20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

პე­და­გო­გო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვეტ პრო­ცეს­საც გუ­ლის­ხ­მობს

spot_img

 

ხა­თუ­ნა სვა­ნა­ძე

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
№2 სა­ჯა­რო სკო­ლის
მა­თე­მა­ტი­კის წამ­ყ­ვა­ნი   მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

⇒ მე ვარ ხა­თუ­ნა სვა­ნა­ძე, მა­თე­მა­ტი­კის წამ­ყ­ვა­ნი   მას­წავ­ლე­ბე­ლი, 27 წე­ლია, ვას­წავ­ლი სსიპ მა­მია ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ასე­ვე ვმუ­შა­ობ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში, ერთ-ერ­თია „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. კო­ლე­გე­ბი მთვლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ, ინი­ცი­ა­ტი­ვი­ან, ორ­გა­ნი­ზე­ბულ თა­ნამ­შ­რომ­ლად. მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ვა­ჟი „ფლექ­სის“ პროგ­რა­მის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია და ამ­ჟა­მად, აშშ-ს ერთ-ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, ხო­ლო გო­გო­ნა სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა

სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა 19 წლი­სამ და­ვიწყე. პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­დან, პირ­ვე­ლი­ვე თვე­ში, მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლას ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მინ­დო­და აქ მუ­შა­ო­ბა. მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ცო­დი, ეს საქ­მე უნ­და მე­კე­თე­ბი­ნა. ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე პრო­ფე­სია, თუ ბე­დავ სწავ­ლე­ბას, მა­შინ თა­ვა­დაც სულ უნ­და სწავ­ლობ­დე.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა საგ­ნის ცოდ­ნა, გა­მარ­თუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა…

იმის­თ­ვის, რომ იყო   პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გქონ­დეს დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რად­გან შენს ხელ­ში ადა­მი­ა­ნი ყა­ლიბ­დე­ბა, უნ­და ეცა­დო, არ­სად და­უშ­ვა შეც­დო­მა. მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში უნ­და იყოს, არ უნ­და შე­ჩერ­დეს, გა­ნა­ვი­თა­როს სა­კუ­თა­რი თა­ვი, იკ­ვ­ლი­ოს სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა და შე­ი­მუ­შა­ოს ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი. ყვე­ლას სურს, იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვის სა­განს აყ­ვა­რებ­დეს მოს­წავ­ლე­ებს, თვი­თო­ნაც უყ­ვარ­დეთ ბავ­შ­ვებს, იმ­სა­ხუ­რებ­დეს კო­ლე­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის გულ­წ­რ­ფელ პა­ტი­ვის­ცე­მას. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი კრე­ა­ტი­უ­ლია. მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო არე­ა­ლიც სავ­სეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამო­ცა­ნე­ბით, რომ­ლებ­საც თვი­თონ­ვე ისა­ხავს. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად იგო­ნებს გაკ­ვე­თი­ლებს, სა­ვარ­ჯი­შო­ებს, პრო­ექ­ტებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი უზო­მოდ უნ­და იხარ­ჯე­ბო­დეს, იც­ლე­ბო­დეს ძა­ლე­ბის­გან, ემო­ცი­ე­ბის­გან, მაგ­რამ ამას ვე­რა­ვინ ამ­ჩ­ნევ­დეს, ისევ ივ­სე­ბო­დეს ახა­ლი ძა­ლე­ბით, ემო­ცი­ე­ბით, იდე­ე­ბით და აგ­რ­ძე­ლებ­დეს საყ­ვა­რელ საქ­მეს.

რას ითხო­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­გან

თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ებს, წიგ­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბაც. ამი­ტომ ისი­ნი ჩვენ­გან თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს ითხო­ვენ, რომ ბევ­რი უნა­რი გა­ნი­ვი­თა­რონ. თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მზად უნ­და იყო სი­ახ­ლე­ე­ბის­თ­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის, შე­ფა­სე­ბის­თ­ვის. მოს­წავ­ლე­ე­ბი ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლად და ღი­ად შე­უძ­ლი­ათ სი­ხა­რუ­ლის და წყე­ნის გა­მო­ხატ­ვა. შე­უძ­ლი­ათ, უზო­მოდ ბევ­რი სით­ბო გა­ჩუ­ქონ და აგავ­სონ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით.

თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი უნ­და იყოს, საგ­ნის და მე­თო­დო­ლო­გი­ის კარ­გად მცოდ­ნე და ბავ­შ­ვე­ბის მე­გო­ბა­რი. მას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ესა­ჭი­რო­ე­ბა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ პე­და­გო­გო­ბა მო­ი­აზ­რებს გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვეტ პრო­ცესს. ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა, მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა სი­ახ­ლე­ე­ბი­სა­კენ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მგო­ნია. წარ­მა­ტე­ბას კი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მონ­დო­მე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. უნ­და გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და ამა­ყობ­დე იმით, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ.

„არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი“

ვფიქ­რობ, ასეთ გაკ­ვე­თი­ლებს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის 30% მა­ინც ატა­რებს. მე კი, სულ მაქვს მცდე­ლო­ბა, ჩემ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი არას­ტან­დარ­ტუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, და­ვიც­ვა ოქ­როს შუ­ა­ლე­დი და მოს­წავ­ლე­ე­ბიც ზედ­მე­ტად არ გა­დავ­ტ­ვირ­თო. ვი­ყე­ნებ ბევრ მე­თოდს, რო­გორც ელექ­ტ­რო­ნულს, ისე ფი­ზი­კურ რე­სურ­სებს… ეს მზარ­დი, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი პრო­ცე­სია, ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი არაფ­რით ჰგავს მე­ო­რეს, უმე­ტე­სად ექ­ს­პ­რომ­ტად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან მო­დის, ასე ვთქვათ, დაკ­ვე­თა და შე­მიძ­ლია, თა­მა­მად გითხ­რათ — სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბი მყავს, რო­მელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვგეგ­მავ თი­თო­ე­ულ გაკ­ვე­თილს.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა — პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ინო­ვა­ცი­ე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი, სტრა­ტე­გი­ე­ბი…

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად კარ­გი ტრე­ნინ­გე­ბი, ვე­ბი­ნა­რე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბია შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. თუმ­ცა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რომ იყოს პე­და­გოგ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი, რო­გო­რიც უცხო ენებს აქვთ… ასე­ვე — სკო­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.

რო­გორ ვა­ხერ­ხებ გან­ვი­თა­რე­ბას? მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას ნიშ­ნავს, ამი­ტო­მაც არის პე­და­გო­გო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად გი­ბიძ­გებს გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნით აღი­ჭურ­ვო და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზე­ბი მო­ძებ­ნო, რომ ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო. და რად­გან, ყო­ველ­დღი­უ­რად ვხვდე­ბი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, ვწვდე­ბი მათ სა­ფიქ­რალს, ვსა­უბ­რობთ, ვარ­კ­ვევ, რა მოს­წონთ და რა არა, ვის­მენ მათ კითხ­ვებს და მუდ­მი­ვად მზად­ყოფ­ნა­ში ვარ მათ­თ­ვის პა­სუ­ხე­ბის გა­სა­ცე­მად, ეს კი მუდ­მივ გა­ნათ­ლე­ბას მო­ითხოვს.

ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ არ მაქვს მზა პა­სუ­ხი მათ შე­კითხ­ვა­ზე და ამი­ტომ ვე­უბ­ნე­ბი — ვნა­ხავ, წა­ვი­კითხავ, მო­ვი­ფიქ­რებ და გი­პა­სუ­ხებთ-მეთ­ქი. მოს­წავ­ლემ ტყუ­ილ­ში არ უნ­და გა­მო­ი­ჭი­როს მას­წავ­ლე­ბე­ლი. უმ­ჯო­ბე­სია, პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის მე­რე უთხ­რა, ვიდ­რე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და არას­წო­რი პა­სუ­ხი გას­ცე.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ბევ­რი რა­მაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ვე­ბი­ნა­რე­ბის ხა­რის­ხი, სა­ჭი­როა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, უკე­თე­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა   უნ­და ხდე­ბო­დეს მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პო­ზი­ცი­ით.

ყო­ველ­თ­ვის მომ­ხ­რე ვი­ყა­ვი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­და რა­ღაც მიდ­გო­მე­ბი, რა­ტო­მაც არ გვე­ცა­და მა­თი ჩვენ­თან გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ მიზ­ნით, არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე. ამ ახალ მე­თო­დებ­სა და გზებს მუ­დამ ვი­ყე­ნებ პრაქ­ტი­კა­ში. ვაკ­ვირ­დე­ბი და ვხე­დავ, რომ ეს ჩემს სა­მუ­შაო პრო­ცეს­საც გა­ცი­ლე­ბით სა­ხა­ლი­სოს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის, ვიდ­რე რუ­ტი­ნუ­ლი, ერ­თ­გ­ვა­რად ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ჩე­მი აზ­რით, თუ­კი სი­ახ­ლე პრაქ­ტი­კა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე, ვერ გა­ი­გებ ვერც მის და­დე­ბით და ვერც უარ­ყო­ფით მხა­რეს. ამი­ტომ, მხო­ლოდ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იბა­დე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი მე­თო­დი, რო­მელ­საც შე­არ­ჩევ და გა­მო­ი­ყე­ნებ.

მი­ვიჩ­ნევ, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს პე­და­გო­გი­კის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის კარ­გად ცოდ­ნას. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი რე­ფორ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მეც ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, მა­შინ­ვე ამე­ბა მხა­რი ნე­ბის­მი­ე­რი ნო­ვა­ცი­ი­სათ­ვის და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან პრაქ­ტი­კუ­ლად გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ის, რა­საც თე­ო­რი­უ­ლად გად­მოგ­ვ­ცემ­დ­ნენ. ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ, ვცდი­ლობ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნო მიდ­გო­მებ­ში და რა­ღაც ახა­ლი დავ­ნერ­გო, რომ უფ­რო მე­ტად გა­ვა­ხა­ლი­სო სწავ­ლის პრო­ცე­სი. მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, სჭირ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია, რა თქმა უნ­და, ეს ხელ­ფას­ზეც უნ­და აისა­ხოს და სხვა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ჯილ­დოც სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და — ექ­ს­კურ­სია, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა, ბა­ნა­კე­ბი…

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“

ახალმა სკოლის მოდელმა შეც­ვა­ლა მას­წავ­ლებ­ლის და მოს­წავ­ლე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ტად და­ა­ფიქ­რა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და გა­ზარ­და ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­თენ­ტუ­რია და ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას   უკავ­შირ­დე­ბა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ვა­ტა­რებ, ისე კი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნას კი­დევ ვა­პი­რებ — სექ­ტემ­ბე­რი რომ ახ­ლოვ­დე­ბა, ერ­თი სუ­ლი მაქვს ხოლ­მე, სკო­ლა­ში რო­დის დავ­ბ­რუნ­დე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სხვა­გან მო­სინ­ჯ­ვა­ზეც ვფიქ­რობ, თუმ­ცა, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ვერ მოვ­შორ­დე­ბი, რად­გან კარ­გა ხა­ნია ამ დი­დი ოჯა­ხის წევ­რი ვარ.

ესაუბრა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები