30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

პედაგოგებისთვის, რომლებიც  კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავენ

spot_img
„ახალი განათლება“ აგრძელებს მასწავლებელთა კონფერენციისთვის რეკომენდაციების გამოქვეყნებას. გთავაზობთ ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის,  ხათუნა გურულის მიერ მოწოდებულ მასალას, რომელიც გამოადგებათ იმ პედაგოგებს, რომლებიც რაიონულ და რესპუბლიკურ კონფერენციაზე გეგმავს გამოსვლას.

 

 

 

კონფერენციისთვის მასწავლებლების  მიერ წარმოდგენილი თემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილია, მაქსიმუმ, 20 წუთი – პრეზენტაცია, როგორი ფორმითაც არ უნდა იქნას წარმოდგენილი, უმჯობესია, იყოს მინიმალურ დროში გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზენტაცია ხდება მოსაწყენი აუდიტორიისთვის. პრეზენტაცია შეიძლება მომზადდეს ყველა იმ ფორმატით, რომელიც თავსებადია მაიქროსოფტის სისტემისთვის და ციფრული წარდგენისთვის ეფექტიანია (ვორდი, პრეზი, პოვერ პოინტი და სხვა). დასაშვებია სხვა ოპერაციული სისტემების გამოყენებაც.
  2. ნაშრომი უნდა წარმოაჩენდეს კონკრეტული მოსწავლეების/კლასის მიღწევების ანალიზს – პრეზენტაცია შეეხება კონკრეტულ „ქეისს“, მაგრამ არ უნდა მოხდეს მოსწავლის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „დაუბლარავი“ ფოტო და ვიდეო მასალა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უნდა წარმოვადგნოთ!).
  3. ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს და უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მაგალითებით (მოსწავლეების პასუხები, მოსწავლეების ნაშრომები) გაჯერებული – პრეზენტაციაში ნაჩვენები შემოქმედებითი პროდუქტი და დავალების შესრულებამდე განვლილი ეტაპები, ნაბიჯები უნდა იყოს რეალური სასწავლო პროცესის ამსახველი. დავალების ხარისხზე მეტად საინტერესოა მასწავლებლის უკუკავშირი (ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომელ დონეზეა მოსწავლე კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და რას ვაკეთებთ უკეთესი დონის მისაღწევად).
  4. ნაშრომში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს:

♦ ზოგადი ინფორმაცია კლასის შესახებ (მაგალითად, მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა);

♦ რა ცოდნის კონსტრუირებას ისახავდა მიზნად მასწავლებელი;

  1. პრეზენტატორი უნდა ოპერირებდეს იმ ცნებებითა და ტერმინებით, რომლის საფუძველზეც ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღიწერება გრძელვადაინი მიზნების სტრუქტურა (მაგალითად, საფეხურის შედეგი, სამიზნე ცნება, ქვეცნება), სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები (სწავლა-სწავლების 5 პრინციპი) და მოსწავლის ემოციურ-სოციალური განვითარება (ფუნქციურ-კომპონენტური უნარები).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები