19 მაისი, კვირა, 2024

პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში

spot_img

გთავაზობთ აბიტურიენტთა გამოცდის პირველად შედეგებს ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

ბიოლოგიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, ქიმიის –  63, გეოგრაფიის –  59, ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა კი – 80.

აბიტურიენტებს თითოეული ზემოხსენებული საგნის გამოცდა (გარდა ზოგადი უნარების გამოცდისა) ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს ამ  საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო ზოგად უნარებში -მაქსიმალური ქულის  30%-ზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

ბიოლოგია – შეფასების სქემა

ქიმია – შეფასების სქემა 

გეოგრაფია – შეფასების სქემა

ზოგადი უნარების შეფასების სქემა აზერბაიჯანულ ენაზე 

ზოგადი უნარების შეფასების სქემა სომხურ ენაზე – I ვარიანტი 

ზოგადი უნარების შეფასების სქემა სომხურ ენაზე (დამატებითი სესია) 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – შეფასების სქემა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები