27 ივლისი, შაბათი, 2024

„ომო­ბა­ნა“

spot_img

ლია გო­გო­ხია

 

უწინ, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში, „ომო­ბა­ნას“ რო­ცა ვთა­მა­შობ­დით, ის კლავ­და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს, ვინც პირ­ვე­ლი იტყო­და ბახ, ბახ… შემ­დეგ მი­დი­ო­და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კა­მა­თი: „არა მე მოგ­კა­ლი, არა შენ, შე­ნი ტყვია ამ­ც­და“ და ასე შემ­დეგ. და­მარ­ცხე­ბულ გუნდს შევ­ძა­ხებ­დით: „ძირს იარა­ღი!“ …ჩვე­ნი თა­მა­შის შემ­ყუ­რე ბა­ბუა გა­მო­ენ­თე­ბო­და და გვე­მუ­და­რე­ბო­და: „არ ითა­მა­შოთ ბავ­შ­ვე­ბო, ომო­ბა­ნა!“ ყურ­საც არ ვი­ბერ­ტყავ­დით, არც გვეს­მო­და ბა­ბუ­ას შფოთ­ვის მი­ზე­ზი… მე­რე ნელ-ნე­ლა წიგ­ნე­ბი შე­მოგ­ვა­პა­რეს: „ანა ფრან­კის დღი­უ­რი“, ჰე­მინ­გუ­ე­ის „მშვი­დო­ბით, იარა­ღო!“, ნი­კა აგი­აშ­ვი­ლის „ჭა­ბუ­კე­ბად დარ­ჩ­ნენ მა­რად“, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის პო­ე­ზია. მა­ინც ვერ გა­ვი­აზ­რეთ. სიკ­ვ­დი­ლი მხო­ლოდ წიგ­ნ­სა და ფილ­მებ­ში გვე­გო­ნა და არა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით დავ­სევ­დი­ან­დე­ბო­დით და ეს იყო და ეს. ნო­დარ დუმ­ბა­ძის „მე ვხე­დავ მზეს“ კი რო­გორც იუმო­რის­ტულ რო­მანს, ისე ვკითხუ­ლობ­დით: „ომის დაწყე­ბა ყვე­ლა­ზე ად­რე სოფ­ლის კო­ო­პე­რა­ტივს და­ეტყო, დახ­ლი­დან ჯერ შა­ქა­რი გაქ­რა, მე­რე თვი­თონ დახ­ლი­და­რი ლა­სა…“ თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა, რო­ცა ვიზ­რ­დე­ბით, ნამ­დ­ვილ ომ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით და ნამ­დ­ვილ იარაღს ვი­ღებთ ხელ­ში… 1993 წელს აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­ბა­შად შე­იც­ვა­ლა. ერ­თი კუთხის შვი­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს მი­მოგ­ვ­ფან­ტა. ასე აღ­მოჩ­ნ­და აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი ნა­წი­ლი წყნეთ­ში. ბავ­შ­ვებ­მა მა­ინც გა­მო­ნა­ხეს სა­ერ­თო ენა და და­მე­გობ­რ­დ­ნენ ერ­თი ასა­კის ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი: მა­თე, გრი­შა, გიო, შა­კო, ზუ­რა, გო­გა, ნა­თია, ნი­ნო, მან­ჩო… და თა­ვი­ან­თი ბავ­შ­ვუ­რი ფან­ტა­ზი­­ით შექ­მ­ნეს ახა­ლი სამ­ყა­რო და გაჩ­ნ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ყუ­თე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ტყე­ში ჩად­გ­მუ­ლი შტა­ბე­ბი, ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი შაქ­რის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ტყე­ში დაკ­რე­ფი­ლი შინ­დით შე­ფე­რი­ლი „მა­მა­ლოს“ კან­ფე­ტე­ბი… წყნე­თის და­ლოც­ვი­ლი ტყის ნო­ბა­თი — სო­კო სა­უზ­მე­ზე, სა­დი­ლად და ვახ­შ­მად… გირ­ჩის ბურ­თით მო­გე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, წყნეთ­ში მცხოვ­რებ მდი­დარ­თა აგა­რა­კე­ბის გა­ნა­თე­ბულ ღო­ბე­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და ამა­ვე შუ­ქის ფონ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, იქ­ვე წა­კითხუ­ლი კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა: „უფ­ლის­წუ­ლი და მათხო­ვა­რი“, კვი­რა­ში ერ­თხელ ჩარ­თუ­ლი მეცხ­რე ბლო­კის გა­ნა­თე­ბა და შუ­ქის მოს­ვ­ლით დაბ­ნე­უ­ლი, მა­გი­დის ქვეშ ჩა­მა­ლუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ყი­ჟი­ნა, აქა­ო­და, მზე ამო­ვი­და, ძა­ლი­ან ახ­ლო­საა და დაგ­ვ­წ­ვავ­სო, თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან მი­წე­რი­ლი ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლი: „თოვ­ლის ბა­ბუა, პულ­ტი­ა­ნი მან­ქა­ნა მოგ­ვი­ტა­ნე თუ ფუ­ლი გაქვს…“ სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ნათხო­ვა­რი პი­ჯა­კით გა­მოს­ვ­ლა და სცე­ნის კუ­ლი­სებ­ში პი­ჯა­კის მო­ლო­დინ­ში დგო­მა: „შენ რომ ლექსს იტყ­ვი, მე­რე მე მათხო­ვე შე­ნი პი­ჯა­კი“… 7 კი­ლო­მეტ­რი­დან მო­ტა­ნი­ლი წყა­ლი, გზა­დაგ­ზა დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ბო­ცე­ბი, ბოთ­ლე­ბი, სათ­ლე­ბი… დამ­დ­ნა­რი თოვ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი „კოქ­ტე­ი­ლი“, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა — მუ­ნი და რაც მთა­ვა­რია, 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­კე­რე­ბუ­ლი სა­მუ­და­მო იარ­ლი­ყი — „დევ­ნი­ლე­ბი“ თუ „ლტოლ­ვი­ლე­ბი“, რა ვი­ცი, ვის რო­გორც „გა­უ­ხარ­დე­ბა“… თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, მაგ­რამ შემ­დეგ 2008 წე­ლი წა­მოგ­ვე­წია, ბავ­შ­ვე­ბიც გა­ი­ზარ­დ­ნენ და ამ­ჯე­რად სხვა, უფ­რო მწვა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ამ პრობ­ლე­მა­საც მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის წე­რი­ლით იც­ნობ­დ­ნენ: „ჰო­და, აი, „გა­მა­წე­სეს“, ანუ ნო­მე­რი და­მაკ­რეს და წა­მარ­თ­ვეს სა­კუ­თა­რი გვა­რი და სა­ხე­ლი, რომ თუ ვი­ნი­ცო­ბაა, ნომ­რით გა­მო­მიც­ნონ. მე იგი სიკ­ვ­დი­ლის ან­გე­ლო­ზი­ვით მძულს. რად­გან სიკ­ვ­დი­ლის მე­რე კი არა, სი­ცოცხ­ლე­შიც არა­ვინ მიც­ნობ­და მე. რამ­დენ­ჯერ მოვ­ხ­ვ­დი ქა­ლა­ქის სამ­ხ­რეთ სად­გურ­ში, რო­მე­ლიც მუ­დამ სავ­სეა ქარ­თ­ვე­ლე­ბით. მო­დი­ან მზით დამ­წ­ვა­რი ბი­ჭე­ბი და რო­ცა ეშე­ლო­ნი ჩა­მოდ­გე­ბა, გუ­გუ­ნე­ბენ გა­ყი­ნუ­ლი ვა­გო­ნე­ბი: „ვა­ი­მე ჩე­მო, ვა­ი­მე ჩე­მო ვე­ნა­ხო“… მე, ერ­თი უბ­რა­ლო ჯა­რის­კა­ცი, არ ვფიქ­რობ ჩემ­ზე. მე მათ­ზე ვფიქ­რობ, მჭა­დით დაზ­რ­დილ შავ­ტუ­ხა ბი­ჭებ­ზე და მე­ნა­ნე­ბა მა­თი უვაჟ­კა­ცოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი და მინ­და მთე­ლი ძა­ლით ვიყ­ვი­რო, რომ და­უბ­რუ­ნონ ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­წას, და­უბ­რუ­ნონ ისი­ნი და დაე, პირ­ველ­მა ტყვი­ამ მიმ­ს­ხ­ვერ­პ­ლოს მე. მოკ­ლე ხან­ში შე­მას­წავ­ლეს სა­ო­მა­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, თუ რო­გორ უფ­რო ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვ­ლა მტრი­სა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს ბევ­რად უფ­რო ად­ვი­ლია, ვიდ­რე ფიქ­რი სინ­ტაქ­ს­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, იბ­რ­ძო­ლო იქ, სა­დაც შენს მა­მა-პა­პას არ უბ­რ­ძო­ლია არა­სო­დეს. მე აღარ ვი­ცი — რა იქ­ნა მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც ჰქონ­და უდი­დე­სი ოც­ნე­ბა და რწმე­ნა გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სა“ — ასე იწე­რე­ბო­და ფრონ­ტი­დან ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი, რომ­ლის პო­ე­ზია ომი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის, მო­ნატ­რე­ბი­სა და დაბ­რუ­ნე­ბის, ჯა­რის­კა­ცის ფა­რა­ჯა­ში შე­ნა­ხუ­ლი იების ულა­მა­ზე­სი ასახ­ვაა.

მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი ომი­დან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, რად­გან გა­მო­უც­დე­ლი იყო… 2008 წელს, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე 18 წლის ბი­ჭე­ბის­თ­ვი­საც გა­მოცხად­და მო­ბი­ლი­ზა­ცია. ერ­თა­დერ­თი, რი­სი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ შეძ­ლო, იყო ე.წ. „სიკ­ვ­დი­ლის მე­და­ლი­ო­ნი“ ჯა­რის­კა­ცე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის, საბ­რ­ძო­ლო ავ­ტო­მა­ტი და კი­დევ კომ­პა­სი… შემ­დეგ ბავ­შ­ვე­ბი მიყ­ვე­ბოდ­ნენ: „მასწ, არც იარა­ღის მოხ­მა­რე­ბა ვი­ცო­დით და მით უმე­ტეს, არც კომ­პა­სი­საო, სადღაც ტყე­ში და­ვი­კარ­გეთ და გზა ძლივს ვი­პო­ვე­თო“. არ იფიქ­როთ, რომ მივ­ტი­რი სსრკ-ს (სსრკ-ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ), მაგ­რამ სკო­ლა­ში სამ­ხედ­როს გაკ­ვე­თი­ლებს (სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა) გვი­ტა­რებ­დ­ნენ (მას­წავ­ლე­ბე­ლი — მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე, გა­ლე­ლი ირო­დი­ონ მი­ქაია), კა­ლაშ­ნი­კო­ვის იარა­ღის დაშ­ლა-აწყო­ბას გვას­წავ­ლიდ­ნენ, თა­ვის დაც­ვას გან­გა­შის დროს, რო­გორ არ უნ­და ავ­ყო­ლო­დით „პა­ნი­კას“ და ასე­ვე, რო­გორ გაგ­ვე­წია პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დაჭ­რი­ლის­თ­ვის. დღეს მოს­წავ­ლეს (იქ­ნე­ბა თუ არა ომი, ამა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი), უნ­და ჰქონ­დეს წარ­მოდ­გე­ნა, თუ რას ნიშ­ნავს სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, რა არის სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა სა­ხის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბა­ში და იმავ­დ­რო­უ­ლად, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს. დღეს ეს ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჩა­უ­ტარ­დეთ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ დროს გა­მო­ად­გე­ბათ არა მხო­ლოდ გო­გო­ნებს, ბი­ჭებ­საც. მოს­წავ­ლე­ებს უნ­და გა­ვაც­ნოთ იარა­ღის ნი­მუ­შე­ბი. მო­ვუყ­ვეთ ბრძო­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბიც. ასე­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის კურ­სის გაც­ნო­ბა, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ სხვა­დას­ხ­ვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხ­მის დროს, რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყონ სა­კუ­თა­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბა, თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბის, იქ­ნე­ბა ეს შე­ნო­ბა­სა თუ ველ­ზე. დი­ახ, ბავ­შ­ვებს ნუ გა­ვი­მე­ტებთ სა­სიკ­ვ­დი­ლოდ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის მა­ინც ვას­წავ­ლოთ, თა­ვი რო­გორ გა­და­ირ­ჩი­ნონ. არ­მია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნ­და იყოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლი. შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია სას­წ­რა­ფოდ სა­გან­გე­ბო სი­ლა­ბუ­სი თავ­დაც­ვი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად. აუცი­ლე­ბე­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ იგ­რ­ძ­ნოს ვი­თა­რე­ბის დრა­მა­ტუ­ლო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს, რომ ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ­მ­ხ­რივ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვ­დ­ნენ ნე­ბის­მი­ერ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას! უფ­რო­სე­ბის მი­ერ და­გეგ­მილ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ომებს ეწი­რე­ბი­ან ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი, უმან­კო, მე­ოც­ნე­ბე და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი — ბავ­შ­ვე­ბი, რად­გან ოს­კარ უაილ­დის „ბედ­ნი­ე­რი უფ­ლის­წუ­ლი­ვით“ ვზრდით: „ჩვენ გვიყ­ვე­ბოდ­ნენ ლა­მაზ ზღაპ­რებს ჩვე­ნი დე­დე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე, რა­ინ­დო­ბა­ზე, ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე. ჩვენ ვი­ძი­ნებ­დით და მშვე­ნი­ერ სიზ­მ­რებს ვხე­დავ­დით და გვი­ან მივ­ხ­ვ­დით, რომ გვატყუ­ებ­დ­ნენ. ტრი­ალ მინ­დორ­ზე კი გა­უ­ხედ­ნავ კვი­ცებს და­ღავ­დ­ნენ კა­ცე­ბი… რა­ტომ გვატყუ­ებთ, თა­ვი­დან­ვე გვითხა­რით ღლა­პებს, რამ­დე­ნი ჭი­რია, რამ­დე­ნი ცოდ­ვაა და გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ… შე­ვი­ძენთ აბ­ჯარს ხორ­კ­ლი­ანს და ტკი­ვილ­გა­უმ­ტარს, თა­ვებს და­ვიზღ­ვევთ სიყ­ვა­რუ­ლის ავი სე­ნის­გან.გავ­ხ­დე­ბით ოდ­ნავ დამ­ცი­ნა­ვი სქე­ლი კა­ცე­ბი… მინ­დორ­ზე გა­ვალთ, რო­ცა ჩვე­ნი ჯე­რიც დად­გე­ბა და ჩვენც დავ­და­ღავთ ჯერ უხედ­ნავ მხი­ა­რულ კვი­ცებს“.

ომს სა­ხე არ აქვს, მაგ­რამ სწო­რედ მათ ნორჩ და ლა­მაზ სა­ხე­ებ­ზე ჩნდე­ბა სა­მუ­და­მო და­ღი… ომს უფ­რო­სე­ბი იწყე­ბენ და ეწი­რე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი. უფ­რო­სე­ბო, თუ იწყებთ ომს, „ომო­ბა­ნას­თ­ვის მო­ამ­ზა­დეთ“ ბავ­შ­ვე­ბი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები