25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

პან­დე­მი­ის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის დე­ტა­ლე­ბი

spot_img
წელს, ისე­ვე რო­გორც შარ­შან, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. წლე­ვან­დელ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა, ბო­ლო ორი სას­წავ­ლო წე­ლი, სკო­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში გა­ი­ა­რეს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ შე­დე­გებ­ზეც აისა­ხა. გა­დავ­ხე­დეთ გა­მოც­დე­ბის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზს და შე­ვე­ცა­დეთ, შარ­შან­დელ მო­ნა­ცე­მებ­თან შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა, იყო თუ არა საგ­რ­ძ­ნო­ბი სხვა­ო­ბა ერ­თი წე­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე მყოფ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­სა და წლე­ვან­დელ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის უკ­ვე ორ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე აპ­ლი­კან­ტე­ბის შე­დე­გებს შო­რის.
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 2021 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ში მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოც­დის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­თი­ვე ანა­ლი­ზი გა­მოქ­ვეყ­ნ­და 2020 წელ­საც. სწო­რედ ამ ორი წლის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მა­თი შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ვამ­ზა­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ქვე­მოთ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იყო: რო­მელ სა­გან­ში რამ­დენ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი და რამ­დენ­მა ვერ გა­და­ლა­ხა; რო­მელ სა­გან­ში გა­და­ლა­ხა ზღვა­რი ყვე­ლა­ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და რო­მელ სა­გან­ში იყო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი; რამ­დე­ნი უმაღ­ლე­სი ქუ­ლა და­ი­წე­რა თი­თო­ე­ულ სა­გა­მოც­დო სა­გან­ში და რო­მელ სა­გან­ში და­ი­წე­რა ყვე­ლა­ზე მე­ტი უმაღ­ლე­სი ქუ­ლა; რო­გო­რი იყო თი­თო­ე­ულ სა­გან­ში სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­მოც­დო საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

⇒ ქართული ენა და ლიტერატურა

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 33 647, 2020 — 35 116

2021 წელს, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 7 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მეშ­ვი­დე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 89 აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 95.01%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 95%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 95.19%-მა, IV ვა­რი­ან­ტი — 95.12%-მა, V ვა­რი­ან­ტი — 95.06%-მა, VI ვა­რი­ან­ტი — 94.77%-მა, VII ვა­რი­ან­ტი — 95.01%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 95,03%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გა­და­ლა­ხა — 4.97%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 70, სულ 18 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 1 (70), II — 2 (70), III — 4 (70), IV — 4 (70), V — 5 (70), VI — 1 (70), VII — 1 (66 ქუ­ლა). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 41.85, II — 39.84, III — 39.61, IV — 40.97, V — 41.44, VI — 41.25, VII — 42.93.

2020 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 6 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 93.56%-მა, II ვა­რი­ან­ტი — 94.02%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 93.84%-მა, IV ვა­რი­ან­ტი — 93.63%-მა, V ვა­რი­ან­ტი — 93.75%-მა, VI ვა­რი­ან­ტი — 93.84%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 93.77%-მა, ვერ გა­და­ლა­ხა — 6.23%-მა; ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 70, სულ 20 უმაღლესი ქუ­ლა და­ი­წე­რა, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 2 (70), II — 1 (70), III — 9 (70), IV — 4 (70), V — 2 (70), VI — 2 (70). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 39.48, II — 38.90, III — 40.22, IV — 37.82, V — 37.71, VI — 39.79.

მო­ნა­ცემ­თა შე­და­რე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ 2021 წელს, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მეტ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა, ვიდ­რე 2020 წელს — 95,03%-93.77%, მაგ­რამ 2020 წელს უფ­რო მე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა — 20-18. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ყვე­ლა უმაღ­ლე­სი — 70 ქუ­ლა იყო, გარ­და ერ­თი­სა, 2021 წელს, და­მა­ტე­ბით ვა­რი­ან­ტ­ში — 66 ქუ­ლა. ორი­ვე წელს ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა საგ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, და­ბა­ლია: 4.97%-6.23%, შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­და­ლახ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

⇒ უცხოური ენები

ოთხი­ვე გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 33 287, 2020 — 34 663.

შე­ნიშ­ვ­ნა: 2020 წლის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვინც უცხო­უ­რი ენის გა­მოც­და­ზე ტეს­ტის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა, ოთხი­ვე საგ­ნის­თ­ვის (ინ­გ­ლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი) სა­ერ­თოა — 92%, ასე­ვე, სა­ერ­თო ჯამ­ში, ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 8%-მა ვერ გა­და­ლა­ხა.

ინ­გ­ლი­სუ­რი ენა

2021 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 30 721. სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 7 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მეშ­ვი­დე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 92-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 93.73%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 93.17%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 93.34%-მა, IV ვა­რი­ან­ტი — 93.09%-მა, V ვა­რი­ან­ტი — 94.18%-მა, VI ვა­რი­ან­ტი — 93.87%-მა, VII ვა­რი­ან­ტი — 91.3%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 93.54%-მა გა­და­ლა­ხა, 6.46%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, სულ 192 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 46 (80), II — 37 (80), III — 28 (80), IV — 30 (80), V — 15 (80), VI — 35 (80), VII — 1 (79). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 47.07, II — 46.84, III — 48.12, IV — 48.43, V — 47.21, VI — 48.23, VII — 55.46.

2020 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 31 428. სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 6 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 92.3%-მა, II ვა­რი­ან­ტი — 91.6%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 92.8%-მა, IV ვა­რი­ან­ტი — 92.2%-მა, V ვა­რი­ან­ტი — 92.0%-მა, VI ვა­რი­ან­ტი — 91.5%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, სულ 120 უმაღლესი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 10 (80), II — 34 (80), III — 26 (80), IV — 12 (80), V — 11 (80), VI — 27 (80). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 43.98, II — 45.17, III — 42.55, IV — 44.65, V — 43.10, VI — 46.48.

რო­გორც ვხე­დავთ, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ოდ­ნავ მეტ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­და­ლა­ხა, ვიდ­რე 2020 წელს — 93.54%-92%; ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 6.46%-8%. გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, წელს ბევ­რად მე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა: 192-120, აქე­დან ყვე­ლა უმაღ­ლე­სი — 80 ქუ­ლაა, გარ­და ერ­თი­სა, 2021 წელს, VII და­მა­ტე­ბით ვა­რი­ან­ტ­ში — 79.

რუსული ენა

2021 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 2 137. რუ­სუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 3 ვა­რი­ან­ტი იყო, მე­სა­მე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 9 აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 88.27%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II — 86.79%-მა, III — 88.9%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 87.51%-მა, ვერ გა­და­ლა­ხა — 12.49%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, სულ 34 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 16 (80), II — 17 (80), III — 1 (76 ქუ­ლა). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 47.53, II — 51.52, III — 45.44.

2020 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 2 764. სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 81.8%-მა, II ვა­რი­ან­ტი — 82.3%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, სულ 22 უმაღლესი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 9 (80), II — 13 (80). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 43.87, II — 46.43.

რუ­სუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნაკ­ლებ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 87.51%-92%, შე­სა­ბა­მი­სად, წელს მა­ღა­ლი იყო ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 12.49%-8%. უმაღ­ლე­სი ქუ­ლა, 2021 წელს, მე­ტი და­ფიქ­სირ­და: 34-22.

გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად შემ­ცირ­და გა­მოც­დის რუ­სულ ენა­ზე ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც გარ­კ­ვე­ულ და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს — მე­ტი ახალ­გაზ­რ­და ეუფ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენას — ქარ­თულს.

გერმანული ენა

2021 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 381. გერ­მა­ნუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო, მე­ო­რე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 5-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 93.34%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II — 100%-მა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 91,34%-მა გა­და­ლა­ხა, ვერ გა­და­ლა­ხა — 8.66%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, სულ 5 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 4 (80), II — 1 (76). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 49.74, II — 55.00.

2020 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 384, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის ვა­რი­ან­ტი — 1. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 91.4%-მა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, სულ 9 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა, ყვე­ლა — 80; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 49.00.

გერ­მა­ნუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ოდ­ნავ ნაკ­ლებ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 91,34%-92%, შე­სა­ბა­მი­სად, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც წელს ცო­ტა­თი უფ­რო მა­ღა­ლი იყო — 8.66%-8%; უმაღ­ლე­სი ქუ­ლა 2020 წელს მე­ტი და­ი­წე­რა: 5-9.

ფრანგული ენა

2021 წელს ფრან­გუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 48, ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, — 89.58%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 89.58%-მა, ვერ გა­და­ლა­ხა — 10.42%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 2 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, ორი­ვე — 78; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 46.89.

2020 წელს გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 87, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის — 1 ვა­რი­ან­ტი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, 82.8%-მა გა­და­ლა­ხა, 17.2%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 74; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 40.70.

ფრან­გუ­ლი ენის გა­მოც­და­ზე, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მეტ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 89.58%-82.8%; ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 10.42%-17.2%. უმაღ­ლე­სი ქუ­ლაც, წელს, შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი და­ფიქ­სირ­და: 78-74.

შე­ნიშ­ვ­ნა: უცხო­უ­რი ენე­ბის გა­მოც­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რად­გან სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ში, ოთხი­ვე საგ­ნის­თ­ვის, სა­ერ­თო პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა მო­ტა­ნი­ლი იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის, ვინც უცხო­უ­რი ენის გა­მოც­და­ზე ტეს­ტის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა და არა თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის ცალ-ცალ­კე, შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზიც უფ­რო ზო­გად სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტულ საგ­ნებს შო­რის სხვა­ო­ბას. გა­მო­ნაკ­ლი­სია ფრან­გუ­ლი ენის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი, რად­გან აქ, ორი­ვე წელს, ტეს­ტის თი­თო-თი­თო ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ სა­გან­ში დამ­დ­გარ შე­დეგს გვიჩ­ვე­ნებს.

⇒ მათემატიკა

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 11 976, 2020 — 11 997

2021 წელს, მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 3 ვა­რი­ან­ტი იყო, მე­სა­მე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 31-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 83.57%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 81.70%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 83.87%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 82.65%-მა­ გა­და­ლა­ხა, 17.35%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 51, სულ 14 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 5 (51), II — 8 (51), III — 1 (46). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 19.51, II — 19.91, III — 21.74.

2020 წელს, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 82.4%-მა, II ვა­რი­ან­ტი — 82.6%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 82.5%-მა, ვერ გა­და­ლა­ხა — 17.5%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 59, სულ 13 უმაღლესი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 6 (59), II — 7 (59). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 21.43, II — 22.95.

მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის შე­და­რე­ბამ, ორი­ვე წელს, სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი გვიჩ­ვე­ნა — თით­ქ­მის თა­ნა­ბა­რია ძი­რი­თა­დი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი: აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა — 82.65%-82.5%; ვერ გა­და­ლა­ხა — 17.35%-17.5%; მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 14-13. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18%-მდეა აწე­უ­ლი.

⇒ ისტორია

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 20 431, 2020 — 21 553

2021 წელს, ის­ტო­რი­ის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 5 ვა­რი­ან­ტი იყო, მე­ხუ­თე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 77-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 92.22%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 93.17%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 93.33%-მა, IV ვა­რი­ან­ტი — 92.40%-მა, V ვა­რი­ან­ტი — 92.21%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 92.78%-მა გა­და­ლა­ხა, 7.22%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 60, სულ 17 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 4 (60), II — 3 (59), III — 8 (59), IV — 1 (60), V — 1 (55). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 32.29, II — 29.46, III — 27.62, IV — 30.03, V — 32.43.

2020 წელს, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 4 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 94.1%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 95.2%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 95.0%-მა, IV ვა­რი­ან­ტი — 94.2%-მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 94.6%-მა გა­და­ლა­ხა, 5.4%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 60, სულ 10 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან: I ვა­რი­ან­ტი — 2 (60), II — 3 (60), III — 4 (60), IV — 1 (60). სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­და­ნა­წილ­და: I ვა­რი­ან­ტი — 28.49, II — 32.75, III — 31.91, IV — 34.97.

ის­ტო­რი­ის გა­მოც­და­ზე, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნაკ­ლებ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 92.78%-94.6%, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით, ორი­ვე წელს, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია; 2021 წელს ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც უფ­რო მა­ღა­ლი იყო — 7.22%-5.4% და მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაც მე­ტი და­ფიქ­სირ­და— 17-10.

⇒ ლიტერატურა

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 738, 2020 — 845

2021 წელს, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო (მე­ო­რე — და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც 6-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა წე­რა, სტა­ტის­ტი­კა­ში ასა­ხუ­ლი არ არის). მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 97.04%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 97.04%-მა, 2.96%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 70, და­ი­წე­რა 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 67; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა იყო 43.38.

2020 წელს, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 93.85%-მა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 93.85%-მა გა­და­ლა­ხა, 6.15%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 70, და­ი­წე­რა 2 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, ორი­ვე — 67; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 39.77.

2021 წელს, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მეტ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 97.04%-93.85%; სხვა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2020 წელს უფ­რო მა­ღა­ლი იყო: 2.96%-6.15%; მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 1-2.

⇒ ზოგადი უნარები

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 3 600, 2020 — 4 006

შე­ნიშ­ვ­ნა: 2020 წლის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვინც ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე ტეს­ტის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, სა­ერ­თოა რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე რუ­სუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის­თ­ვის და უდ­რის 88.96%-ს, შე­სა­ბა­მი­სად, ვინც ვერ გა­და­ლა­ხა — 11.04%-ს.

ქართულ ენაზე

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 1 240, 2020 — 1 857

2021 წელს ზო­გა­დი უნა­რე­ბის (ქარ­თულ ენა­ზე) სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 91.05%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 100%-მა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 91.08%-მა, ვერ გა­და­ლა­ხა — 8.92%-მა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 2 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი— 76, II ვა­რი­ან­ტი — 63; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი— 45.90, II ვა­რი­ან­ტი — 47.20.

2020 წელს ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 57.11%-მა, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 42.89%. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 77; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 42.47.

2021 წელს, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, ქარ­თულ ენა­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ბევ­რად მეტ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­და­ლა­ხა: 91.08%-57.11%; შე­სა­ბა­მი­სად, 2020 წლის ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რად მა­ღა­ლია: 8.92%-42.89%. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, 2021 წელს, ერ­თით მე­ტი და­ი­წე­რა: 2-1.

აზერბაიჯანულ ენაზე

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 1 847, 2020 — 1 742

2021 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 3 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 67.99%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 66.36%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 64.20%-მა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 66.10%-მა გა­და­ლა­ხა, — 33.90%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 3 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი— 69, II — 66, III — 65; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი— 26.47, II — 28.25, III — 31.05.

2020 წელს ტეს­ტის 3 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა: I ვა­რი­ან­ტი — 91.67%-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, II ვა­რი­ან­ტი — 66.08%-მა, III ვა­რი­ან­ტი — 88.96%-მა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 5 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი— 68 (1), II — 66 (1), III — 63 (3); სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი— 27.08, II — 27.63, III — 28.52.

2021 წელს, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ბევ­რად ნაკ­ლებ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 66.10%-88.96%, შე­სა­ბა­მი­სად, 2021 წელს ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო: 33.9%-11.04%; უმაღ­ლე­სი ქუ­ლა — 3-5.

სომხურ ენაზე

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 502, 2020 — 395

2021 წელს ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 63.15%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რიც გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 63.15%-მა გა­და­ლა­ხა, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 36.85%. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 67. სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 29.12.

2020 წელს ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 56.28%-მა, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 43.72%. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 63; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 29.63.

2021 წელს, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, სომ­ხურ ენა­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მეტ­მა პრო­ცენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 63.15%-56.28%, შე­სა­ბა­მი­სად, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2020 წელს შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი იყო: 36.85%-43.72%; ორი­ვე წელს — 1-1 უმაღ­ლე­სი ქუ­ლა.

რუსულ ენაზე

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 11, 2020 — 12

2021 წელს ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 72.73%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რიც — გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 72.73%-მა, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 27.27%. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 64. სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 38.27.

2020 წელს ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ქუ­ლე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­ლა­ხა 59.39%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რიც — გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 59.39%-მა, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 40.61%. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 80, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 65; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 42.42.

2021 წელს, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, რუ­სულ ენა­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა: 72.73%-59.39%, შე­სა­ბა­მი­სად, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2020 წელს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო: 27.27%-40.61%. ორი­ვე წელს, 1-1 უმაღ­ლე­სი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და.

შე­ნიშ­ვ­ნა: ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რი­სას, აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას, რომ ისე­ვე, რო­გორც უცხო­უ­რი ენე­ბის გა­მოც­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რად­გან 2020 წლის სტა­ტის­ტი­კურ ანა­ლიზ­ში, ოთხი­ვე საგ­ნის­თ­ვის, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ერ­თო პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა მო­ტა­ნი­ლი, ვინც უცხო­უ­რი ენის გა­მოც­და­ზე ტეს­ტის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა და არა თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის ცალ-ცალ­კე, შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზიც უფ­რო ზო­გად სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტულ საგ­ნებს შო­რის სხვა­ო­ბას. გა­მო­ნაკ­ლი­სია ქართულ, სომ­ხურ და რუსულ ენებ­ზე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი, რად­გან აქ, ორი­ვე წელს, ტეს­ტის თი­თო-თი­თო ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ სა­გან­ში დამ­დ­გარ შე­დეგს გვიჩ­ვე­ნებს.

თვალ­სა­ჩი­ნოა კი­დევ ერ­თი ტენ­დენ­ცია — ბევ­რად იკ­ლო გა­მოც­დის რუ­სულ ენა­ზე ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, რაც, ვფიქ­რობთ, რომ და­დე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით 2020 წელს, რო­დე­საც სა­მი გა­მოც­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში (ქარ­თულ, სომ­ხურ და რუ­სულ ენებ­ზე), იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ვერ გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 40%-იან ნიშ­ნულ­ზე მე­ტია. შე­და­რე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, აქ ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 33.9%-11.04%-ია.

⇒ გეოგრაფია

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021— 524, 2020 — 829

2021 წელს, გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 64.38%-მა გა­და­ლა­ხა, შე­სა­ბა­მი­სად, 35.62%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 60, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 55; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 21.51. და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი წე­რა ერ­თ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, რო­მელ­მაც მი­ი­ღო 15 ქუ­ლა.

2020 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა 59.83%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, 40.17%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 60, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 60; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 20.32.

გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­და­ზე, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა — 64.38%-59.83%. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელს უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ 2020 წელს, გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­და­ზე, ჩაჭ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი — 40%-ზე მე­ტი და­ფიქ­სირ­და — 35.62%-40.17%. ორი­ვე წელს 1-1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა.

⇒ ფიზიკა

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 153, 2020 — 201

2021 წელს, ფი­ზი­კის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 68.83%-მა გა­და­ლა­ხა, შე­სა­ბა­მი­სად, 31.17%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 63, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 61; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 24.52. და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი წე­რა ერ­თ­მა კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბულ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, რო­მელ­მაც მი­ი­ღო 16 ქუ­ლა.

2020 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა 60.2%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, 39.8%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 75, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 74; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 27.01.

2021 წელს ფი­ზი­კის გა­მოც­და­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა — 68.83%-60.2%; ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ორი­ვე წელს, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო — 31.17%-39.8%; ორი­ვე წელს — 1-1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა.

⇒ ქიმია

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 2095, 2020 — 2238

2021 წელს, ქი­მი­ის გა­მოც­და­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო, და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 8 აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, I ვა­რი­ან­ტ­ში, გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 83.85%-მა გა­და­ლა­ხა, II ვა­რი­ან­ტ­ში — 100%-მა, პირ­ველ ვა­რი­ან­ტ­ში ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 16.15% იყო. სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 83.91%-მა გა­და­ლა­ხა, 16.09%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 63, და­ფიქ­სირ­და 13 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტ­ში — 12 (63), II ვა­რი­ან­ტ­ში — 1 (51) ; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტ­ი — 34.75, II — 36.75.

2020 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა 75.6%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, 24.4%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 75, და­ფიქ­სირ­და 1 უმაღ­ლე­სი ქუ­ლა; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 34.89.

ქიმიის გა­მოც­და­ზე, 2021 წელს, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა — 83.91%-75.6%, შე­სა­ბა­მი­სად, ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2020 წელს ბევ­რად მა­ღა­ლი იყო — 16.09%-24.4%; მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა კი 2021 წელს ბევრად მეტი დაიწერა — 13-1; უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ 2021 წელს, ქი­მი­ის გა­მოც­და­ზე, და­მა­ტე­ბით ვა­რი­ან­ტ­ში, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო.

⇒ ბიოლოგია

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 2730, 2020 — 3084

2021 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 2 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი 10-მა კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბულ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და­წე­რა. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, I ვა­რი­ან­ტ­ში, გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 91.47%-მა გა­და­ლა­ხა, II ვა­რი­ან­ტ­ში — 100%-მა, პირ­ველ ვა­რი­ან­ტ­ში ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8.53% იყო. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 70, და­ი­წე­რა 5 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი — 4 (69), II ვა­რი­ან­ტი — 1 (64); სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა: I ვა­რი­ან­ტი — 42.19, II — 52.60.

2020 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა 91.3%-მა, შე­სა­ბა­მი­სად, 8.7%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 70, 21 უმაღლესი ქუ­ლა და­ი­წე­რა — 70; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 43.49.

ბი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­და­ზე, ორი­ვე წელს, თით­ქ­მის თა­ნა­ბა­რი იყო იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ვინც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა — 91.47%-91.3%. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, სხვა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად თანაბარია ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც: 8.53%-8.7%. 2020 წელს ბევ­რად მე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ფიქ­სირ­და— 5-21.

⇒ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 2021 — 42, 2020 — 40

2021 წელს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 76.74%-მა გა­და­ლა­ხა, 23.26%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 70, და­ფიქ­სირ­და 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 60; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 35.79. და­მა­ტე­ბი­თი ვა­რი­ან­ტი ერ­თ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა წე­რა, რო­მელ­მაც 52 ქუ­ლა მი­ი­ღო.

2020 წელს, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის 1 ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი 70%-მა გა­და­ლა­ხა, შე­სა­ბა­მი­სად, 30%-მა ვერ გა­და­ლა­ხა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა იყო 70, და­ი­წე­რა 1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 60; სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა — 31.07.ტ სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­და­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, 2021 წელს, მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა— 76.74%-70%, შე­სა­ბა­მი­სად — ჩაჭ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია — 23.26%-30%; ორი­ვე წელს 1-1 მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა და­ი­წე­რა.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები