27 ივლისი, შაბათი, 2024

პერ­სო­ნაჟ­თა ტი­პე­ბი და პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბა

spot_img

ნა­ზი სა­ბა­ნი­ძე

სსიპ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­ხა­მუ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის დროს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, გვერ­დი აუარო პერ­სო­ნაჟს. ტერ­მი­ნი Personnage ფრან­გუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა და ნიშ­ნავს მოქ­მედ გმირს. ეპი­კუ­რი და დრა­მა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია პერ­სო­ნაჟ­თა გა­რე­შე.

წარ­მო­გიდ­გენთ პერ­სო­ნაჟ­თა მარ­ტი­ვი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბის ერ­თ­გ­ვარ მცდე­ლო­ბას. ცხა­დია, რომ ნაშ­რო­მი სრუ­ლად ვერ ამო­წუ­რავს სა­კითხს, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მარ­ტი­ვი და კარ­გი რე­სურ­სი იქ­ნე­ბა.

» მთა­ვა­რი და არამ­თა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ნა­წარ­მო­ებ­ში ცენ­ტ­რა­ლუ­რი, აქ­ტო­რი ფი­გუ­რაა; ეპი­ზო­დუ­რად, არამ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად წარ­მოდ­გე­ნი­ლი კი — არამ­თა­ვა­რი. გან­ვი­ხი­ლოთ მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი. იგავ­ში „კუ და მო­რი­ე­ლი“ ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟი მთა­ვა­რია. ასე­თი მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის მა­გა­ლით­ზე ძა­ლი­ან მარ­ტივ დას­კ­ვ­ნას გა­ა­კე­თე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ:

♦ აქ­ტი­უ­რია;

♦ მოქ­მე­დე­ბის ცენ­ტ­რ­შია ან თა­ვა­დაა ავ­ტო­რი მოქ­მე­დე­ბი­სა;

♦ მი­სი „გამო­რიცხ­ვის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­წარ­მო­ე­ბი აზრს კარ­გავს.

სრუ­ლი­ად ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლია არამ­თა­ვა­რი, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი. ის ნა­წარ­მო­ებ­ში:

♦ ეპი­ზო­დუ­რად ჩნდე­ბა;

♦ იშ­ვი­ა­თად არის კო­ლი­ზი­ებ­ში (მხატ­ვ­რულ კონ­ფ­ლიქ­ტებ­ში) ჩარ­თუ­ლი;

♦ არაა მოქ­მე­დე­ბა­თა ინი­ცი­ა­ტო­რი.

» და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი. პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც იცავს სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ ნორ­მებ­სა და იშ­ვი­ა­თად ან სა­ერ­თოდ არ იჩენს „ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებს“, და­დე­ბით პერ­სო­ნა­ჟად მო­ი­აზ­რე­ბა. ზო­გა­დად, უნაკ­ლო და მო­რა­ლუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სრუ­ლად მი­სა­ღე­ბი პერ­სო­ნა­ჟი არ არ­სე­ბობს. თუნ­დაც ტა­რი­ე­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ ისე­თი გმი­რია, რომ­ლის­თ­ვი­საც არა­ფე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი არ არის უცხო (ხვა­რაზ­მე­ლი უფ­ლის­წუ­ლის მა­ლუ­ლი მოკ­ვ­ლა, გუ­ლის­ყ­რის სიხ­ში­რე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი კრი­ტი­კუ­ლად უყუ­რე­ბენ). უარ­ყო­ფით პერ­სო­ნაჟ­ზე კი იმას ვიტყ­ვით, რომ ეს არის პი­რი, რო­მე­ლიც ეთი­კის ნორ­მებს არ­ღ­ვევს, მაგ­რამ მის გა­რე­შე მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ფა­სე­უ­ლო­ბას და­კარ­გავს (მა­გა­ლი­თად, მურ­მა­ნი „ეთე­რი­ა­ნი­დან“ უარ­ყო­ფი­თად ფას­დე­ბა, მაგ­რამ მის გა­რე­შე ეს ზღა­პა­რი სა­ერ­თოდ გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და).

» თუ პერ­სო­ნა­ჟი სი­უ­ჟეტ­ში არ იც­ვ­ლის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, ის სწორ­ხა­ზო­ვა­ნია. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ცვა­ლე­ბა­დი. ავ­თან­დი­ლი მუ­დამ რჩე­ბა ტა­რი­ე­ლის თა­ნა­მო­აზ­რე, შემ­წე, მო­ხერ­ხე­ბულ პერ­სო­ნა­ჟად. ის იმ­დე­ნად „სწორ­ხა­ზო­ვა­ნია“, რომ ვაჭ­რუ­ლად აღ­კაზ­მ­ვის სტრა­ტე­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს ქა­ჯე­თის ცი­ხის აღე­ბის დრო­საც (მი­სი ასე­თი ამ­პ­ლუა, მე­კობ­რე­ე­ბის ეპი­ზო­დი­დან, ყვე­ლას ახ­სოვს). ცვა­ლე­ბა­დი პერ­სო­ნა­ჟია „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ ფატ­მა­ნი. ის ბილ­წი, ქმრის მო­ღა­ლა­ტე ქა­ლის რო­ლი­დან გარ­და­იქ­მ­ნე­ბა დე­და­ზე უმ­ჯო­ბე­სად და „ღმერ­თი­ცა მას ეტე­რე­ბის (უშ­ვე­ლის)“ იმის გა­მო, რომ მან ნეს­ტან-და­რე­ჯანს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

» სიმ­ბო­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი. სიმ­ბო­ლო იგი­ვე ნი­შა­ნია. სიმ­ბო­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხეა სო­ცი­უ­მის, სო­ცი­უ­მის წევ­რი­სა. ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი, აზ­როვ­ნე­ბას მოწყ­ვე­ტი­ლი თა­ვა­დის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხეა, პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი — გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი აზ­ნა­უ­რე­ბი­სა, ას­მა­თი — ერ­თ­გუ­ლი მსა­ხუ­რი­სა და ა.შ.

» პერ­სო­ნა­ჟი-არ­ქე­ტი­პი. არ­ქე­ტი­პე­ბად იმ პერ­სო­ნა­ჟებს ვთვლით, რომ­ლებ­საც აქვთ გე­ნე­ზი­სი მი­თო­ლო­გი­ას­თან, ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბას­თან. ამ­გ­ვარ პერ­სო­ნა­ჟებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან ჯა­დო­ქა­რი, ფე­რია, ურ­ჩხუ­ლი, დე­ვი და ა.შ., მა­თი „ადგი­ლი“ ფან­ტას­ტი­კის ან ზღაპ­რის ჟან­რ­შია.

» ალე­გო­რი­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი. ალე­გო­რი­ე­ბი­სა და, ზო­გა­დად, მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­ხე-ხერ­ხე­ბის გა­რე­შე მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვერ გან­ვი­ხი­ლავთ. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კამ­დე მი­ვალთ. ალე­გო­რი­ულ პერ­სო­ნა­ჟე­ბად ვხვდე­ბით ფრინ­ველ-ცხო­ვე­ლებს. აკა­კი წე­რეთ­ლი­სე­უ­ლი ღა­მუ­რა გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ალე­გო­რი­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟია.

» არა­ა­და­მი­ა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბის, ანუ გა­პი­როვ­ნე­ბის ხერ­ხის სა­ფუძ­ველ­ზე, მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გვხვდე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბის“ მთა­ვა­რი გმი­რი ნუკ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უად­ვილ­დე­ბათ, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას კალ­მის დი­დოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით, რომ ეჭ­ვიც არ შე­ი­ტა­ნონ ამ პერ­სო­ნა­ჟის ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დროს.

» პერ­სო­ნა­ჟი სი­უ­ჟე­ტის დრო­ის „მენეჯ­მენ­ტის“ მი­ხედ­ვით. ზოგ­ჯერ ნა­წარ­მო­ებ­ში პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­დან­ვე გვხვდე­ბა ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოჰ­ყავს ავ­ტორს. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ხა­ზის მი­ხედ­ვით, „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ როს­ტე­ვა­ნი პირ­ვე­ლია, შემ­დე­გია თი­ნა­თი­ნი, ავ­თან­დი­ლი…

» პორ­ტ­რე­ტუ­ლი და არა­პორ­ტ­რე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. ავ­ტო­რე­ბი ხში­რად პერ­სო­ნა­ჟის გა­რეგ­ნო­ბის გად­მო­ცე­მას დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ (მა­გა­ლი­თად, ლუ­არ­სა­ბი „კაცია ადა­მი­ა­ნი­დან“, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი…). არა­პორ­ტ­რე­ტუ­ლია ისე­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა გა­რეგ­ნო­ბა ნა­წარ­მო­ებ­ში არ ჩანს. მა­გა­ლი­თად, როს­ტე­ვა­ნის ვე­ზი­რი სოგ­რა­ტი.

» ავ­ტორ-პერ­სო­ნა­ჟი. ავ­ტორ-პერ­სო­ნა­ჟი ისე­თი პერ­სო­ნა­ჟია, რო­მე­ლიც თა­ვა­დაა შე­მოქ­მე­დი­ცა და ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რიც. ასე­თია იაკობ ხუ­ცე­სი „შუშა­ნი­კის წა­მე­ბი­დან“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის პერ­სო­ნაჟ­თა უნი­ვერ­სა­ლუ­რი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ მოთხოვ­ნებს, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის დროს მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში პერ­სო­ნაჟ­თა ტი­პო­ლო­გი­უ­რი და­ხა­რის­ხე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. შე­საძ­ლოა, ამ­გ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცია მას­წავ­ლე­ბელს, სქე­მის ან პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით,  სას­წავ­ლო რე­სურ­სად ჰქონ­დეს გარ­დაქ­მ­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნაჟ­თა და­ხა­სი­ა­თე­ბას, რო­გორც არამ­ხატ­ვ­რუ­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მის შექ­მ­ნას, ამის­თ­ვის ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბა ტექ­ს­ტებ­ში, მარ­კი­რე­ბის მე­თო­დით ან ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, „დასერ­ჩ­ვით“, პერ­სო­ნა­ჟებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა, პერ­სო­ნა­ჟის რუ­კის შექ­მ­ნა და იმ სა­კითხ­თა წარ­მო­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა პერ­სო­ნა­ჟის:

♦ წარ­მო­მავ­ლო­ბას, სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს;

♦ ქცე­ვა­სა და ქცე­ვა­თა აღ­წე­რას;

♦ მო­ტი­ვა­ცი­ას;

♦ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­სა და ფა­სე­უ­ლო­ბებს;

♦ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს;

♦ პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს;

♦ ემო­ცი­ებს;

♦ ურ­თი­ერ­თო­ბებს სხვა პერ­სო­ნა­ჟებ­თან.

რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს ვა­ვა­ლებთ პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბას, ასეთ დროს, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მარ­ტი­ვი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რის­თ­ვის:

ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტია. ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტის­თ­ვის კი სა­ჭი­რო არ არის მხატ­ვ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ხერ­ხე­ბი, რად­გან ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტი არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ჟან­რია.

და­ხა­სი­ა­თე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რეც. და­ხა­სი­ა­თე­ბის დროს არ არის სა­ჭი­რო მო­მიჯ­ნა­ვე სა­კითხე­ბის მი­მო­ხილ­ვა. სხვა სა­კითხებ­ზე აპე­ლი­რე­ბა ნაშ­რომს ნამ­დ­ვი­ლად არ სძენს ღირ­სე­ბას.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები