გა. ან­ტ­ვერ­პენ­ში და­ტო­ვე­ბულ გა­მომ­ცემ­ლო­ბას სა­თა­ვე­ში მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, იან მო­რე­ტუ­სი ჩა­უდ­გა. ქრის­ტო­ფერ პლან­ტე­ნი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც რე­ნე­სან­სი­სა და ბა­რო­კოს ეპო­ქის ჰუ­მა­ნის­ტი და გა­მომ­ცე­მე­ლი, რომ­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ან­ტ­ვერ­პენს, ევ­რო­პა­ში ბრი­ლი­ან­ტის წარ­მო­ე­ბის დე­და­ქა­ლაქს, მწიგ­ნობ­რო­ბის ცენ­ტ­რის სა­ხე­ლი შეს­ძი­ნა.

რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, პლან­ტე­ნის ფონ­ტი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის­თ­ვი­საც შე­იქ­მ­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პლან­ტენ­მა ლა­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში რა­ფა­ლენ­გი­უ­სი, ფრანს ვან რე-ვე­ლინ­გე­ნი, მი­იწ­ვია. რა­ფა­ლენ­გი­უ­სი ცნო­ბი­ლი მწიგ­ნო­ბა­რი, პო­ლიგ­ლო­ტი და ლექ­სი­კოგ­რა­ფი იყო, მან შექ­მ­ნა 550-გვერ­დი­ა­ნი არა­ბულ-ლა­თი­ნუ­რი ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ და­ი­ბეჭ­და. ქრის­ტო­ფერ პლან­ტე­ნი ან­ტ­ვერ­პენ­ში დაბ­რუნ­და და მთე­ლი სი­ცოცხ­ლე სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მის ინო­ვა­ცი­ე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას და­უთ­მო.

და­მა­არ­სებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მომ­ცემ­ლო­ბას ისევ იან მო­რე­ტუ­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და და მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­მი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ შე­ნო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და. 1877 წელს, შე­ნო­ბა მუ­ზე­უ­მად გა­მოცხად­და და უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, სრუ­ლად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორ ცხოვ­რობ­და, მუ­შა­ობ­და და ურ­თი­ერ­თობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

შე­ნო­ბა სულ უფ­რო ფარ­თოვ­დე­ბო­და და დღეს, ოთხი­ვე მხა­რეს, სხვა­დას­ხ­ვა გან­ყო­ფი­ლე­ბაა, შე­ნო­ბის შუ­ა­ში მთელ სიგ­რ­ძე­ზე ბა­ღია. გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს უძ­ვე­ლე­სი კედ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­თაა მო­ხა­ტუ­ლი, ხო­ლო შე­ნო­ბა­ში ხის სურ­ნე­ლი ძველ დრო­ში გაბ­რუ­ნებთ.

ეს ერ­თა­დერ­თი მუ­ზე­უ­მია, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი სტამ­ბა, სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნე­ბი და ხელ­საწყო­ე­ბი, სა­რე­დაქ­ციო ოთა­ხე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კა ხე­ლუხ­ლე­ბლა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი, ხო­ლო კედ­ლებს გა­მომ­ცე­მელ­თა დი­ნას­ტი­ის, რუ­ბენ­სის მი­ერ მათ სი­ცოცხ­ლე­ში შექ­მ­ნი­ლი, პორ­ტ­რე­ტე­ბი ამ­შ­ვე­ნებს. აქ­ვე ვი­გებთ, რომ იუს­ტუს ლიპ­სი­უ­სი, ნე­ოს­ტო­ი­ციზ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პლან­ტე­ნის მე­გო­ბა­რი იყო; თა­ნა­მედ­რო­ვე ატ­ლა­სი აბ­რა­ჰამ ორ­ტე­ლი­უს­მა გა­მო­ი­გო­ნა, ხო­ლო მრა­ვა­ლე­ნო­ვან გა­მო­ცე­მებს ბე­ნი­ტო მონ­ტა­ნო ქმნი­და; აბ­რა­ჰამ ორ­ტე­ლი­უს­მა პირ­ველ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ოდეს­ღაც აფ­რი­კა, ამე­რი­კა და ევ­რო­პა ერ­თი­ა­ნი კონ­ტი­ნენ­ტი იყო, რად­გან მა­თი სა­ნა­პი­რო­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავ­და.

მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა Officiana Plantiniana-ს ყვე­ლა გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე, რა­მაც ევ­რო­პა­ში ჰუ­მა­ნიზ­მის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყო ხე­ლი.

მსოფ­ლიო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლად ით­ვ­ლე­ბა პლან­ტე­ნის არ­ქი­ვე­ბი, სა­ი­და­ნაც ვი­გებთ, რომ პლან­ტენ­მა ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­ბუ­ღალ­ტ­რო სის­ტე­მა.

იდე­ე­ბი, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და სამ­ხატ­ვ­რო ნი­მუ­შე­ბი სრუ­ლად გად­მოგ­ვ­ცემს პლან­ტე­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­სას­ვ­ლელ დარ­ბაზ­ში, დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებ­სა და მათ ბავ­შ­ვებს, დე­ტა­ლუ­რად აც­ნო­ბენ, რო­გორ იბეჭ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი, მუ­ზე­უმ­ში გუ­ტენ­ბერ­გის რი­გით მე­ო­რე ბიბ­ლია ინა­ხე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­მი სა­უ­კუ­ნის ომე­ბი შე­ნო­ბა­ზე თით­ქ­მის არ ასა­ხუ­ლა და საცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხე­ბიც პირ­ვან­დე­ლი სა­ხით გვხვდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მემ­კ­ვიდ­რე­ებ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა ან­ტ­ვერ­პენს მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში გა­დას­ცეს და ქა­ლა­ქის მე­რი­ამ პირ­ვან­დე­ლი სა­ხით შე­მოგ­ვი­ნა­ხა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებ­საც მარ­თავ­და, რა­ზეც უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი და კლა­ვე­სი­ნიც მოწ­მობს.

პლან­ტე­ნი ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო და ბა­ღის გა­სა­ფორ­მებ­ლად იმ პე­რი­ო­დის ცნო­ბილ ბო­ტა­ნი­კო­სებს იწ­ვევ­და, რომ­ლე­ბის­გა­ნაც მცე­ნა­რე­ე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს სწავ­ლობ­და და თვი­თონ უვ­ლი­და. ის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „რე­ნე­სან­სის ადა­მი­ა­ნის“ ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

„ყო­ველ­დღე მის შე­სა­ხებ რა­ღაც ახალს ვსწავ­ლობ, მის ხელ­ქ­ვე­ი­თებს მი­სი ეხარ­ბე­ბათ, მაგ­რამ ის ყვე­ლას ლმო­ბი­ე­რად ექ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­ლე­ნით მა­თი და­ზი­ა­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლია, ყო­ველ­თ­ვის ეხ­მა­რე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი უსის­ხ­ლ­ხორ­ცოა და ქიშ­პო­ბი­თაც არ ერ­თო­ბა. ეს არის ნამ­დ­ვი­ლი სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მი­სა და იდე­ის­თ­ვის ვი­თარ­დე­ბა,“ – ვკითხუ­ლობთ ჩა­ნა­წე­რებ­ში.

თვი­თონ პლან­ტე­ნის წე­რი­ლი მოგ­ვითხ­რობს, თუ რა­ტომ და­სახ­ლ­და იგი ან­ტ­ვერ­პენ­ში:

„ამ ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი ოს­ტა­ტია, რო­მელ­თაც ყვე­ლა სა­ხის ხე­ლო­ბა ხე­ლე­წი­ფე­ბათ. აქ­ვეა სას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რომ­ლის სტუ­დენ­ტებ­საც კარ­გად და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბათ, მე კი შე­მიძ­ლია მათ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის ლი­ტე­რა­ტუ­რა შევ­ქ­მ­ნა“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთ-ერ­თი მეც­ნი­ე­რი, იოჰა­ნეს ბე­კა­ნუ­სი თვლი­და, რომ ან­ტ­ვერ­პე­ნუ­ლი ენა მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი ენა იყო, ხო­ლო ან­ტ­ვერ­პე­ნი ბიბ­ლი­უ­რი ნო­ას შთა­მო­მავ­ლებ­მა და­ა­არ­სეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­კა­ნუსს ამ მო­საზ­რე­ბის­თ­ვის მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბიც აკ­რი­ტი­კებ­დ­ნენ, ერ­თი რამ ფაქ­ტად რჩე­ბა: მან წა­მო­იწყო მსჯე­ლო­ბა ენა­თა ნა­თე­სა­ო­ბის შე­სა­ხებ და მის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ენა არა მხო­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ ინ­ტე­რე­სი­სა და კვლე­ვის სა­გა­ნი იყო. ბე­კა­ნუ­სი ეგ­ვიპ­ტურ იეროგ­ლი­ფებ­საც სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მა­თი გა­შიფ­ვ­რა მხო­ლოდ რო­ზე­ტას ქვის აღ­მო­ჩე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა, მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში.

ეს­პა­ნე­ლი დამ­პყ­რობ­ლე­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნა ნი­დერ­ლან­დუ­რი ენის გან­ვი­თა­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ად იქ­ცა. ან­ტ­ვერ­პე­ნი ჰო­ლან­დი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის ცენ­ტ­რი გახ­და.

პლან­ტე­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და კორ­ნე­ლის კი­ლი­ა­ნი (ზოგს, ალ­ბათ, წლე­ვან­დე­ლი ოს­კა­რო­სა­ნი გა­ახ­სენ­და).

დაქ­ვ­რი­ვე­ბულ კი­ლი­ანს სა­მი შვი­ლი ჰყავ­და და იმა­ვე ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ პირ­ვე­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი ლექ­სი­კო­ნის შექ­მ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მას მი­მარ­თა. ეს ნაშ­რო­მი კი­ლი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის აზ­რად იქ­ცა.

„ჰო­ლან­დი­უ­რი ენა თუ გიყ­ვართ, ესე იგი, მეც გიყ­ვარ­ვართ,“ — წერ­და ავ­ტო­რი. ამა­ვე დროს, მან აღ­წე­რა და ლექ­სი­კონ­ში გად­მოს­ცა ყვე­ლა ენა, რო­მელ­ზეც ქვე­ყა­ნა­ში სა­უბ­რობ­დ­ნენ, მათ შო­რის, ფლან­დ­რი­უ­ლი, ჰო­ლან­დი­უ­რი, ზე­ლან­დი­უ­რი, ფრი­ზი­უ­ლი, გუ­ლი­კუ­რი… მი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ბავ­შ­ვებს სხვა­დას­ხ­ვა ენას ას­წავ­ლიდ­ნენ სკო­ლებ­ში, სა­დაც, ჯერ კი­დევ მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში, ქა­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დ­ნენ. 1576 წელს, ან­ტ­ვერ­პე­ნის სკო­ლებ­ში 70 ქა­ლი და 80 კა­ცი ას­წავ­ლი­და.

მნახ­ვე­ლე­ბის გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ან­ბა­ნი „Garamond“, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტერ­ში, ან­ბა­ნის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, ხში­რად გვხვდე­ბა და სწო­რედ ასე გა­ვი­გეთ, რომ რამ­დე­ნი­მე ტი­პის ან­ბა­ნი სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის წიგ­ნე­ბის­თ­ვის იქ­მ­ნე­ბო­და. მა­თი ავ­ტო­რე­ბი, უმე­ტე­სად, ფრან­გე­ბი იყ­ვ­ნენ.

„სას­წა­უ­ლი მხო­ლოდ სას­წა­უ­ლი არ არის, მას შეს­წავ­ლა უნ­და,“ — ამ­ბობ­და სი­მონ სტე­ვი­ნი, რომ­ლის ნაშ­რო­მებს პლან­ტე­ნი ინ­ტე­რე­სით ეც­ნო­ბო­და. სი­მონ სტე­ვი­ნი ჰო­ლან­დი­ის ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი იყო, მან შექ­მ­ნა წის­ქ­ვი­ლე­ბი და იახ­ტაც კი. მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ათ­წი­ლა­დი სის­ტე­მის დახ­მა­რე­ბით, ან­გა­რი­შიც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მარ­ტივ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათ­წი­ლად­მა სის­ტე­მამ სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო საქ­მე­შიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ას­რუ­ლა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ცნო­ბილ­მა ვა­ჭარ­მა, ლუ­დო­ვი­კო გი­კარ­დი­ნიმ გა­დაწყ­ვი­ტა, ვაჭ­რო­ბის ნაც­ვ­ლად, აღე­წე­რა ქა­ლა­ქე­ბი, რო­მელ­შიც მოგ­ზა­უ­რობ­და და ბევ­რად უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწე­რა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე ვა­ჭა­რი. სტე­ვინ­მა, კომ­პა­სის მაგ­ნი­ტუ­რი ის­რის დახ­რი­ლო­ბის დახ­მა­რე­ბით, გრძე­დის გან­საზღ­ვ­რის მე­თო­დი შე­მო­ი­ტა­ნა. მას­ვე ეკუთ­ვ­ნის ახა­ლი ტი­პის ოთხ­თ­ვა­ლას გა­მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქა­რის დახ­მა­რე­ბით მოძ­რა­ობ­და და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებ­და. მი­სი აღ­მო­ჩე­ნე­ბი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ და­დას­ტურ­და.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, პან­დე­მი­ე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და და მე­დი­ცი­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ ბო­ტა­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბაც გა­ნა­პი­რო­ბა. გა­მო­ცე­მა ეთ­მო­ბო­და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის აღ­წე­რი­ლო­ბას და მცე­ნა­რე­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბის­გან იცავ­და მათ. ასე შე­იქ­მ­ნა პი­ტერ კუ­დენ­ბერ­გის „ფარ­მა­კო­რი­უ­მი“, რო­მე­ლიც ახა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობ­და და დო­დუნ­სის გრა­ვი­უ­რე­ბით ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­თა ის­ტო­რია. ეს წიგ­ნი, ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბო­ტა­ნი­კოს­თა მთა­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იყო.

პლან­ტენ-მო­რე­ტუ­სის მუ­ზე­უმ­ში 10 ტო­ნა კო­რეს­პონ­დენ­ცია ინა­ხე­ბა, 638 ხელ­ნა­წე­რი, 1800 წლამ­დე და­ბეჭ­დი­ლი 25 000 წიგ­ნი და 80 000 ნა­ხა­ტი. აქ­ვეა პამ­ფ­ლე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, ჰო­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის, ფსევ­დო­ნი­მით იბეჭ­დე­ბო­და და ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ალ­მა­ნა­ხე­ბი, ამე­რი­კა­შიც რომ ვრცელ­დე­ბო­და.

2020 წელს პლანტენ-მორეტუსის დაარ­სე­ბის 500 წელი საზეიმოდ აღინიშნა ანტვერ­პენ­ში.  მუ­ზე­უ­მი არა მხო­ლოდ მდი­დარ ის­ტო­რი­ას ინა­ხავს, არა­მედ, რო­გორც მუდ­მივ­მოქ­მე­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა, დრო­ში მოგ­ზა­ურ მკითხ­ვე­ლებ­საც იღებს.

მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის კო­მი­ტე­ტი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები