3 დეკემბერი, შაბათი, 2022

პარარაგბი – ახალი მიმართულება ბავშვთა პარასპორტის განვითარებისთვის 

spot_img

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის კუთხით, საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი აქამ­დეც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ახ­ლახან კი­დევ ერ­თი სა­სი­კე­თო საქ­მე გა­ა­კე­თა – ბავ­შ­ვ­თა პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, რო­მე­ლიც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის და ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვე­ბის რაგ­ბი­ში ჩაბ­მას ისა­ხავს მიზ­ნად. ვგო­ნებ, ზედ­მე­ტია ამ იდე­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან საქ­მე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლად სეგ­მენტს ეხე­ბა. ამ ბავ­შ­ვებს  ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ისევ რჩე­ბა იმ ქვეყ­ნად, სა­დაც მათ ჯე­რაც უკე­ტა­ვენ სკო­ლის კარ­სა თუ იქით მი­მა­ვალ გზას, სკვე­რებ­ში კი მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ატ­რაქ­ცი­ო­ნებს ამ­ტ­ვ­რე­ვენ. ბო­ლო წლებ­ში ვი­თა­რე­ბა  შე­იც­ვა­ლა და გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გ­მე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის, მაგ­რამ ის, რაც და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში კარ­გა ხნის წინ მო­იხ­ს­ნა დღის წეს­რი­გი­დან, ჩვენ­თან ჯე­რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ რაგ­ბის კავ­შირ­მაც გა­დად­გა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ამ კუთხით. იმე­დია, მათ მიმ­დევ­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დე­ბი­ან.

პა­რა­რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის იდეა რაგ­ბის კავ­ში­რის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯერ მალ­ხაზ ჩა­ჩა­ვას ეკუთ­ვ­ნის, ის თვი­თო­ნაა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რი და  ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო პროგ­რა­მა თა­ვად შექ­მ­ნა, რაგ­ბის კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც –  უკ­ვე 3 კვი­რაა, ამ ბავ­შ­ვე­ბის­გან შერ­ჩე­უ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი თბი­ლის­ში, ნიუ ვი­ჟენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტულ არე­ნა­ზე ვარ­ჯი­შობს. მე­მო­რან­დუ­მიც იქ­ვე გა­ფორ­მ­და, 18 მა­ისს, რომელსაც ხე­ლი მო­ა­წე­რეს რაგ­ბის კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბა­ჩო ხურ­ცი­ძემ და ბავ­შ­ვ­თა პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ხა­თუ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძემ.

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, რომ შშმ და სსსმ ბავ­შ­ვე­ბი კი არ გავ­რი­ყოთ, არა­მედ გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ჩა­კე­ტი­ლი სივ­რ­ცი­დან; ვაჩ­ვე­ნოთ, რომ მა­თაც შე­უძ­ლი­ათ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ამა­ში და­ვარ­წ­მუ­ნოთ რო­გორც მშობ­ლე­ბი, ასე­ვე თა­ვად ეს ბავ­შ­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს გა­აძ­ლი­ე­რებს მათ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და უფ­რო ად­ვი­ლად შეძ­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტი­რე­ბას.

„მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო რაგ­ბის კავ­შირს. პა­რა­რაგ­ბის და­ნერ­გ­ვა ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო, რად­გან ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნი­სა და თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი­სათ­ვის. მე ვი­ყა­ვი „ლე­ლო­ში“ და B ლი­გის შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, რომ თა­მაშს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. გა­მიჩ­ნ­და იდეა და სურ­ვი­ლი, გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ეს პრო­ექ­ტი. რაგ­ბის კავ­ში­რი და სპონ­სო­რე­ბი გვერ­დ­ში და­მიდ­გ­ნენ, რის­თ­ვი­საც დი­დი მად­ლო­ბა მათ. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ად­გე­ბა რო­გორც რაგბის, ასე­ვე – ამ ბავ­შ­ვებს“ – გა­ნაცხა­და მალ­ხაზ ჩა­ჩა­ვამ.

პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა ბა­ჩო ხურ­ცი­ძემ: „რაგ­ბის კავ­ში­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რის ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაგ­ბი აქამ­დე არ იყო ჩარ­თუ­ლი პა­რას­პორ­ტ­ში და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ ამ კე­თილ­შო­ბილ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. დი­დი იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სტა­ბი­ლურ სა­ხეს მი­ი­ღებს და არა­ერთ წე­ლი­წადს გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რის­თ­ვი­საც კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა მალ­ხაზ ჩა­ჩა­ვას.“

ბუ­ნებ­რი­ვია, კმა­ყო­ფი­ლია ხა­თუ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძეც, რო­მე­ლიც მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ამ­ბად მი­იჩ­ნევს: „ეს არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი. რაგ­ბის კავ­ში­რი­სა და მალ­ხაზ ჩა­ჩა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვას დი­დი სი­ხა­რუ­ლით და­ვე­თან­ხ­მეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყობთ ხელს პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ, რე­გი­ო­ნებ­შიც. ნიუ ვი­ჟე­ნის დახ­მა­რე­ბით და მხარ­და­ჭე­რით პრო­ექ­ტ­მა სწრა­ფად წა­ი­წია წინ. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ ამ კე­თილ საქ­მე­ში და ვე­ლო­დე­ბით უფ­რო მეტ მე­გო­ბარს ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის.“

ნო­ნო ან­დღუ­ლა­ძე, რაგ­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის დი­რექ­ტო­რი: „შშმ და სსსმ ბავ­შ­ვე­ბი ამ პრო­ექ­ტით გა­ეც­ნო­ბი­ან და და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან რაგ­ბის. ისი­ნი რაგ­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ერ­თო­ბი­ან და, ამავ­დ­რო­უ­ლად, მოხ­დე­ბა მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია თა­ნა­ტო­ლებ­თან. შე­ვეც­დე­ბით, მათ­თ­ვის მო­ვაწყოთ ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ვა­ტა­როთ სა­ნაკ­რე­ბო თა­მა­შებ­ზე და მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა ჰქონ­დეთ სა­რაგ­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში“.

პა­რა­რაგ­ბი ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ბავ­შ­ვ­თა პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის­თ­ვის – ის და­ე­მა­ტა ფეხ­ბურ­თის, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი­სა და ცხე­ნოს­ნო­ბის გუნ­დებს. რო­გორც ახ­ლო წარ­სულ­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, ამ­ჟა­მად კი სრკ-ს რაგ­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის დი­რექ­ტო­რი ნო­ნო ან­დღუ­ლა­ძე ამ­ბობს, პა­რა­რაგ­ბი­ზე უკ­ვე არის მოთხოვ­ნა ქუ­თა­ი­სი­დან და სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნიც მა­ლე ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან ამ პრო­ექ­ტ­ში.

     

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის კუთხით, რაგ­ბის კავ­ში­რი ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს. ასე­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს „ნიუ ვი­ჟენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ წვლი­ლიც, რო­მე­ლიც ხში­რად გვევ­ლი­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რა­დაც და მას­პინ­ძ­ლა­დაც: მის ბა­ზებ­ზე ხში­რად ტარ­დე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ხო­ლო ბავ­შ­ვ­თა პა­რას­პორ­ტის ასო­ცი­ა­ცი­ის­თ­ვის ეს მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები