გუშინდელი მონაცემებით, ონლაინ სწავლებაზე დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რიცხვმა 23869-ს მიაღწია – ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, რაც აქამდე დაფიქისრებულა, ხოლო განაცხადი გააუქმა 4842-მა მოსწავლემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც მისცა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს, 00:00-18:00 საათის შუალედში.
შეგახსენებთ ⇒ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო აღარ არის.