4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ოყუ­რე­შის სა­ჯა­რო სკო­ლა

spot_img

ვინც კი მოხ­ვ­დე­ბა ულა­მა­ზეს ლეჩხუ­მის მხა­რე­ში, ხვამ­ლის მთის ძი­რას მდე­ბა­რე სო­ფელ ოყუ­რეშ­ში, მის ყუ­რადღე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­იპყ­რობს სოფ­ლის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა სა­უ­კე­თე­სო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით. ეს სკო­ლაა, ჩვე­ნი სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა, გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ი­თა და დღე­ვან­დე­ლო­ბით, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის ჩვენს მხა­რე­ში, მათ შო­რის, მეც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 42 წე­ლია, ოყუ­რეშ­ში ვცხოვ­რობ.

ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ იმას, რი­სი მო­ძი­ე­ბაც შევ­ძე­ლი მოკ­ლე დრო­ში, მაგ­რამ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, კვლავ ვაგ­რ­ძე­ლებ ჩვე­ნი სოფ­ლი­სა და სკო­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ თა­ო­ბას, ჩვე­ნი სკო­ლის აღ­საზ­რ­დ­ლებს მე­ტი ეცო­დი­ნე­ბათ თა­ვი­ან­თი ფეს­ვე­ბის, თა­ვი­ან­თი სოფ­ლის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

სო­ფელ ოყუ­რე­შის მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, დიდ­გ­ვა­რო­ვან­თა (ჩი­ქო­ვა­ნე­ბი, გე­ლო­ვა­ნე­ბი, ახ­ვ­ლე­დი­ა­ნე­ბი, ყუ­რაშ­ვი­ლე­ბი) სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ მათ კარ­გად ეს­მო­დათ გა­ნათ­ლე­ბის ფა­სი და, რაც შე­ეძ­ლოთ, არა­ფერს იშუ­რებ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თ­ვის წე­რა-კითხ­ვის შე­სას­წავ­ლად – სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ხსნიდ­ნენ სკო­ლებს. ცნო­ბი­ლია, რომ პირ­ვე­ლი ასე­თი სკო­ლა თა­ვად მე­ლი­ტონ მან­და­რი­ას გა­უხ­ს­ნია. აქ და სხვა­გა­ნაც, წე­რა-კითხ­ვის გარ­და, სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლებს ას­წავ­ლიდ­ნენ ბრძნულ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მებს, აფო­რიზ­მებს „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“, ხალ­ხუ­რი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუ­შებს, ბიბ­ლი­ურ თქმუ­ლე­ბებს… მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1875 წელს, ცა­გე­რის რა­ი­ო­ნის სამ სო­ფელ­ში, მათ შო­რის, ოყუ­რეშ­ში, გა­იხ­ს­ნა ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი დაწყე­ბი­თი სკო­ლა; 1886, 1892, 1900 და 1904 წლებ­ში ოყუ­რე­შის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და – 47 მოს­წავ­ლე (ყვე­ლა ვა­ჟი), 52 (სა­მი ქა­ლი), 76 (ყვე­ლა ვა­ჟი) და 27 ( ყვე­ლა ვა­ჟი). სხვა­დას­ხ­ვა დროს მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­დ­ნენ: გი­ორ­გი თაგ­ვა­ძე, ბი­ჭი­კო მუშ­კუ­დი­ა­ნი, პეტ­რე ცქი­ტიშ­ვი­ლი, იოსებ მა­მარ­დაშ­ვი­ლი, მე­ლი­ტონ ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ცნო­ბი­ლია, რომ ოყუ­რეშ­ში, კერ­ძოდ, ამ­ჟა­მინ­დელ სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, XVIII სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სია იდ­გა. ჩვე­ნამ­დე, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ დი­მიტ­რი ერ­მა­კო­ვის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა მოღ­წე­უ­ლი. ეკ­ლე­სია კო­მუ­ნის­ტებ­მა, 1923-26 წწ, და­ან­გ­რი­ეს. საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა ძვე­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მაც გა­ა­უქ­მა, რა­საც შრო­მის სკო­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოჰ­ყ­ვა. სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­დან ამო­ი­ღეს საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კურ მოთხოვ­ნებს არ პა­სუ­ხობ­და; და­კა­ნონ­და სკო­ლის ერ­თი­ა­ნი ტი­პი – ოთხი წე­ლი დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ნორ­მა­ლურ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბად იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი, ათე­ის­ტუ­რი აღ­ზ­რ­და – აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბად.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1975-77 წწ, ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბის­გან (სო­ფელ­ში მოჭ­რი­ლი თლი­ლი ქე­ვე­ბის­გან) ოყუ­რეშ­ში აშენ­და სკო­ლა, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სტა­ტუ­სით, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დ­ნენ არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი, არა­მედ ისუნ­დ­რის, ოფიტ­რის, მა­ხუ­რის, ზუ­ბის, აღ­ვის მკვიდ­რ­ნი.

სამასწლიანი მუხა

სკო­ლის ეზო­ში დღე­საც დგას 300-წლი­ა­ნი მუ­ხა, რო­მელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ზა­რი, დი­ლის 8 სა­ათ­ზე ირე­კე­ბო­და და ახალ­გაზ­რ­დებს სწავ­ლის­კენ უხ­მობ­და.

ოყუ­რე­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და ტე­რი­ტო­რი­ი­თაც, ერთ-ერ­თი დი­დი სო­ფე­ლია რა­ი­ონ­ში, ამი­ტომ სოფ­ლის ზე­და ნა­წილ­შიც არის სკო­ლა, რომ­ლის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია არ ვი­ცით, მაგ­რამ 2023-2024 სას­წავ­ლო წლამ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და რო­გორც ოთხ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა. შემ­დეგ ძველ შე­ნო­ბას ახა­ლი კორ­პუ­სი და­ე­მა­ტა, სა­დაც ოთხ­კ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ სწავ­ლას. ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი, სსიპ ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ოყუ­რე­შის სკო­ლა 1975 წელს აშენ­და; 2017 წელს, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მი­ერ, სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად გა­მარ­თუ­ლია და ავ­ტო­რი­ზა­ცი­აც გა­ვი­ა­რეთ.

ოყურეშის საჯარო სკოლა                                                                                     
ზემო ოყურეშის დაწყებითი სკოლის ძველი შენობა

 

 

თხრო­ბის და­სას­რულ, აუცი­­ებ­ლად უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, სხვა­დას­ხ­ვა დროს, ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს, უძღ­ვე­ბოდ­ნენ სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის, სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მეს. და თუ დღეს ჩვე­ნი სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მი­სი­ას, ამა­ში ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი დი­რექ­ტო­რე­ბის ღვაწ­ლი­ცაა: ბიქ­ტორ მან­და­რია, ამ­ბ­რო­სი დაშ­ნი­ა­ნი, ნეს­ტორ მა­ნა­გა­ძე, კარ­ლო ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი, დო­მენ­ტი გო­ლე­თი­ა­ნი, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და რო­მან მუშ­კუ­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც 35 წე­ლი უძღ­ვე­ბო­და სკო­ლას და დღე­საც აგ­რ­ძე­ლებს მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას.

სა­ა­მა­ყოა ისიც, რომ სკო­ლას სა­სა­ხე­ლო, საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ჰყავს: მა­რი­ამ მუშ­კუ­დი­ა­ნი – პირ­ვე­ლი კო­მი­სა­რი ქა­ლი; იაშა გი­ორ­ხერ­ლი­ძე – ფი­ლო­სო­ფო­სი, პრო­ფე­სო­რი; თა­მაზ მუშ­კუ­დი­ა­ნი – ინ­ჟი­ნერ-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი; კო­ტე მა­მარ­დაშ­ვი­ლი – პოლ­კოვ­ნი­კი (ფი­ლო­სო­ფოს მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლის მა­მა); აბელ მა­მარ­დაშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს დი­რექ­ტო­რი და სხვე­ბი. მა­თი ნა­წი­ლი დღე­საც გა­ნაგ­რ­ძობს საქ­მი­ა­ნო­ბას არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ საზღ­ვარ­გა­რე­თის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც.

იმე­დი მაქვს, ოყუ­რე­შელ­თა ახა­ლი თა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლებს წი­ნა­მორ­ბედ­თა სა­სა­ხე­ლო ტრა­დი­ცი­ებს – სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვიც ესაა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მიგ­რა­ცი­ის და­უნ­დო­ბელ­მა ძა­ლამ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვენს სო­ფელ­შიც საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­ამ­ცი­რა და მხო­ლოდ 35 მოს­წავ­ლე გვყვას 700 ბავ­შ­ვ­ზე გათ­ვ­ლილ სკო­ლა­ში, ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ზრუ­ნა­ვენ და ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით, სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­თა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზეც.

ქე­თე­ვენ მურ­ცხ­ვა­ლა­ძე – ოყუ­რე­შის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები