18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

პეიზაჟის ცვლილება – სტარ საქსტეინის საკლასო ოთახის გადაწყობის რამდენიმე იდეა

spot_img

ვალერიანე კვანტრიშვილი
სსიპ ქ. თბილისის №172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მნიშვნელოვანი, საერთაშორისო, აღიარებული და პროფესიული ლიტერატურა ხშირად ქვეყნდება ვებგვერდზე https://www.teachingexpertise.com/.

ამჯერად გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ გამოვიყენე ამ გვერდიდან საინტერესო და ეფექტიანი ლიტერატურა ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

https://www.edweek.org/teaching-learning/opinion-changing-the-scenery-to-create-better-learning/2015/01 ბმულზე არის საინტერესო მასალა. აღნიშნული მასალის გასაცნობად წარმოვადგენ ნათარგმნ ვერსიას, ჩემი პრაქტიკის ჩართვით.

აქტივობა Change Of Scenery – პეიზაჟის ცვლილება

განსხვავებულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება დაეხმარება მოსწავლეებს, აიმაღლონ სწავლის მოტივაცია. მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის წარმართვა გარე სივრცეში, მინდორში შესანიშნავი იდეაა. მოტივაციის ასამაღლებლად გარემოს შეცვლა იდეალური ვარიანტია.

სტარ საქსტეინი პედაგოგი, სკოლების საგანმანათლებლო ლიდერი და ქოუჩია. იგი არაერთი საგანმანათლებლო წიგნის ავტორი გახლავთ. მისი წიგნები და თავად სტარი ეხმარება მასწავლებლებს სწავლების პროცესის სწორად დაგეგმვაში. იგი, თავის სტატიაში „Changing the Scenery to Create Better Learning“, მოსწავლეთა მოტივაციის შესახებ წერს: გაკვეთილის პროცესში სიურპრიზები მოსწავლისთვის დაუვიწყარია. მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესის თანმიმდევრულობის დაცვა აუცილებელია, ზოგჯერ მასწავლებელს უწევს მისი შეცვლა. ეს კლასის გამხიარულებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

ხშირად, როდესაც კლასში დემოტივაცია და უძრაობაა, მასწავლებელს შეუძლია გააღვივოს სხვადასხვა ტიპის ინტერესი. ამისათვის ერთ-ერთი კარგი აქტივობაა საკლასო ოთახის გადაწყობა, ე.წ. პეიზაჟური ცვლილება. შესაძლებელია, ეს ყველაფერი შეესაბამებოდეს სასწავლო პროექტებს ან მრავალფეროვან სწავლების სტილს. სწავლა უნდა მიმდინარეობდეს შთაგონებულ, თანამშრომლობით სივრცეში და ოთახის მოწყობის გზა ხშირად შეიძლება კარნახობდეს სწავლების ტონს.

მასწავლებლების მსგავსად, მოსწავლეებსაც შეუძლიათ თვითკმაყოფილების განცდა, ამისთვის ცოტა მეტი მუშაობაა საჭირო.

სტარ საქსტეინი გვთავაზობს საკლასო ოთახის გადაწყობის რამდენიმე იდეას, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

ჩემი გამოცდილება საქსტეინის სტატიის „კლასის გადაწყობის 4 იდეა“ მიხედვით:
  1. Change the configuration of desks – შეცვალეთ მერხების წყობა (აზრის გამოთქმის თანაბარი უფლების მისაღებად)

ოთახი „კლასიკურად“ იყო მოწყობილი დიდი ხნის განმავლობაში. მოსწავლეების ჩართულობით ვატარებ ხოლმე დისკუსიებს. მოსწავლეები სხდებიან პერიმეტრის გასწვრივ, რათა შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ჩვენ ყველა შევძლებთ ერთმანეთის დანახვას თანაბარ სიბრტყეზე და საუბარს. როდესაც მაგიდა მოსწავლის წინაა, ის გრძნობს, რომ კონტროლდება. კლასში საუბრისას არ უნდა იყოს ერთი ლიდერი (მასწავლებელი ან მოსწავლე), ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის თანაბარი უფლება, თანაბარ პირობებში.

  1. Change the decorations in the room – შეცვალეთ დეკორაციები ოთახში (სწავლისა და წარმატების მტკიცებულებად)

რეგულარულად უნდა ვცვალოთ საკლასო დეკორი. კლასში, ფოიეში მოსწავლეების ნამუშევრები და ტექსტით მდიდარი პლაკატები ბევრია. საკლასო ოთახში ყოველთვის უნდა იყოს რაღაც ახალი და შესამჩნევი. სკოლამ შექმნას სივრცე, რომელიც ბავშვების წარმატებაზე მოუყვება მნახველს. თითქმის ყველა სადემონსტრაციოდ ვარგისი სივრცე მოსწავლეთა სწავლისა და წარმატების მტკიცებულებაა.

  1. Get the kids involved – ჩართეთ ბავშვები პროცესში (საკუთარი საკლასო ოთახის შესაცნობად და ცვლილებების მოსაფიქრებლად)

საკლასო სივრცის შეცვლისას, დროდადრო, უნდა ვკითხოთ ბავშვებს, რა სურთ მათ, სად უნდათ დაჯდომა? შეუძლიათ, იატაკზეც დასხდნენ, თუ მათ ასე სურთ, რატომაც არა? არაერთხელ მიმიცია ნება ბავშვებისთვის, შექმნათ თვალსაჩინო დავალებები (პროდუქტები) კედლებზე გასაკრავად. ბავშვებს უნდა მიეცეთ სივრცე, საკუთარი საკლასო ოთახის შესაცნობად და ცვლილებების მოსაფიქრებლად.

  1. Get the kids out of the classroom – გამოიყვანეთ ბავშვები კლასიდან გარე სივრცეში (ასე ნასწავლ თემებს ისინი მარტივად ვერ ივიწყებენ)

მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახი სწავლების მთავარი სივრცეა, სწავლა გარე სივრცეში გასეირნებითა და რეგულარული ექსკურსიებითაც შეიძლება. საკლასო ოთახის მიღმა, გარე სივრცეში, სწავლება საინტერესოა ბავშვებისთვის და ასე ნასწავლ თემებს ისინი მარტივად ვერ ივიწყებენ. სივრცის შეცვლის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს, ეს თავსატეხს ჰგავს მრავალი შესაძლო კონფიგურაციით. შემიძლია, ამ ყველაფრის დემონსტრირებისთვის, გავიხსენო არაერთი ექსკურსია, რაც საგანმანათლებლო აქტივობაა და არა მხოლოდ გართობა-განტვირთვის საშუალება. ასევე, შესაძლოა, სასკოლო შიდა სივრცეები ან სკოლის ეზოც გამოვიყენოთ საერთო-საკლასო სწავლებისას, ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის რეკომენდირებისთვის.

წყარო: 22 Motivation Activity Ideas for Students

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები