პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის დე­ტა­ლე­ბი

433

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

15 მარტს პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­იწყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რე­გის­ტ­რა­ცი­ის I ეტაპ­ზე, 2021 წლის 15 მარ­ტი­დან 2021 წლის 26 მარ­ტის ჩათ­ვ­ლით, სკო­ლებ­ში და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის ბავ­შ­ვე­ბი.
სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლედ შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც აქვს: ა) ფი­ზი­კუ­რი შეზღუდ­ვა; ბ) ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა; გ) სწავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა; დ) სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა (სმე­ნის და/ან მხედ­ვე­ლო­ბის); ე) მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა; ვ) ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვა; ზ) გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა; თ) სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლა­ში, რის გა­მოც ვერ ძლევს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნებს და სხვ.
იმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც არ და­უ­დას­ტურ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ბავ­შ­ვე­ბის რე­გის­ტ­რა­ცია მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.
პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თა­მარ ჟღენ­ტი — სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი.

 

⇒ პრო­ცე­დუ­რუ­ლად რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტ­რა­ცია და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი რა ეტაპ­ზე ერ­თ­ვე­ბა მოს­წავ­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად?

⇒ პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ას, უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, პირ­ველ ეტა­პად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტ­რა­ცია და­ე­მა­ტა. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვის სკო­ლებს წი­ნას­წარ ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მივ­ლენ სკო­ლებ­ში, რა­თა მათ­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შექ­მ­ნან. ზაფხუ­ლის პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ყე­ნონ იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მო მო­ამ­ზა­დონ, რო­მე­ლიც სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს.

წელს პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 15 მარტს და­იწყო და 26 მარ­ტის ჩათ­ვ­ლით გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ხო­ლო სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბის ეტა­პი 29 მარ­ტი­დან 24 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით გას­ტანს. ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა მა­თი შე­ფა­სე­ბაც.

I ეტაპ­ზე და­სა­რე­გის­ტ­რი­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბით უნ­და მი­მარ­თონ სა­სურ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლას და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ბავშვს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში და­ა­რე­გის­ტ­რი­რებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით, მშო­ბე­ლი სკო­ლა­ში შე­სა­ბა­მის მი­მარ­თ­ვის ფორ­მას ავ­სებს, სკო­ლა აღ­ნიშ­ნულ ფორ­მას აგ­ზავ­ნის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რის შემ­დე­გაც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი შე­ა­ფა­სებს ბავშვს და და­ად­გენს მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბას. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა მოს­წავ­ლის ჩა­რიცხ­ვას შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს. რე­ა­ლუ­რად, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა, იმის სა­ფუძ­ვე­ლია, რომ ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე ჩა­ი­რიცხოს.

რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დ­გე­ნის პე­რი­ო­დია 2021 წლის 29 მარ­ტი­დან 24 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით.

⇒ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ად­გენთ აქვს თუ არა ბავშვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა და ვის­გან შედ­გე­ბა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი?

⇒ ეს სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, ისე­თი­ვე, რო­გორც ზო­გა­დად სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის დად­გე­ნა. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან: ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და სხვ. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით აფა­სებს ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­ურ და კოგ­ნი­ტურ უნა­რებს, ხდე­ბა შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია და თუ ბავშვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და­უ­დას­ტურ­და, იწე­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი — რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს მოს­წავ­ლეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ იმუ­შა­ოს მას­თან, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ან სა­ჭი­რო­ებს თუ არა ის და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბას და ა.შ.

⇒ რო­გორ აფა­სებს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი გარ­კ­ვე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, მა­გა­ლი­თად, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის ან და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვებს?

⇒ ჩვენ მივ­დი­ვართ სო­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­აგ­ნოზს ჩვენ­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რია, იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს სპე­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბას.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მელ­საც მშო­ბე­ლი, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ურ­თავს მო­მარ­თ­ვის ფორ­მას და მას ჩვე­ნი გუნ­დი გა­ეც­ნო­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა უფ­რო ფარ­თო ცნე­ბაა და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მო­ი­ცავს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­საც. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე,   ჩვენ­თ­ვის ამო­სა­ვა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბაა, შე­საძ­ლოა ბავ­შ­ვი იყოს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე, მა­გა­ლი­თად, გა­და­ად­გი­ლე­ბის შეზღუდ­ვა ჰქონ­დეს, მაგ­რამ არ ვლინ­დე­ბო­დეს სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით სწავ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

⇒ შემ­დე­გი ეტა­პი — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა, მხო­ლოდ სკო­ლა მუ­შა­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე თუ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დიც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში?

⇒ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის შე­ფა­სე­ბა არის პირ­ვე­ლა­დი, რი­თაც გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა აქვს თუ არა ბავშვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა, კეთ­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რადღე­ბა სკო­ლამ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ონ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა. შემ­დეგ სკო­ლა ქმნის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის ჯგუფს, რო­მელ­შიც შე­დი­ან სკო­ლის ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, დამ­რი­გე­ბე­ლი, მშო­ბე­ლი, შე­იძ­ლე­ბა მო­იწ­ვი­ონ და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი. სკო­ლის ისგ ჯგუ­ფი უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლი­სათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას და ხელს უწყობს მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

⇒ რა ხდე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სკო­ლა ბავშვს არე­გის­ტ­რი­რებს რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე   მოს­წავ­ლეს, მაგ­რამ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მი­ერ შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად არ და­დას­ტურ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა?

⇒ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში იწე­რე­ბა დას­კ­ვ­ნა, რომ ბავშვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა არ და­უ­დას­ტურ­და და, ამ დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რე­გის­ტ­რა­ცია უქ­მ­დე­ბა. თა­ვის­თა­ვად, შემ­დ­გომ­ში მშო­ბელს შე­უძ­ლია, რე­გის­ტ­რა­ცი­ის სხვა ეტა­პებ­ზე და­ა­რე­გის­ტ­რი­როს შვი­ლი, ხო­ლო ეს ად­გი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ბავ­შ­ვის­თ­ვის, ვი­საც ნამ­დ­ვი­ლად აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა.

⇒ პი­რი­ქით თუ ხდე­ბა ხოლ­მე, შემ­დეგ კლა­სებ­ში ფას­დე­ბა გუნ­დის მი­ერ მოს­წავ­ლე და ვლინ­დე­ბა ბავ­შ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი?

⇒ დი­ახ, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც გვაქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ერ კლას­ში, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­დეს სირ­თუ­ლე­ე­ბი. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ხე­დავს, რომ მოს­წავ­ლეს, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, სირ­თუ­ლე აქვს სას­წავ­ლო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვის დროს, შე­უძ­ლია მშო­ბელს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია და შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით, ჩვენც მოგ­ვ­მარ­თოს. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი აფა­სებს მოს­წავ­ლეს და შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს სკო­ლა.

⇒ რამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეა სის­ტე­მა­ში და რო­გო­რი იყო მათ­თ­ვის პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბა?

⇒ თე­ბერ­ვ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სის­ტე­მა­ში 9734 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეა. რა თქმა უნ­და, პან­დე­მი­ამ დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა მთლი­ა­ნად სის­ტე­მა და, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბაც. სა­მი­ნის­ტ­რო მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­და, გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ისე­თი პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მ­ნა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვას დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სკო­ლე­ბი ყვე­ლა რე­სურსს მაქ­სი­მა­ლუ­რად იყე­ნებ­დ­ნენ – ელექ­ტ­რო­ნულ პლატ­ფორ­მებს, ტე­ლეს­კო­ლას, ტე­ლე­ფო­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, აგ­ზავ­ნიდ­ნენ და­ვა­ლე­ბებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს უშუ­ა­ლო ინ­ტე­რაქ­ცი­ას, სა­მი­ნის­ტ­რომ და­უშ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წეს­შიც ჩა­ი­წე­რა, რომ მშო­ბელ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, სკო­ლას შე­ეძ­ლო წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი გან­რი­გი­თა და დრო­ით, უსაფ­რ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით, მოს­წავ­ლი­სათ­ვის შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა სკო­ლის რე­სურ­სო­თახ­ში სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თან, ფსი­ქო­ლოგ­სა და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა.

მას შემ­დეგ, რაც სკო­ლე­ბი დას­წ­რე­ბით სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, სა­მი­ნის­ტ­რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს მის­ცა არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბი­თი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ესარ­გებ­ლათ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მო­დე­ლით. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ფორ­მის არ­ჩე­ვა ხდე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით.

⇒ და­ბო­ლოს, რო­გო­რია ტენ­დენ­ცია, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტ­რა­ცია ზრდა­დია თუ კლე­ბა­დი?

⇒ პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი — სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რე­გის­ტ­რა­ცია — მე­სა­მე წე­ლია რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წი­ნა ორი წლის მო­ნა­ცე­მი, და­ახ­ლო­ე­ბით, თა­ნა­ბა­რი იყო. სა­შუ­ა­ლოდ, 450-მდე მოს­წავ­ლე რე­გის­ტ­რირ­დე­ბო­და პირ­ველ ეტაპ­ზე. წელს ჯერ არ ვი­ცით რო­გო­რი სუ­რა­თი იქ­ნე­ბა.

დატოვეთ კომენტარი