17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

პანდემიის პირობებში ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ – შეხვედრების სერია

გაეროს ბავშვთა ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდთან“ თანამშრომლობით, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში, 750 მოზარდისთვის პანდემიის პირობებში ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების სერია გამართა.

პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“ ფარგლებში, პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცა 1000-მდე მოზარდს და ახალგაზრდას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.

გარდა პირისპირ შეხვედრებისა, ჩატარდა სამი ვებინარი, რომელსაც ჯამში 165 მოხალისე დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება