9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

„ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ – გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

spot_img

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“.

ევროპელი დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. იხილავენ ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედებასაც. ამ ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან, მათ შორის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი.

გამოფენაში ასევე მონაწილეობს მსოფლიო დონის არაერთი მუზეუმი.

გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები. ცერემონიალში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“ და მომღერალი ნინო ნაყეური.

გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი და გამოფენის კურატორი გიორგი კალანდია, სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი თეონა ზოიძე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების თანამშრომლები; ასევე, პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პიოტრ ჩვიკი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტა ციენკოვსკი, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ანდჟეი შჩერსკი, გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი და გამოფენის კურატორი მიროსლავ პიოტრ კრუკი, კრაკოვის მუზეუმის თანამშრომლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები