4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ოქ­რო­ზე ძვირ­ფა­სი, მაგ­რამ  და­უ­ფა­სე­ბე­ლი

spot_img

რა არის ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე, ყვე­ლა­ზე ჩქა­რი და ყვე­ლა­ზე ნე­ლი, ყვე­ლა­ზე უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი და ყვე­ლა­ზე და­სა­ნა­ნი, ურომ­ლი­სო­დაც არა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნთქავს ყო­ვე­ლი­ვეს, რაც პა­ტა­რაა და აცოცხ­ლებს, რაც დი­დია? – ამ კითხ­ვა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი ფრან­გი გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ვოლ­ტე­რი ასეთ პა­სუხს იძ­ლე­ვა: – ეს არის დრო. არა­ფე­რია მას­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, რად­გან ის მა­რა­დი­სო­ბის სა­ზო­მია და არა­ფე­რია მას­ზე ხან­მოკ­ლე, რად­გან ის არ გვყოფ­ნის ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის; არა­ფე­რია მას­ზე ნე­ლი მის­თ­ვის, ვინც ელო­დე­ბა და მას­ზე სწრა­ფი – ვინც ერ­თო­ბა. ყვე­ლა უგუ­ლე­ბელ­ყოფს მას და ამა­ვე დროს გა­მოთ­ქ­ვამს სი­ნა­ნულს მის და­კარ­გ­ვა­ზე. აი, რას წერს ჯა­რი­დან პო­ე­ტი მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი თა­ვის დას, რუ­სუ­დანს: „ახ­ლა ვნა­ნობ ყვე­ლა და­კარ­გულ სა­ათ­ზე, ყვე­ლა და­უ­წე­რელ სტრი­ქონ­ზე, რო­მელ­თაც ვე­ღა­რა­ფე­რი და­აბ­რუ­ნებს, რო­მელ­თაც ჩე­მი „მო­უც­ლე­ლო­ბით“ ვერ ვი­ჭერ­დი. არ­ხე­ი­ნად გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს სცოდ­ნი­ათ დი­დი დარ­დი შემ­დ­გომ­ში. ხომ გახ­სოვს გუ­რა­მიშ­ვი­ლი: „ყო­ველ­თ­ვის მოც­ლას ვუც­დი­დი, ნე­ტა­ვი არ მო­მე­ცა­და“.

ნე­ტავ არც მე მო­მე­ცა­და არაფ­რი­სათ­ვის და ყო­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი წუ­თი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ყვე­ლა სა­ათ­თან მე­ვაჭ­რა, რა­თა წა­მერ­თ­ვა მის­თ­ვის რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა“…

გა­მო­ან­გა­რი­შე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის სა­შუ­ა­ლო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის მე­ოთხედს, და­ახ­ლო­ე­ბით, 16-17 წელს სწავ­ლას ან­დო­მებს, ამ­დე­ნი­ვეს – ძილს, სრულ­ფა­სო­ვა­ნი შრო­მის­თ­ვის კი 30-35 წე­ლი გვრჩე­ბა და ეს დრო თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ში­ნა­არ­სი­ა­ნად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რა­თა შემ­დ­გომ, რო­გორც დი­დი რუ­სი მწე­რა­ლი ნი­კო­ლოზ ოს­ტ­როვ­ს­კი წერ­და, არ ვგრძნობ­დეთ მწვა­ვე ტკი­ვილს უმიზ­ნოდ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის გა­მო და არ გვწვავ­დეს სირ­ცხ­ვი­ლი წვრილ­მა­ნი წარ­სუ­ლის­თ­ვის.

ცხოვ­რე­ბა წიგ­ნია, რო­მელ­საც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი თვი­თონ წერს. ამას­თან, ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი, მი­სე­უ­ლი, სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხელ­წე­რა აქვს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია საქ­მის ცოდ­ნა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და ნე­ბის­ყო­ფა­ზე. ახალ­გაზ­რ­დო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი ნაკ­ლი უნე­ბის­ყო­ფო­ბა და დრო­ის შე­უ­ფა­სებ­ლო­ბაა. „რა მეჩ­ქა­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა წინ არის,“ – ფიქ­რობს ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი და ან­გა­რიშს არ უწევს იმას, რომ ეს დრო საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გაქ­რე­ბა და ვე­ღა­რა­სო­დეს და­იბ­რუ­ნებ.

ყო­ვე­ლი უქ­მად და­კარ­გუ­ლი წუ­თი სა­მარ­ცხ­ვი­ნო ლა­ქად რჩე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნოს იგი და უფ­რო მე­ტი კმა­ყო­ფი­ლე­ბა იგ­რ­ძ­ნოს, ვიდ­რე ამ წუ­თის და­კარ­გ­ვა მი­ა­ნი­ჭებს. მუ­დამ უნ­და გვახ­სოვ­დეს ბ. ბე­ლინ­ს­კის სიტყ­ვე­ბი, რომ „სი­ცოცხ­ლე სიზ­მა­რია, ვერც შე­იტყობ, ისე გა­ივ­ლის“.

სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვხვდე­ბით ახალ­გაზ­რ­დას (და არა მარ­ტო ახალ­გაზ­რ­დას), რო­მე­ლიც წუ­თებს კი არა, სა­ა­თებ­სა და დღე­ებს ატა­რებს უნა­ყო­ფო ლაზღან­და­რო­ბა­ში. ეს არის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი წინ­და­უ­ხე­და­ო­ბის მი­ზე­ზი, რომ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­დაჭ­რით ბრძო­ლაა სა­ჭი­რო. ახალ­გაზ­რ­დებს უნ­და ვას­წავ­ლოთ დრო­ის ფა­სი და მი­სი მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც არი­გებს ვა­სილ სუ­ხომ­ლინ­ს­კი სა­კუ­თარ შვილს, და მას­თან ერ­თად, მის თა­ნა­ტო­ლებს: „უბ­რა­ლო რა­მე­ზე დრო არ და­კარ­გო. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ყბე­დო­ბა, ლაქ­ლა­ქი, დრო­ის უბ­რა­ლოდ ფლან­გ­ვა. ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა: დაჯ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე კა­ცი და, რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლად ამ­ბო­ბენ, იწყე­ბენ „სა­რე­ვე­ლას გამ­რავ­ლე­ბას“. გა­დის ერ­თი სა­ა­თი, ორი სა­ა­თი, მაგ­რამ ამ სა­უ­ბარს არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ მო­აქვს, რად­გან მას­ში არ წარ­მოთ­ქ­მუ­ლა არც ერ­თი ჭკვი­ა­ნუ­რი აზ­რი, დრო კი უქ­მად და­ი­კარ­გა. ამ­ხა­ნა­გებ­თან სა­უ­ბა­რიც სა­კუ­თა­რი სიმ­დიდ­რის წყა­როდ უნ­და აქ­ციო“.

იგი­ვე აზ­რია გა­ტა­რე­ბუ­ლი ჩეს­ტერ­ფილ­დის (სტენ­ჰო­ფის) შვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში: „ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მინ­და იცო­დე, – სწერს იგი შვილს, – რაც ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის. კერ­ძოდ, თუ რა­ო­დენ და­უ­ფა­სე­ბე­ლი გან­ძია დრო და რა­ო­დენ სა­ჭი­როა იგი ჭკვი­ა­ნუ­რად მო­იხ­მა­რო. ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ბევ­რ­მა უწყის, მაგ­რამ მცი­რედს თუ ძა­ლუძს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მას შე­უ­ფე­როს.

გახ­სოვ­დეს, თუ არ და­ე­შუ­რე­ბი ამ ცოდ­ნის სა­ძირ­კ­ვ­ლის ჩაყ­რას, შენ რომ თვრა­მეტ წლამ­დე უნ­და შე­ი­ძი­ნო, მთე­ლი შე­ნი სი­ცოცხ­ლე ამ ცოდ­ნას ვე­ღარ და­ე­უფ­ლე­ბი. ცოდ­ნა ის თავ­შე­სა­ფა­რია, სი­ბე­რის წლებ­ში რომ გა­მოგ­ვად­გე­ბა და აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა. თუ ხე სიყ­მაწ­ვი­ლე­ში­ვე არ დავ­რ­გეთ, სი­ბე­რე­ში მზის­გან შე­სა­ფა­რებ­ლად ჩრდი­ლი აღარ გვექ­ნე­ბა…

…სახ­ვა­ლი­ოდ თა­ვის დღე­ში არ გა­და­დო ის საქ­მე, რი­სი გა­კე­თე­ბაც დღეს შე­გიძ­ლია“.

ახალ­გაზ­რ­დამ უნ­და იცო­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თ­ვის არაა გა­ჩე­ნი­ლი და ყო­ველ­თ­ვის უნ­და ცდი­ლობ­დეს, მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს სი­ა­მოვ­ნე­ბის მო­მენ­ტი. ის, ვინც ცხოვ­რე­ბას მხო­ლოდ დროს­ტა­რე­ბა­ში ხე­დავს, ფაქ­ტობ­რი­ვად ადა­მი­ა­ნი არ არის. სხე­უ­ლი კი არა, გო­ნე­ბა და სუ­ლი უნ­და გა­ვი­ხა­დოთ ზრუნ­ვი­სა და ყუ­რადღე­ბის საგ­ნად. სუ­ლი­ე­რი, ზნე­ობ­რი­ვი სიწ­მინ­დე არის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მთა­ვა­რი და არა სხე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცხ­რო­მა. ამას კი სჭირ­დე­ბა მუხ­ლ­ჩა­უხ­რე­ლი შრო­მა, გარ­ჯა, წიგ­ნ­ზე თა­ვა­უ­ღე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და გა­ურ­ბის წიგნს, რო­გორც ეპი­დე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბას. ცხა­დია, ასეთ ახალ­გაზ­რ­დას „თავ­ზე სა­ყა­რად“ აქვს დრო და მან არ იცის, რო­გორ „მოკ­ლას“ იგი. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო კი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, არ­სე­ბობს მხო­ლოდ უსაქ­მო, სუ­ლი­ე­რად ღა­რი­ბი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის. იმ დროს, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რ­დე­ბი წიგ­ნ­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს უნ­და უთ­მობ­დ­ნენ და თა­ვი­ანთ გო­ნებ­რივ ჰო­რი­ზონტს იმაღ­ლებ­დ­ნენ, უმოწყა­ლოდ ფლან­გა­ვენ, დრო კი მიქ­რის უკან­მო­უ­ხე­და­ვად და მას ვე­ღა­რა­სო­დეს და­იბ­რუ­ნებ. „დრო ფუ­ლი არ არის, რომ შემ­ნახ­ველ სა­ლა­რო­ში შე­ი­ტა­ნო, ან ნივ­თი, ლომ­ბარ­დ­ში რომ და­ა­გი­რაო და მე­რე, რო­ცა გინ­და, გა­მო­ი­ტა­ნო“, – წერს გი­ვი ჯო­ხა­ძე. ნო­დარ დუმ­ბა­ძის აზ­რით კი, „დრო ისე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მელ­საც „ზად­ნი ხო­დი“ არა აქვს“. ეს კარ­გად უნ­და იცო­დეს ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დამ, თო­რემ შემ­დეგ გვი­ან იქ­ნე­ბა „თით­ზე კბე­ნა­ნი“. ამი­ტო­მაც აფ­რ­თხი­ლებ­და ერთ-ერთ ახალ­გაზ­რ­დას ცნო­ბი­ლი რო­მა­ე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი: „შენ უნ­და შე­იგ­ნო, რომ გან­საზღ­ვ­რუ­ლია დრო ცხოვ­რე­ბი­სა, და თუ შენ არ ისარ­გებ­ლე ამ დრო­ით შე­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, ის გაქ­რე­ბა შენ­სა­ვით და აღარ დაბ­რუნ­დე­ბა არ­ასო­დეს“.

თვი­თაღ­ზ­რ­დის ნამ­დ­ვილ სკო­ლად იქ­ცა აკა­დე­მი­კოს ოტო შმიდ­ტის ცხოვ­რე­ბა. ჯერ კი­დევ თოთხ­მე­ტი წლის ასაკ­ში, მან შე­ად­გი­ნა თა­ვი­სი შემ­დ­გო­მი ცხოვ­რე­ბის გეგ­მა, რომ­ლი­თაც მიზ­ნად ისა­ხავ­და, და­უფ­ლე­ბო­და კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ერ, თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას. ამ გეგ­მა­ში დაწ­ვ­რი­ლე­ბით იყო მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი უნ­და წა­ე­კითხა, რო­მელ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უფ­ლე­ბო­და, რო­მე­ლი პრობ­ლე­მა გა­და­ეწყ­ვი­ტა, რო­გორ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო ფი­ზი­კუ­რად და ა.შ. მაგ­რამ რო­ცა გა­მოთ­ვა­ლა, რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბო­და ამ პროგ­რა­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო იყო 900 წე­ლი. ამი­ტომ მან ხე­ლი აიღო ისე­თი რა­მის შეს­წავ­ლა­ზე, რომ­ლის გა­რე­შეც შე­ეძ­ლო და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა და და­ტო­ვა მხო­ლოდ ის, რაც აუცი­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ იმა­საც 500 წე­ლი სჭირ­დე­ბო­და. შემ­დეგ მან კი­დევ შე­ამ­ცი­რა თა­ვი­სი პროგ­რა­მა და სა­ბო­ლო­ოდ დრო­ის ბი­უ­ჯე­ტი 150 წლამ­დე და­იყ­ვა­ნა. შმიდ­ტ­მა გან­საზღ­ვ­რა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი სა­ა­თი, ყო­ვე­ლი წუ­თი და და­უცხ­რო­მე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბით, თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით კი­დე­ვაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თა­ვი­სი 150-წლი­ა­ნი პროგ­რა­მა. რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა, 65 წლი­საც არ იყო.

ოტო შმიდ­ტი იყო კა­ცი-ლე­გენ­და. იგი აოცებ­და ყვე­ლას, მათ შო­რის იმა­თაც, ვინც მას კარ­გად იც­ნობ­და. მის ცხოვ­რე­ბა­ში კი გა­სა­ო­ცა­რი ბევ­რი რამ იყო. იგი იყო დი­დი მეც­ნი­ე­რი, სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სსრ კავ­ში­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი, ას­ტ­რო­ნო­მი, გე­ოგ­რა­ფი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ავ­ტო­რი, დი­დი საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, თე­ო­რი­უ­ლი გე­ო­ფი­ზი­კის აკა­დე­მი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, დე­და­მი­წი­სა და პლა­ნე­ტე­ბის წარ­მო­შო­ბის თე­ო­რი­ის ავ­ტო­რი, მრა­ვა­ლი უსა­ხე­ლო კუნ­ძუ­ლი­სა და კონ­ცხის აღ­მომ­ჩე­ნი, რომ­ლე­ბიც დღეს მის სა­ხელს ატა­რე­ბენ და სხვა.

სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, ასე­ვე, გა­მო­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი პე­და­გო­გი ვა­სილ სუ­ხომ­ლინ­ს­კი. თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე (გარ­და­იც­ვა­ლა 51 წლის ასაკ­ში) მან გა­მოს­ცა 35 წიგ­ნი, და­წე­რა ოთხა­სამ­დე სა­გა­ზე­თო და სა­ჟურ­ნა­ლო სტა­ტია და უფ­რო მე­ტი სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბა და ზღა­პა­რი. მას­ზე ამ­ბობ­დ­ნენ: „ადა­მი­ა­ნი კი არა, მთე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რიააო“. სრულ­ყო­ფი­ლად ფლობ­და ინ­გ­ლი­სურ, ფრან­გულ, გერ­მა­ნულ, პო­ლო­ნურ, ჩე­ხურ, ბულ­გა­რულ, ეს­პა­ნურ, იაპო­ნურ და სხვა ენებს, არა­ფერს ვამ­ბობთ რუ­სუ­ლი და ბე­ლო­რუ­სუ­ლი ენე­ბის ცოდ­ნა­ზე. გერ­მა­ნულ ენას იგი იმ­დე­ნად კარ­გად ფლობ­და, რომ თა­ვი­სი წიგ­ნი „გულს ვუძღ­ვ­ნი ბავ­შ­ვებს“ თვი­თონ­ვე თარ­გ­მ­ნა ამ ენა­ზე და პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­მოს­ცა. მი­სი წიგ­ნე­ბი ავ­ტო­რის სი­ცოცხ­ლე­ში­ვე გა­მო­დი­ო­და და დღე­საც გა­მო­დის ათე­უ­ლი ათა­სო­ბით ტი­რა­ჟით მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ხალ­ხ­თა ენებ­ზე.

ვ. სუ­ხომ­ლინ­ს­კი დღე და ღა­მე მუ­შა­ობ­და, დი­ლის 6 სა­ა­თი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე. მუ­დამ ძი­ე­ბა­ში იყო, უქ­მად არ კარ­გავ­და არც ერთ წუთს. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­შიც კი წიგ­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მი­დი­ო­და. მწე­რა­ლი ბო­რის ტარ­ტა­კოვ­ს­კი, თა­ვის წიგ­ნ­ში „ამ­ბა­ვი მას­წავ­ლე­ბელ სუ­ხომ­ლინ­ს­კი­სა“, წერს: „…ვა­სილ ალექ­სან­დ­რეს ძემ მტკი­ცედ გა­და­ა­ბი­ჯა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტის ზღურბლს და ნე­ლა მი­დის სკო­ლის ცენ­ტ­რა­ლუ­რი შე­სას­ვ­ლე­ლი­სა­კენ (იგი პავ­ლი­შის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც იყო – ნ. ბ.), სა­დაც მას „სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის“ მან­ქა­ნა ელო­დე­ბა. თან ფხიზ­ლად იყუ­რე­ბა აქეთ-იქით. სა­ნიტ­რე­ბი და ექი­მე­ბი კი გაკ­ვირ­ვე­ბით შეს­ც­ქე­რი­ან იღ­ლი­ა­ში წიგ­ნე­ბა­მოჩ­რილ ავად­მ­ყოფს და მის ცოლს, წიგ­ნე­ბით გა­მო­ტე­ნი­ლი პორ­ტ­ფე­ლი რომ უჭი­რავს“.

რო­ცა დრო­ის ნა­ყო­ფი­ე­რად მოხ­მა­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, გა­მუდ­მე­ბით სწავ­ლა­სა და შრო­მას რო­დი ვგუ­ლის­ხ­მობთ. სა­ჭი­როა გარ­თო­ბაც, დას­ვე­ნე­ბაც, მაგ­რამ მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბამ პირ­ველ ად­გილ­ზე გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა კი არ უნ­და და­ა­ყე­ნოს, არა­მედ სწავ­ლა, შრო­მა, რა­მე­თუ იგი არის რო­გორც სი­ხა­რუ­ლის, ისე ადა­მი­ა­ნის დღეგ­რ­ძე­ლო­ბის წყა­რო. არც ერთ ზარ­მაცს ამ­ქ­ვეყ­ნად არ მი­უღ­წე­ვია ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ასა­კის­თ­ვის. უფა­ლი დიდ­ხანს აცოცხ­ლებს მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რე და და­მაშ­ვ­რალ ადა­მი­ანს.

აბა, ახ­ლა გა­დავ­ხე­დოთ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას. ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ყვე­ლა, ასე თუ ისე, რა­ღა­ცით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, დღეს კი ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და ქუ­ჩა-ქუ­ჩა და­ე­ხე­ტე­ბა უსაქ­მოდ ან სად­მე ხის ძირ­შია ჩა­ცუც­ქუ­ლი და ტყუ­ილ-მარ­თალს უყ­ვე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს, შინ კი, გვი­ან ღა­მემ­დე, პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მე­ბის ნახ­ვით იქ­ცე­ვენ თავს, რაც, უზ­ნე­ო­ბის გარ­და, არა­ფერს მა­ტებს მათ. ეს ნე­გა­ტი­უ­რი ვი­თა­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა და უმუ­შევ­რო­ბა მა­სობ­რივ ხა­სი­ათს ატა­რებს. ამი­ტო­მა­ცაა ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის და­საქ­მე­ბა.

მუ­დამ უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ დრო ოქ­რო­ზე ძვი­რად ფა­სობს და მას ჭკვი­ა­ნუ­რად და გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან „ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე რკი­ნა­სა ჰგავს, საქ­მე­ში მო­იხ­მარ, ილე­ვა, არ მო­იხ­მარ და ჟან­გი შე­ჭამს“ (კა­ტონ უფ­რო­სი).

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები