24 ნოემბერი, კვირა, 2024

„პირველ რიგში, არ დაიგვიანონ და შეინარჩუნონ სიმშვიდე“ – მაია გაბუნიას მიმართვა აბიტურიენტებს

spot_img

მაია გაბუნია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი:

რეგისტრაციის პროცესი – რეგისტრაცია დაიწყო 8 საათზე და დასრულდა წარმატებით. როგორც ჩემმა კოლეგებმა მაცნობეს, 95%-ზე მეტი გამოცხადდადა მხოლოდ ორი დაგვიანება გვაქვს. კარგი იქნებოდა, ეს ორიც რომ არ ყოფილიყო. რადგან რეგისტრაციის პროცესზე ვსაუბრობთ, აქვე შევახსენებ აბიტურიენტებს, ყურადღებით იყვნენ და აუცილებლად რეგისტრაციის დაწყების იმ დროს, რაც მითითებული აქვთ საგამოცდო ბარათზე, უკვე საგამოცდო ცენტრებთან იყვნენ, რომ მერე დაგვიანება არ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან რთულია და მძიმე, როდესაც აბიტურიენტი იგვიანებს.

რეგულაციები მოიხსნა – ბოლო ორი წლის განმავლობაში, თქვენ იცით, კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის რეგულაციები იყო, რასაც ზედმიწევნით ასრულებდა საგამოცდო ცენტრისა საგამოცდო ცენტრების ყველა თანამშრომელი და, ამას ითვალისწინებდნენ, პირველ რიგში, აბიტურიენტები, რომლებსაც უწევდათ პირბადეებით მუშაობა, გარკვეული დისტანციის დაცვა. ეს ყველაფერი წელს უკვე მოიხსნადა, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია აბიტურიენტებისთვის. ყოველგვარი ზედმეტი შეზღუდვა, მით უმეტეს, როცა გამოცდას აბარებ, თავისთავად ძალიან რთულია.

ვფიქრობ, წელს, ბევრად უფრო კარგი პირობები ექნებათ მათ და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი მაქსიმალურად შეძლებს ცოდნის გამომჟღავნებას.

მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახლდა, არის ის, რომ გაიზარდა რელევანტურ საგანთა ჩამონათვალი. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, იყო გარკვეული მიმართულებები, სადაც მხოლოდ მათემატიკა და ისტორია, ან მათემატიკა, ან ისტორია – ამ ორი საგნის არჩევის უფლება ჰქონდა აბიტურიენტს. წელს რელევანტურ საგანთა ჩამონათვალი გაიზარდა და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია აბიტურიენტებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებებს არ შეეხო – ისევე როგორც წინა წელს, წელსაც ჯანდაცვის მიმართულებაზე 4 საგანია ჩასაბარებელი და ამის შესახებ აბიტურიენტები ინფორმირებულები არიან.

რეგისტრაციის ეტაპები

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წელსაც, ისევე როგორც წინა წელს,  რეგისტრაცია 3 ეტაპად ჩატარდა: პირველი ეტაპი იყო, როდესაც რეგისტრაცია გაიარეს აბიტურიენტებმა, შემდეგ – 14 აპრილამდე მათ საგანთა დამატების უფლება ჰქონდათ; ახლა უკვე სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 18 საათამდე, მათ აქვთ უფლება, ცვალონ პროგრამების ჩამონათვალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

მე-18 წელია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დავიწყეთ. არ დაგიმალავთ, რომ ყოველთვის ვღელავ, ასე მგონია, პირველად ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უკვე სულში გვაქვს გამჯდარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, მაინც ღელვა თან ახლავს. ღელვა რომ არ ახლდეს, ასეთ დონეზე ალბათ ვერ ჩავატარებდით.

რა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – პირველ რიგში, არ დაიგვიანონ იმიტომ, რომ თუნდაც ერთი წუთით დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გამოცდაზე არ დაიშვებიან. თუმცა, ერთი წუთი არა, ფაქტობრივად, ერთი საათი და ერთი წუთი გამოდის, რადგან რეგისტრაცია ცხრა საათზე სრულდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, დროულად გამოცხადდნენ.

შეინარჩუნონ სიმშვიდე, ყველა საგამოცდო ცენტრში შექმნილია იმის პირობები, რომ თითოეულმა აბიტურიენტმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება.

წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები