27 ივლისი, შაბათი, 2024

„პირველი შეხვედრა გვქონდა და ბუნებრივია, ბარიერი იქნებოდა“ – სახალხო დამცველის ვიზიტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში

spot_img

2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველის პირველი ვიზიტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 28 ივნისს შედგა. ვიზიტის ფარგლებში, სახალხო დამცველი შეხვდა პანსიონის ხელმძღვანელს, დაათვალიერა დაწესებულება და გაეცნო ბავშვებს. მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს პანსიონში არსებული დოკუმენტაცია და გაესაუბრნენ არასრულწლოვნებს. რა თქმა უნდა, გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები ჰქონდათ, იმიტომ, რომ მათ ჩვენ შესახებ, ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ. დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა და ბუნებრივია, ბარიერი იქნებოდა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო საფუძვლიანი, ხანგრძლივი ვიზიტები გაიმართება, რადგან, მისივე თქმით, სამუშაო ძალიან ბევრია.

 და მაინც, რა გამოიკვეთა ვიზიტისას?

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტისას არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა როგორც დაწესებულების და ბენეფიციართა დოკუმენტაციის წარმოების, ასევე არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით და ფსიქოლოგის მონაწილეობით, შეხვდნენ პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვნებს. შეხვედრებისას ბავშვებთან დამატებითი მუშაობის და ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება გამოჩნდა.

ამჟამად ნინოწმინდის პანსიონში 15 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი ბენეფიციარი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები, მუდმივ რეჟიმში, იმყოფებიან დაწესებულებაში და ბენეფიციარების საჭიროებებს აფასებენ, მათ შორის, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაყვანის საკითხს. სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული პროცესის მჭიდრო მონიტორინგს და შეფასებას.

ვიზიტის ბოლოს, პანსიონის ხელმძღვანელთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც პირველადი შესწავლის შედეგად გამოკვეთილი პრობლემური საკითხები განიხილეს, რომელთა საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელობას მიეცა არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის და ფსიქოემოციური მდგომარეობის შესწავლის და ამ კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის, აღზრდის ფორმის ცვლილებისა და დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგების მიმართულებით. შეხვედრისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და რეკომენდაციების გათვალისწინების სრული მზაობა გამოთქვა.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ნინოწმინდის პანსიონში  არსებული მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლისა და არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასების, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით უახლოეს მომავალშიც იგეგემება ვიზიტები.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველ რიგში, პანსიონის ხელმძღვანელობასთან, მეუფე იაკობთან შეხვერდა იყო დაგეგმილი, ასევე, ბავშვების საჭიროებების შეფასებებთან დაკავშირებული პროცესების დაკვირვება –  რას აკეთებენ სოციალური მუშაკები.

რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა კიდევ იგეგმება ალტერნატიულ ზრუნვაში და მნიშვნელოვანია, რომ პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებითაც ძალიან მალე იქნას გადაწყვეტილებები მიღებული.

 მივესალმები ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, უზრუნველყონ დაწესებულებაში სახალხო დამცველის საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება.“ – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ვიზტის დასასრულს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები