14 დეკემბერი, შაბათი, 2024

პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე – რო­გო­რი უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი?

spot_img

2021 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ­მა ჯილ­დომ, 5 ოქ­ტომ­ბერს, რჩე­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა, კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი – ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­კურ­სი მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გან­წყო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლით ჩა­ტარ­და. პან­დე­მი­ის გა­მო, ასეთ სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­ნატ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ეტყო­ბო­და. ცე­რე­მო­ნი­ა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყ­ვან­მა, ნი­კა წუ­ლუ­კი­ძემ გვამ­ც­ნო, რომ ჯილ­დოს პირ­ვე­ლი წლის ფი­ნა­ლისტს, ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძეს ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ უნ­და ეთ­ქ­ვა და ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ ჯილ­დოს ერთ-ერთ ღირ­სე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, ნი­ნო აბუ­ლა­ძეს ეხე­ბო­და, რო­მელ­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, დი­დი ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, წლის და­საწყის­ში, დაგ­ვ­ტო­ვა. დარ­ბაზს, მი­სი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე, სენ­ტი­მენ­ტე­ბი შე­მო­ე­პა­რა, თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი ვის­მენ­დით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­სი სა­ხე­ლო­ბის პრი­ზის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ.

„2021 წე­ლი კონ­კურ­სის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­ლია, ჯილ­დო უკ­ვე 5 წლი­საა  და ჩვენ უკ­ვე ორ­მოც­და­ათ­ნი ვართ – კონ­კურ­ს­მა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და ერთ გუნ­დად გვაქ­ცია 50-ივე. მარ­თა­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი წე­ლია ჯილ­დოს­თ­ვის, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სევ­დი­ა­ნი, და­ნა­კარ­გის წე­ლი იყო – გა­ზაფხულ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა პირ­ვე­ლი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტი, სა­მა­გა­ლი­თო, ღირ­სე­უ­ლი და უძ­ვირ­ფა­სე­სი ნი­ნო აბუ­ლა­ძე.

ის იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და გაკ­ვე­თი­ლე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ტ­კი­ცებ­და, რას ნიშ­ნავს გიყ­ვარ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბი და გა­ბედ­ნი­ე­რებ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ნი­ნომ ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბი არა­ერ­თხელ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და ახ­ლაც, სწო­რედ ის გახ­და ჩვე­ნი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, მან გვი­ბიძ­გა, რომ დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა ნი­ნო აბუ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო.“

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017-ის ფინალისტები 

 

 

 

 

ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძე გვიყ­ვე­ბა, რო­ცა ნი­ნოს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად შე­იტყ­ვეს, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­გორ ცდი­ლობ­დ­ნენ ათე­ულ­თა გუნ­დის წევ­რე­ბი ნი­ნო მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­ჭე­რას. პირ­ვე­ლი მხარ­და­სა­ჭე­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი 2020 წლის მი­წუ­რულს მო­აწყ­ვეს. „გა­ვერ­თი­ან­დით და და­ვიწყეთ მსჯე­ლო­ბა, რა შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თ­ვის, რად­გან ნი­ნოს ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბო­და. მო­ვი­ფიქ­რეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ერო­ოვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. სივ­რ­ცე  უყოყ­მა­ნოდ დაგ­ვით­მეს. ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბი, მა­შინ 30 ვი­ყა­ვით, თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქე­ბი­დან და სოფ­ლე­ბი­დან, მო­ფიქ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ჩა­მო­ვიდ­ნენ – ზოგ­მა ჩი­ჩი­ლა­კე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნა გა­სა­ყი­დად, ზოგ­მა – თაფ­ლი, ზოგ­მა – ხელ­ნა­კე­თი ჩან­თე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შეგ­რო­ვი­ლი წიგ­ნე­ბი; მოს­წავ­ლე­ე­ბიც მი­ვიყ­ვა­ნეთ, იქ­ვე ხა­ტავ­დ­ნენ სა­ნიშ­ნე­ებს, ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს ქმნიდ­ნენ და ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სულ სტუმ­რებს სთავა­ზობ­დ­ნენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­მა, სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, სტუმ­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. სა­ხე­ლე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბას ვე­რი­დე­ბი, რად­გან არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რ­ჩეს და უხერ­ხუ­ლო­ბა შევ­ქ­მ­ნა. ვი­საც რო­გორ შე­ეძ­ლო, ისე ჩა­ერ­თო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვალ­ში. ამის გარ­და, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ, მა­გა­ლი­თად, სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში, ქარ­ჩხა­ძის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, არ­ტა­ნუ­ჯი, ინ­ტე­ლექ­ტი – ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სა­ყი­დად წიგ­ნე­ბი გა­მოგ­ვიყ­ვეს. ასე­ვე, მხარ­და­ჭე­რა გვქონ­და კერ­ძო მე­წარ­მე­ე­ბის­გა­ნაც, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მის­გან – ქე­თო ნი­ნი­ძემ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სა­ყი­დად ღვი­ნო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღეთ – არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, მოს­წავ­ლე­ე­ბიც აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში. ფეს­ტი­ვალ­ზე შე­მო­სას­ვ­ლე­ლად სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხაც და­ვა­წე­სეთ. საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა ნი­ნოს გა­და­ვე­ცით და ეს იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა მი­სი თა­ნად­გო­მის.

ნი­ნოც ეს­წ­რე­ბო­და ფეს­ტი­ვალს. რაც მთა­ვა­რია, ჩვენ ვხე­დავ­დით მის გაბ­რ­წყი­ნე­ბულ თვა­ლებს, რო­ცა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა იგ­რ­ძ­ნო. ცხა­დია, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც უნ­და იყო, ასე­თი თა­ნად­გო­მა გაძ­ლი­ე­რებს. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ყვე­ლა­ფერს უნ­და აკე­თებ­დეს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ მათ არ უწევ­დეთ წვა­ლე­ბა სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

რო­გორც გითხა­რით, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო, თუმ­ცა, არც ამის შემ­დეგ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია ნი­ნოს მხარ­და­სა­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით ვცდი­ლობ­დით კო­ლე­გის გა­და­სარ­ჩე­ნად თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბას. ზოგს სა­ერ­თოდ არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია. მე პი­რა­დად, ტრე­ნინ­გი გა­მო­ვაცხა­დე კითხ­ვის სტრა­ტე­გი­ებ­ზე და ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არც კი ვე­ლო­დი. თუ არ ვცდე­ბი, 100-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და ნი­ნოს მხარ­და­სა­ჭე­რად. მათ შო­რის, ისე­თე­ბიც იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც ტრე­ნინგს არ და­ეს­წ­რ­ნენ, უბ­რა­ლოდ, თა­ნად­გო­მა გა­მო­ხა­ტეს. გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა შევ­ძე­ლით და ნი­ნოს გა­და­ვე­ცით. ისევ და ისევ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, ნი­ნო ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, თან ღე­ლავ­და, თან წუხ­და და თან იმე­დებს ამ­ყა­რებ­და… ამ­ბობ­და, რო­გორც კი გა­მო­კეთ­დე­ბო­და, თვი­თონ და­ა­არ­სებ­და ფონდს მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

შემ­დე­გი ინი­ცი­ა­ტი­ვა ეკუთ­ვ­ნო­და ია ღა­დუ­ას, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში მუ­შა­ობს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლია. ია და­მი­კავ­შირ­და და მითხ­რა, რომ ლა­შა ბაქ­რა­ძემ, მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა, გა­მოთ­ქ­ვა ნი­ნოს მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლი – მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ში მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის რე­კო­მენ­და­ტო­რი სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი, კერ­ძოდ, ლა­შა ბაქ­რა­ძე იყო. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო კვი­რე­უ­ლი – ვე­ბი­ნა­რე­ბის ციკ­ლი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლექ­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ, მა­ნა­ნა რა­ტი­ან­მა, ლა­შა ბაქ­რა­ძემ, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ამ და ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა. ნი­ნოს და­სახ­მა­რებ­ლად ბო­ლო აქ­ტი­ვო­ბა იყო წი­ნა წლის ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბის – სო­ფიო გო­გო­ხი­ას, ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის, ლუ­ი­ზა ხარ­ში­ლა­ძი­სა და სხვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ფე­რენ­ცია – მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მე­ოთხე ათე­ულ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია ზუ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­ზეც კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს. სამ­წუ­ხა­როდ, რო­ცა ნი­ნოს და­ვუ­რე­კეთ და ვკითხეთ, ხომ არ და­ეს­წ­რე­ბო­და კონ­ფე­რენ­ცი­ას, უარი გვითხ­რა, უკ­ვე სუს­ტად იყო და ვერ შეძ­ლო.

ნი­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე იყო… პირ­ვე­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტი ჩვენ­თ­ვის და, ზო­გა­დად, კონ­კურ­სის­თ­ვის, საყ­რ­დე­ნი ძა­ლა და სა­ფუძ­ვე­ლი იყო. მას შემ­დეგ სულ ვფიქ­რობ­დით, რა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მი­სი სა­ხე­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად. კო­ა­ლი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ნი­ნოს სა­ხელ­ზე დავ­რ­გეთ ხე, სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნ­და იდეა, რომ კონ­კურ­სის სა­ი­უ­ბი­ლეო წელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის კი­დევ ერ­თხელ შე­სახ­სე­ნებ­ლად, ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვით, დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა ნი­ნო აბუ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო. ტექ­ნი­კუ­რი საქ­მე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი დაგ­ვეხ­მა­რა, შე­ვაგ­რო­ვეთ სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხა. შემ­დეგ ვფიქ­რობ­დით ვის­თ­ვის გა­დაგ­ვე­ცა ჯილ­დო – შერ­ჩე­ვი­სას მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი გახ­და ნი­ნო აბუ­ლა­ძის ხედ­ვის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა – რო­გო­რი უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი. პრინ­ციპ­ში, წლე­ვან­დელ ათე­ულ­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამ კრი­ტე­რი­უ­მებს ყვე­ლა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ამი­ტო­მაც, პრი­ზის მფლო­ბე­ლი ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა.“

პრი­ზი წლე­ვან­დელ ფი­ნა­ლისტს, ათე­ულ­თა კლუ­ბის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და წევრს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელს, სო­ფიო ბა­ჩი­ლა­ვას ერ­გო.

სო­ფიო იხ­სე­ნებს კონ­კურ­სის პირ­ველ წელს, რო­ცა ბა­თუმ­ში, ბილ­ბორ­დებ­ზე, სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის მას­წავ­ლებ­ლებს უყუ­რებ­და, ვე­რას­დ­როს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამ სივ­რ­ცე­ში ოდეს­მე მი­სი ად­გი­ლიც იქ­ნე­ბო­და. ამ­ბობს, რომ პი­რა­დად არც ნი­ნო მას­წავ­ლე­ბელს იც­ნობ­და, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თით­ქოს, სწო­რედ ნი­ნო აახ­ლო­ებ­და თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს ამ სივ­რ­ცეს­თან. „ნი­ნოს პი­რა­დად არას­დ­როს შევ­ხ­ვედ­რი­ვარ, მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რად ვიც­ნობ­დი, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტ­ში გა­და­ვიკ­ვე­თეთ, თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და იმის­თ­ვის, რომ მოვ­ხიბ­ლუ­ლი­ყა­ვი მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ვა­დევ­ნებ­დი თვალს მის საქ­მი­ა­ნო­ბას, ვეც­ნო­ბო­დი მის პრაქ­ტი­კას და ვხვდე­ბო­დი, რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი  – მუდ­მი­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი და გა­ბე­დუ­ლი. თა­ნაც, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებ­საც გვი­ზი­ა­რებ­და და ასე შო­რი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად ახერ­ხებ­და და დღემ­დე ახერ­ხებს ჩვენს შთა­გო­ნე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ თურ­მე, ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნი­ნო სი­ცოცხ­ლის­თ­ვის იბ­რ­ძო­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი მი­სი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით. რო­დე­საც ნა­თია ავი­და სცე­ნა­ზე და ნი­ნო­ზე და­იწყო სა­უ­ბა­რი, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დარ­ბაზ­შიც და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თა­ნაც უამ­რავ ადა­მი­ანს მო­ე­რია ცრემ­ლი, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვი­ყა­ვი. ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის პრი­ზის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ რომ თქვა, გო­ნე­ბა­ში გა­მი­ელ­ვა, რა კარ­გი რამ მო­უ­ფიქ­რე­ბი­ათ-მეთ­ქი და უცებ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი გა­ვი­გო­ნე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ წელს სწო­რედ მე მხვდა წი­ლად ეს პრი­ზი. ემო­ცი­ე­ბის ზღვა იყო. არ ვი­ცი სცე­ნა­ზე რო­გორ მო­ვუ­ყა­რე სიტყ­ვებს თა­ვი, ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი, ტი­რი­ლი არ და­მეწყო. მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ათე­უ­ლის კლუ­ბის წევ­რებს, მე რომ მან­დეს ეს სტა­ტუ­სი, ჩემ­თ­ვის ეს უდი­დე­სი პა­ტი­ვია. იმ წა­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც ნა­თი­ამ ჩე­მი სა­ხე­ლი გა­მო­აცხა­და, დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, სა­ო­ცარ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობ და ეს მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბი არ არის, ყო­ველ­დღი­უ­რად ვფიქ­რობ, რა გა­ვა­კე­თო ისე­თი, რი­თაც ამ პრი­ზის ფლო­ბის ღირ­სი ვიქ­ნე­ბი“ – ამ­ბობს სო­ფიო ბა­ჩი­ლა­ვა.

ჩემ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან გა­მარ­ტივ­და პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე – რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი? ისე­თი, რო­გო­რიც იყო ნი­ნო აბუ­ლა­ძე – მებ­რ­ძო­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი! სა­მა­გა­ლი­თო მა­ში­ნაც კი, რო­ცა ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე იდ­გა. ამას ლა­დო აფხა­ზა­ვას სიტყ­ვებ­საც და­ვა­მა­ტებ – „ნი­ნო არას­დ­როს ტი­რო­და, ის ყო­ველ­თ­ვის იბ­რ­ძო­და!“ მე­გობ­რე­ბის­თ­ვის კი, ნი­ნო იყო ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო საყ­რ­დე­ნი და კო­ლე­გე­ბის­თ­ვის – გამ­ბე­და­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძე: „ნი­ნო იყო ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და უზო­მოდ ენერ­გი­უ­ლი. შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა, გამ­ხ­ნე­ვე­ბა. სა­ოც­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თა­ვის საქ­მე­ზე, საგ­ნებ­ზე (ის­ტო­რია და სა­მო­ქა­ლა­ქო განა­თ­ლე­ბა), რო­მელ­საც ას­წავ­ლი­და. ავად­მ­ყო­ფო­ბის დრო­საც კი, ერ­თი წა­მით არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, ქმნი­და რე­სურ­სებს, ატა­რებ­და ტრე­ნინ­გებს, აქეთ გვამ­ხ­ნე­ვებ­და. მი­სი ასე­თი შე­მარ­თე­ბა ყვე­ლას­თ­ვის სამ­აგა­ლი­თო იყო, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი. არ არის მარ­ტი­ვი იცო­დე, რომ ასეთ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რ­ძ­ვი და არ და­ყა­რო ფარ-ხმა­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნი­ნო იქ­ცა იმის მა­გა­ლი­თად, ერ­თი მხრივ, რო­გორ იბ­რ­ძო­ლო და მე­ო­რე მხრივ, დატ­კ­ბე შე­ნი საქ­მით. სულ ბავ­შ­ვებ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­ზე ფიქ­რობ­და, ასე­ვე, მუდ­მი­ვად ფიქ­რობ­და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე – რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ხვა­ლინ­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რო­გორ რე­სურსს შექ­მ­ნი­და. ნამ­დ­ვი­ლად მი­სა­ბა­ძი იყო. კი­დევ ერ­თხელ გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ის ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, არას­დ­როს ხუ­ჭავ­და თვალს პრობ­ლე­მებ­ზე, ყო­ველ­თ­ვის ღი­ად სა­უბ­რობ­და და მზად იყო მათ მო­საგ­ვა­რებ­ლად.“

ეკა წუ­ლუ­კი­ძე: „ჩემს მო­გო­ნე­ბებ­ში ნი­ნო დარ­ჩე­ბა ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც იყო იქ, სა­დაც სი­მარ­თ­ლეს დაც­ვა სჭირ­დე­ბო­და – ის ყო­ველ­თ­ვის იბ­რ­ძო­და სა­კუ­თა­რი და სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ის იყო კო­ლე­გა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის და­უ­ზარ­ლად გვი­ზი­ა­რებ­და სა­უ­კე­თე­სო ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას; მე­გო­ბა­რი – რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ერ­თ­გუ­ლე­ბა, სი­კე­თე და თა­ნად­გო­მა. ნი­ნომ არა­ერ­თხელ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და გვას­წავ­ლა ურ­თი­ერ­თ­თა­ნად­გო­მის ფა­სი. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი სურ­ვი­ლი, ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ის აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გა საქ­მი­ა­ნო­ბას, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა ფონ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­მუ­შაო სქე­მა, შე­ი­მუ­შა­ვა წეს­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ამ და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბამ დაწყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ გვე­ყო­ფა ძა­ლა და ნი­ნოს სურ­ვილს შე­ვას­რუ­ლებთ – მის დაწყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ნი­ნომ გვას­წავ­ლა, რო­გორ უნ­და იცხოვ­როს ადა­მი­ან­მა, რომ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რ­ძოს არ­სე­ბო­ბა.“

თეა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი: „ნი­ნო აბუ­ლა­ძეს­თან მა­იკ­რო­სოფ­ტის ექ­ს­პერ­ტო­ბამ და მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ­მა ჯილ­დომ და­მა­ახ­ლო­ვა. ხუ­თე­უ­ლის წევ­რო­ბამ ოჯა­ხი­ვით შეგ­ვ­კ­რა მას­წავ­ლებ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო… სა­ოც­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თა­ვის პრო­ფე­სი­ა­სა და ბავ­შ­ვებ­ზე. ნი­ნო მხო­ლოდ ერ­თი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ იყო, ის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. თა­ვი­სი პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბაც უყ­ვარ­და და შენს გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გულ­დას­მით ეც­ნო­ბო­და. მახ­სოვს, რო­გორ ქმნი­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კლუბს და რო­გორ ვუც­ვ­ლი­დით იდე­ებს ერ­თ­მა­ნეთს. მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი იყო ახალ პრო­ექ­ტებ­სა თუ კონ­კურ­სებ­ში. არ ის­ვე­ნებ­და და არც სხვას აძ­ლევ­და მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა, ერთ-ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ნი­ნოს გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ი­მარ­თა, ნი­ნოს ნა­მო­წაფ­რის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც უზო­მოდ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით სა­უბ­რობ­და ყო­ფილ მას­წავ­ლე­ბელ­ზე. თუნ­დაც ერ­თი ასე­თი მად­ლი­ე­რი მოს­წავ­ლე რომ გყავს, ეს ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ ნი­ნოს კი­დევ ბევ­რი სა­სი­კე­თო საქ­მის კე­თე­ბა არ დას­ცალ­და.“

რა მაც­დუ­რია მზით სავ­სე დღე… მაგ­რამ სი­ცოცხ­ლ­ეზე უფ­რო ძვირ­ფა­სი სხვა რამ არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში?!

⇒  ეს სიტყ­ვე­ბი ნი­ნო აბუ­ლა­ძემ ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის 2020 წლის 31 მარტს და­წე­რა, მა­შინ, რო­ცა პან­დე­მია ძა­ლას იკ­რებ­და და ქვე­ყა­ნამ გა­მო­სა­ვა­ლი სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნით გა­დაწყ­ვი­ტა. განათლების კო­ა­ლი­ცი­ას­თან ერ­თად წა­მო­ვიწყეთ პრო­ექ­ტი – „დარ­ჩი სახ­ლ­ში“, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს წევ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებ­დ­ნენ და მშობ­ლებს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ.

მკითხ­ველს კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებთ ნი­ნო აბუ­ლა­ძის მო­წო­დე­ბებს.

✔️🟧პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას ვეტყ­ვი, #დარ­ჩით­სახ­ლ­ში და ერ­თად ვი­ფიქ­როთ, რო­გორ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ერ­თ­მა­ნეთს დღეს იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხვალ ჩვენ მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თი. აქ­ვე გეტყ­ვით იმას, რა­საც მუ­დამ ვე­უბ­ნე­ბი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს – მო­დი, ვის­წავ­ლოთ შეც­დო­მებ­ზე, გა­ვი­ზი­ა­როთ სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ შექ­მ­ნი­ლი საფ­რ­თხე და დავ­ფიქ­რ­დეთ – ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სახ­ლ­ში ყოფ­ნით რამ­დენ ადა­მი­ანს და­ვი­ცავთ იმ სა­შიშ­რო­ე­ბი­სა­გან, რაც უხი­ლავ მტერს ჰგავს – ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ხსნა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნაა.

✔️🟧 მეს­მის, რა ძნე­ლია მხო­ლოდ აივ­ნი­დან, ფან­ჯ­რი­დან გა­ზაფხუ­ლის სურ­ნე­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა. გა­სა­გე­ბია, რა მაც­დუ­რია მზით სავ­სე დღე; ისიც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ ეკა­მა­თე­ბით უხი­ლავ მტერს (ქალ­ბა­ტონს ან ბა­ტონს) კო­რო­ნა­ვი­რუსს, რო­მელ­მაც საზღ­ვ­რე­ბი შე­მო­გი­ხა­ზათ. ამი­ტომ, მო­დი, ერ­თად ვი­ფიქ­როთ, რო­გორ შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ გა­ზაფხუ­ლი ჩვენს სახ­ლებ­ში.

✔️🟧 ადა­მი­ა­ნებს დღეს უჭირთ რე­ა­ლუ­რად გა­ი­აზ­რონ სა­შიშ­რო­ე­ბა. ეს ხომ ბევრ პრობ­ლე­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?! მაგ­რამ გა­ნა სი­ცოცხ­ლე­ზე უფ­რო ძვირ­ფა­სი სხვა რამ არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში?! დღეს კი, ჩვენ ამ ქვეყ­ნის ის ჯა­რის­კა­ცე­ბი ვართ, ვი­რუსს წინ რომ გა­და­უდ­გე­ბი­ან სახ­ლ­ში იზო­ლა­ცი­ით და კო­რო­ნა­ვი­რუსს თა­ვი­სუფ­ლად სტუმ­რო­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ!

✔️🟧 აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, გან­ვ­მარ­ტოვ­დეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ჩვენს მყუდ­რო ბი­ნებ­ში და ვი­ფიქ­როთ იმ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, გუ­შინ, დრო­ის არ­ქო­ნის გა­მო, რომ ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით!

✔️🟧 მო­დი, გა­ვიხ­სე­ნოთ, რამ­დენ­ჯერ გვი­თა­მა­შია სახ­ლ­ში, თუნ­დაც მა­გი­დის ქვეშ მოწყო­ბილ სა­მე­ფო­ში, მოგ­ვირ­გია რო­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გმი­რე­ბი­სა. სა­ი­დან ჩნდე­ბოდ­ნენ გმი­რე­ბი? ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი­დან, ფილ­მე­ბი­დან, მო­ყო­ლი­ლი ზღაპ­რე­ბი­დან, ანი­მა­ცი­ე­ბი­დან.

✔️🟧 გად­მო­ვა­ლა­გოთ ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თად წა­ი­კითხავთ, მო­ვი­მა­რა­გოთ ფე­რა­დი ფან­ქ­რე­ბი და სა­ხა­ტა­ვი ფურ­ც­ლე­ბი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ფე­რებ­ში ერ­თად გა­ა­ცოცხ­ლებთ თქვენს წარ­მოდ­გე­ნებს. არ გა­მო­გი­ვათ, მე­რე რა, ერ­თად იხა­ლი­სებთ. დად­გით სა­ო­ჯა­ხო სპექ­ტაკ­ლე­ბი; ჩარ­თეთ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი – გა­ა­ცოცხ­ლეთ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, იმოგ­ზა­უ­რეთ უცხო ქვეყ­ნებ­ში.

რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მია! უყუ­რეთ, ისა­უბ­რეთ, იმ­ს­ჯე­ლეთ – ეს ხომ უკ­ვე ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბაა!

✔️🟧 მე სახ­ლ­ში ვარ, ვფიქ­რობ თქვენ­ზე, ვაწყობ სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, ვა­ტა­რებ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს, ვკითხუ­ლობ ბევრს, ვმე­ცა­დი­ნე­ობ უცხო ენა­ში, ვეც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას, ბევრს ვსა­უბ­რობ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ყვე­ლას მო­ვი­კითხავ შო­რი­დან, ვი­ცავ დის­ტან­ცი­ას, აივ­ნი­დან ვე­სა­უბ­რე­ბი გა­ზაფხულს და შე­მომ­ყავს მზი­ა­ნი დღე­ე­ბი და იმე­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც.

✔️🟧ვფიქ­რობ ხვა­ლინ­დელ დღე­ზე და ვებ­რ­ძ­ვი მო­ნატ­რე­ბას. მე ვი­ცი, თუ დღეს ჩვენ შე­ვას­რუ­ლებთ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე ვის­მენთ ტე­ლე­არ­ხე­ბი­დან, აუცი­ლებ­ლად შევ­ძ­ლებთ უხი­ლა­ვი მტრის და­მარ­ცხე­ბას. #დარ­ჩით­სახ­ლ­ში თქვენც; #ესეც­გა­ივ­ლის!

თქვე­ნი ნი­ნო მას­წავ­ლე­ბე­ლი

ლალი ჯელაძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები