27 ივლისი, შაბათი, 2024

პირველად ისტორიაში

spot_img

ახლახანს ავსტრიულ ობერსდორფში ჩატარდა სალიცენზიო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც გათამაშდა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დარჩენილი საგზურები. ეს შეჯიბრება ფრიად წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის – ჩვენებმა საგზური სპორტულ ცეკვებშიც მოიპოვეს და სპორტულ წყვილებში. ცეკვებში მარია კაზაკოვამ და მერაბ რევიამ, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ.

ამით საქართველომ უპრეცედენტო წარმატება მოიპოვა, ვინაიდან ისტორიაში პირველად, ლიცენზია ოთხივე კატეგორიაში გვაქვს: ინდივიდუალურში – ქალებშიც და ვაჟებშიც, სპორტულ ცეკვებში და სპორტულ წყვილებში. პირადში საგზურები მიმდინარე წლის მარტში, სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებში ალინა ურუშაძემ, ხოლო ვაჟებში მორის ყვითელაშვილმა მოიპოვეს (ამ კვარტეტში ყვითელაშვილი ერთადერთია, ვისაც ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამოცდილება აქვს). თუმცა ეს კიდევ არაა ყველაფერი – საქართველო მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე 10-ეულში შევიდა და პეკინის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, ამ შეჯიბრებაში კი მხოლოდ ეს 10 საუკეთესო გუნდია დაშვებული. ამდენად, გაისად თებერვალში პეკინში ისეთი ქვეყნების გვერდით ვიასპარეზებთ, როგორიცაა აშშ, კანადა, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია, გერმანია, ჩეხეთი, იტალია და უკრაინა.

სტოკჰოლმის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული, ლიცენზიისთვის 50-ზე მეტი ქვეყანა იბრძოდა. საბოლოოდ საგზური მოიპოვა 32-მა, თუმცა მათგან მხოლოდ 7-ია ისეთი, ვინც ოთხივე დისციპლინაში დაეუფლა ლიცენზიას: საქართველო, აშშ, კანადა, ჩინეთი  იაპონია, რუსეთი და ჩეხეთი.

პეკინი ზამთრის ოლიმპიადას გაისად, 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები