27 ივლისი, შაბათი, 2024

პირისპირ სწავლებას კიდევ 5602 მოსწავლე დაუბრუნდა

spot_img

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დისტანციურ სწავლებაზე დარეგისტრირდა 1286 მოსწავლე, ხოლო პირისპირ სწავლებას შეუერთდა – 5602.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კიდევ ერთხელ ახსენებს მოსწავლეთა მშობლებს, რომ ყოველი კვირის ხუთშაბათს, 00:00 საათიდან 18:00 საათამდე, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ რეგისტრაცია ონლაინ სწავლებაზე, მისამართზე: https://online.emis.ge

რეგისტრაციისთვის ან მის გასაუქმებლად, საჭიროა მშობლისა და მოსწავლის პირადი ნომრები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებულ ინფორმაციას.

ასევე, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისთვის, პირადი ნომრების შეყვანის შემდეგ, მშობელს, საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე, გადაეგზავნება ერთჯერადი კოდი.

გაითვალისწინეთ, თუ მშობლის ნომერი არასწორია ან შეიცვალა, დაუყოვნებლივ აცნობეთ სკოლის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია ბაზაში სწორად აისახოს და შეძლოთ მოსწავლის დარეგისტრირება ან რეგისტრაციის გაუქმება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები