23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ოცდაცამეტი მზე

spot_img

საზღვართან მყოფი მგზავრი აცრემლებული თვალებით შესცქერის მშობლიურ მხარეს. მეგობრებს არ გაუცილებიათ, დედ-მამას ალერსით არ შეუხედავს, ნაცნობებს არ მოუკითხავთ, იდუმალი მწუხარებით არავის შეუხედავს, უკან მოხედვის ეშინოდა, იცოდა გული განშორებას ვერ გაუძლებდა. მისი წასვლით სამშობლომ კიდევ ერთი ქართველი დაკარგა.

მოკვდა უცხოეთში.

დარდითა და მონატრებით დაავადდა, არავითარმა წამალმა არ უშველა, – ამბობდა პროფესორი.

ცხედარი გამოიკვლიეს.

ექიმმა, გაკვირვებულმა, წამოიძახა:

– მეგობრებო, სისხლი! სითხე, სისხლზე წითელი!

სიცოცხლით, სიკვდილითა და სიყვარულით დაკავშირებული დაბადებასთან!

გზავნილით თავზარდაცემული და სიამაყით აღსავსე დედა შევიდა შვილის ოთახში დასატირებლად: ასე რამ გარდაქმნა შენი სისხლი? ნუთუ, მართლა, ზეციური სხივითაა გასხივოსნებული?!

დედის ქვითინში ქართულმა ანბანმა ასე გაიჟღერა:

– მე გარდავქმენი, ვკვებე წარსულით, ვესაუბრებოდი აწმყოზე და ვაიმედებდი მომავლით!

ანასტასია გიგინეიშვილი

სამტრედიის №2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები