27 ივლისი, შაბათი, 2024

პლაგიატი სასკოლო ცხოვრებში

spot_img

გულნაზ პაპუნაშვილი

სსიპ ქ.თელავის №6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

პლაგიატის მოკლე განმარტება ასეთია: „სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის, ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან/და აუდიო-მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემის მითვისება, თარგმნა, ყიდვა და/ან გავრცელება ავტორის მიუთითებლად“.

მოსწავლეები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ინტერნეტიდან ტექსტების გადმოწერას, რადგან არ იციან, რომ ეს პლაგიატია – სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება. ამ პრობლებას ყველა ჩემი კოლეგა აწყდება, რადგან ნებისმიერი საგნის შესწავლისას მოსწავლემ უნდა დაამუშაოს დამატებითი ლიტერატურა, მოიძიოს ინტერნეტ წყაროები. ხშირად დაკოპირებულ მასალას სვამენ პრეზენტაციებში, არ უთითებენ ავტორს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საკითხი შესწავლასა და შემდომ ცნობიერების ამაღლებას საჭიროებს. შედეგების ანალიზის საფუძველზე ისეთი ინტერვენციები უნდა განვახორციელო, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს და ნაწილობრივ მაინც შამცირებს სასკოლო ცხოვრებაში პლაგიატის, ინტელექტუალური ქურდობის გამოყენების შემთხვევებს. ჩემი კვლევის მთავარი მიზანი იყო-ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე, რაც, თავის მხრივ, ამცირებს აღნიშნულ პრობლემას! მინდა გაგაცნოთ შედეგები.

საჭიროა, ჯერ გავარკვიოთ მიზეზი იმისა, თუ რატომ ითვისებენ მოსწავლეები სხვის ნამუშევარს და შემდეგ ვიმუშაოთ ცნობიერების ასამაღლებლად.

ჩვენი მიზანია, აღმოვაჩინოთ გზები, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ პლაგიატის შემთხვევების შემცირებას სასკოლო ცხოვრებაში. სამიზნე ჯგუფად შეირჩა მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები.

მეორე ნაბიჯი გამოკვლევა იყო. დადასტურდა, რომ პლაგიატის პრობლემა ნამდვილად დგას სასკოლო ცხოვრებაში. სწავლა-სწავლების პროცესში მუდმივად ვაწყდებით სხვისი ნააზრევის, ნამუშევრისა თუ მოსაზრების გამოყენებას ისე, რომ ავტორი მითითებული არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამას აკეთებს არა მარტო საშუალო მოსწრების მოსწავლე, არამედ ძლიერიც. უმრავლესობას ეს გაუაზრებლად მოსდის, რატომ? ჩვენი ვარაუდით, მიზეზი ისაა, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ  – ინფორმირებულობის დაბალი დონე და არასწორი დამოკიდებულება – ეგ რა პრობლემაა?

გავეცანი ლიტერატურას და აღმოჩნდა, რომ სასკოლო ცხოვრებაში პლაგიატის შემთხვევათა რაოდენობით, სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერ არავინ დაინტერესებულა. აღმოვაჩინე სასიხარულო ფაქტიც, რომ 2016 წლიდან, საქართველოში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,19 თებერვალი აღინიშნება, როგორც პლაგიატის პრევენციის დღე.

ჩაღრმავებული ინტერვიუ შედგა რამდენიმე ფოკუს-ჯგუფთან (მონაწილეები: მე-10 კლასი – 12 მოსწავლე; მე-8 კლასი – 6 მოსწავლე; მე-9 კლასი – 10 მოსწავლე).

გამოიკვეთა ორი პრობლემა, რომელსაც ვვარაუდობდით:

პრობლემა №1 – ინფორმირებულობის დაბალი დონე;

პრობლემა №2 – არასწორი დამოკიდებულება – ეგ რა პრობლემაა?

აღმოჩნდა, რომ:

♦ მოსწავლეებს ტერმინი „პლაგიატი“ არც სმენიათ.

♦ გამოკითხულ მოსწავლეთა 40%-ს სჯერა, რომ პლაგიატის შემთხვევა ჰქონია.

♦ მოსწავლეთა 99, 8%-ს სჯერა, რომ საძიებო სისტემიდან დაკოპირებული მასალა არ წარმოადგენს პლაგიატს.

აი, ასეთი შედეგი გვქონდა კვლევის დასაწყისში.

ყველა კლასში, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე – „რა არის პლაგიატი და როგორ ავიცილოთ თავიდან?“

მიეწოდათ ინფორმაცია პლაგიატის ფორმების შესახებ: პირდაპირი პლაგიატი, პარაფრაზირებული პლაგიატი, მოზაიკური პლაგიატი, თვით პლაგიატი, ნამუშევრის ან მისი ნაწილის სხვა პირისაგან შეძენა, სკოლაში უფრო მეტად გავრცელებულია პირდაპირი და პარაფრაზირებული პლაგიატი. გაეცნენ პლაგიატის ამომცნობ პროგრამებს: TURNITIN, Prepostseo და სხვა. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ გაიაზროს – ყველანაირი ქურდობა სამარცხვინოა.

ამ საკითხზე დასაფიქრებლად და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასასაბუთებლად, ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე – „რატომ უნდა ვერიდოთ პლაგიატს?“, რომელშიც ოცდაათმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა გაასწორეს ნამუშევრები და 14-მა უმღლესი შეფასება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მათ გაითავისეს, გაიაზრეს პრობლემა და ამაღლდა ცნობიერება აკადემიური კეთისინდისიერების დაცვის კუთხით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ინტერვენციები საკმარი არ იქნება ამ პრობლემის გადასაჭრელად. მომეწონა „პლაგიატთან გამკლავების ინოვაციური გზა“, რომელსაც გვთავაზობს შელბი სკოფილდი – მკვლევარი მასწავლებელი კალიფორნიის შტატიდან. მან შექმნა სპეციალური კურსი, რომელსაც მოსწავლეები დამატებით საგნად ირჩევენ და ერთი წლის განმავლობაში ეცნობიან ამ საკითხებს. ცხადია, მათ ნამუშევრებში ნაკლებად ან საერთოდ არ იქნება პლაგიატის შემთხვევები.

ჩემი გამოცდილებით კი, კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მუშაობას სისტემატური სახე ექნება ყველა სკოლაში, რაც არამარტო თავისუფალი, სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, არამედ კანონმორჩილებასა და სხვისი ნააზრევის პატივისცემას ასწავლის თანამედროვე ახალგაზრდობას.

გამოყენებული წყაროები:

https://integrity.iliauni.edu.ge/termintha-ganmarteba/

https://soeonline.american.edu/blog/prevent-plagiarism-in-the-classroom/?fbclid=IwAR02hAk_69Pmq06xNQxrQIEPZ3P0mvBLGyI0red2mHTgR2647TCmRXe8ZWk

https://www.edutopia.org/profile/shelby-scoffield

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები