3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ომი რო­გორც კრი­ზი­სი

spot_img

მა­რი­ამ ალა­ნია – ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი

☑️ პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი;

☑️ პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი თე­რა­პი­ის და კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მის წევ­რი;

☑️ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სა და თე­რა­პი­ის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის 12-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა;

☑️ სა­მუ­შაო სპე­ცი­ფი­კა მო­ი­ცავს ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას და თე­რა­პი­ას;

☑️ აკა­დე­მი­უ­რი და კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. ატა­რებს ლექ­ცი­ებს, ტრე­ნინ­გებს და სას­წავ­ლო კურ­სებს ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

🔹🔹🔹

კრი­ზი­სი ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სტრე­სუ­ლი მოვ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის გამ­კ­ლა­ვე­ბის რე­სურ­სებს აღე­მა­ტე­ბა. კრი­ზი­სი არის რე­ა­გი­რე­ბის ფორ­მა, რო­დე­საც:

  1. ირ­ღ­ვე­ვა ფსი­ქი­კუ­რი წო­ნას­წო­რო­ბა;
  2. წო­ნას­წო­რო­ბის აღ­დ­გე­ნის აქამ­დე ჩვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი აღარ მოქ­მე­დებს;
  3. კრი­ზი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­ტ­რე­სი იწ­ვევს ქმე­დუ­უ­ნა­რო­ბას.

თუ კრი­ზი­სი რე­აქ­ციაა, მა­შინ რა არის ის ცნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­წერს სტრე­სულ მოვ­ლე­ნას? ტერ­მინს „კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა“ ხში­რად აიგი­ვე­ბენ ტერ­მინ­თან „კრი­ზი­სი“. კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა, კრი­ზი­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, შეგ­ვიძ­ლია მი­ვუ­სა­და­გოთ ნე­ბის­მი­ერ სტრე­სულ მოვ­ლე­ნას, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა მიგ­ვიყ­ვა­ნოს კრი­ზი­სულ რე­აქ­ცი­ამ­დე. კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა შეგ­ვიძ­ლია გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რო­გორც სტი­მუ­ლი, რო­მე­ლიც ქმნის ნი­ა­დაგს კრი­ზი­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ კრი­ტი­კულ მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი, ძა­ლა­დო­ბა, ომი. კრი­ზი­სი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მ­ნას მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, ფი­ზი­კურ უსაფ­რ­თხო­ე­ბას საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა. ასე­ვე კრი­ზი­სი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მოწ­მედ ყოფ­ნამ, რაც სხვებს და­ატყ­დათ თავს.

ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ხში­რად აქვთ სირ­თუ­ლე­ე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ახ­ლობ­ლებ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გრძნო­ბა­ში, სი­ცოცხ­ლის არ­სის გა­გე­ბა­ში.

ილუ­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრე­ბა ტრავ­მუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ:

  1. უკ­ვ­და­ვო­ბის ილუ­ზია (უსაფ­რ­თხო­ე­ბა);
  2. სამ­ყა­როს მარ­ტი­ვად მოწყო­ბის ილუ­ზია (სიმ­შ­ვი­დე);
  3. უვ­ნებ­ლო­ბის ილუ­ზია (სა­კუ­თა­რი მე-ს ხა­ტის ცვლი­ლე­ბა, სირ­ცხ­ვი­ლი).

ტრავ­მას­თან გვაქვს საქ­მე თუ: მო­უ­ლოდ­ნე­ლი, მა­სი­უ­რი, გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი მოვ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის, იწ­ვევს ძლი­ერ შიშს, უსუ­სუ­რო­ბას და ზაფ­რას.

ტრავ­მუ­ლი სტრე­სი:

♦ ფლეშ­ბე­ქე­ბი – გან­მე­ო­რე­ბა­დი, მდგრა­დი მო­გო­ნე­ბე­ბი ტრავ­მუ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ;

♦ უნებ­ლიე ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი და რე­აქ­ცი­ე­ბი შემ­თხ­ვე­ვით სტი­მულ­ზე, რაც მატ­რავ­მი­რე­ბელ მოვ­ლე­ნას ახ­სე­ნებს;

♦ გან­მე­ო­რე­ბა­დი კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მ­რე­ბი, რაც ტრავ­მას უკავ­შირ­დე­ბა;

♦ სიფხიზ­ლე/და­ძა­ბუ­ლო­ბა;

♦ ბრა­ზი და აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა;

♦ შფო­თი და დეპ­რე­სია;

♦ სირ­ცხ­ვი­ლის და ბრა­ლე­უ­ლო­ბის გან­ც­და;

♦ ლტოლ­ვა ალ­კო­ჰო­ლის და ძლი­ერ­მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სად­მი;

ამას­თან ერ­თად, ფსი­ქი­კა გა­ურ­ბის ისეთ მტკივ­ნე­ულ გან­ც­დებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტრავ­მას­თან:

♦ აქ­ტი­უ­რი გაქ­ცე­ვა აზ­რე­ბისგან, გრძნო­ბე­ბისგან, ტრავ­მა­ზე სა­უბ­რისგან, ად­გი­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბისა და ა.შ.;

♦ აქ­ტი­უ­რი გაქ­ცე­ვა სტი­მუ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ტრავ­მას გვახ­სე­ნებს;

♦ ტრავ­მუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბის და­ვიწყე­ბა;

♦ ინ­ტე­რე­სის და­კარ­გ­ვა იმის მი­მართ, რაც ად­რე გვა­ღელ­ვებ­და;

♦ გა­უცხო­ე­ბა და გულ­გ­რი­ლო­ბა გა­რე­მომ­ც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ;

♦ ძლი­ე­რი გრძნო­ბე­ბის გან­ც­დის უნა­რის და­კარ­გ­ვა;

♦ უძი­ლო­ბა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიფხიზ­ლე/და­ძა­ბუ­ლო­ბა;

♦ მო­მავ­ლის აგე­ბის სურ­ვი­ლის და­კარ­გ­ვა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბია არა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნა­ზე.

ტრავ­მის გან­ც­დის სპე­ცი­ფი­კა ბავ­შ­ვებ­ში

ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ორი ტი­პის ტრავ­მა შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ:

  1. ტრავ­მა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია უშუ­ა­ლოდ პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით და­ბომ­ბ­ვის, ალ­ყა­ში ყოფ­ნის, ახ­ლობ­ლის და­კარ­გ­ვის და ა.შ. – ეს არის თვით­მ­ხილ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ტრავ­მა;
  2. ტრავ­მა, რაც ეხე­ბა მთელ პო­პუ­ლა­ცი­ას, ასე ვთქვათ, სო­ცი­ა­ლუ­რი ტრავ­მა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ხით და­ატყ­დე­ბა თავს მო­ზარდ თა­ო­ბას.

ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი ტი­პის ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­და­ურ­ჩ­ნენ, რად­გან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბამ­დე და­ტო­ვეს კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა, ასე­ვე ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­ბად­ნენ იძუ­ლე­ბი­თი გა­და­ად­გი­ლე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე არი­ან გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რი ტრავ­მა­ტი­ზა­ცი­ის ზე­გავ­ლე­ნას, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა გა­ნიც­დის, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე.

ბავ­შ­ვე­ბის და მო­ზარ­დე­ბის ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი:

♦ და­უც­ვე­ლო­ბის და უსუ­სუ­რო­ბის გან­ც­და (რა უნ­და ვქნათ, ჩვენ ხომ ლტოლ­ვი­ლე­ბი ვართ; ადა­მი­ან­ზე არა­ფე­რი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი; ფან­ტა­ზი­ებ­ში — გა­და­ვიქ­ცე­ო­დი უჩი­ნარ არ­სე­ბად, მფრი­ნავ არ­სე­ბად და სა­დაც მინ­და, იქ წა­ვალ ისე, რომ ვე­რა­ვინ და­მი­ნა­ხავს);

♦ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შფოთ­ვა, „ცუ­დის“ მო­ლო­დი­ნი, ცვლი­ლე­ბე­ბის ში­ში (სამ­ყა­რო 5 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ – გა­ლაქ­ტი­კე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ანად­გუ­რე­ბენ; არ მინ­და ახა­ლი თა­მა­ში, სა­ერ­თოდ არ მინ­და თა­მა­ში, ვიჯ­დე­ბი აქ ტე­ლე­ფო­ნით, მე ესეც მე­ყო­ფა);

♦ სირ­ცხ­ვი­ლის გრძნო­ბა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, ბრა­ლე­უ­ლო­ბის გან­ც­და (ერ­თი ბავ­შ­ვი თუ გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს – და­ნარ­ჩე­ნე­ბი ამას იმე­ო­რე­ბენ);

♦ ბრა­ზი, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა;

♦ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს­გან გა­უცხო­ე­ბა, იზო­ლი­რე­ბა (ექ­ს­კურ­სია „უცხო ქა­ლაქ­ში“);

♦ გა­მო­უგ­ლო­ვე­ლი/გა­მო­უ­ტი­რე­ბე­ლი დარ­დი (ვერ­ბა­ლი­ზა­ცია არ შე­უძ­ლი­ათ კარ­გად, ამი­ტომ ტი­რი­ან; მაგ­რამ „არ იტი­რო, შენ ხომ უკ­ვე დი­დი ხარ“; „არ იტი­რო, შენ ხომ ყო­ჩა­ღი ხარ, ჩე­მი ხათ­რით, მა­მი­კოს ხათ­რით“);

♦ პოს­ტ­ტ­რავ­მუ­ლი თა­მა­შე­ბი (ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი გა­მე­ო­რე­ბა ტრავ­მის სი­უ­ჟე­ტის, იმ­დე­ნად ზუს­ტად, რომ იწ­ვევს შფოთ­ვას და შიშს), და­ახ­ლო­ე­ბით, 3-12 წლამ­დე ასაკ­ში. ეს თა­მა­ში „გა­დამ­დე­ბია“, სხვა ბავ­შ­ვე­ბიც იწყე­ბენ მი­ბაძ­ვას და თა­მა­შის დამ­კ­ვიდ­რე­ბას ჯგუ­ფუ­რად; მაგ: „ომო­ბა­ნა“; „გა­დას­ვე­ნე­ბა/და­საფ­ლა­ვე­ბა“;

♦ გან­მე­ო­რე­ბა­დი მოქ­მე­დე­ბე­ბი (ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ნი­კით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი საკ­ვე­ბი ან ნივ­თე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი);

♦ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ში­შე­ბი;

♦ ძი­ლის დარ­ღ­ვე­ვა;

♦ ღა­მის კოშ­მა­რე­ბი;

♦ ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი (მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ენუ­რე­ზი, ბრონ­ქუ­ლი ას­თ­მა, ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი და ა.შ.).

კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვა: გან­საზღ­ვ­რა

კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რო­გორც გა­რე­გა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ადაპ­ტუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მის ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის აცი­ლე­ბის ან შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნით. კრი­ზი­სუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის სა­მი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი: და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა, მომ­ხ­დარ ად­გილ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა და პო­ზი­ტი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცია იმა­ზე, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა ნორ­მა­ლურ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არის ასე­ვე – მი­სი შეზღუ­დუ­ლო­ბა დრო­ში. კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვის მიზ­ნე­ბია: სტა­ბი­ლი­ზა­ცია, დის­ტ­რე­სის მწვა­ვე სიმ­პ­ტო­მე­ბის შერ­ბი­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ადაპ­ტუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დ­გე­ნა, ან ადა­მი­ა­ნის მომ­ზა­დე­ბა თე­რა­პი­ის­თ­ვის.

კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვა: ბა­ზი­სუ­რი პრინ­ცი­პე­ბი
  1. და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ჩა­რე­ვა: კრი­ზი­სი წარ­მო­ად­გენს ემო­ცი­უ­რად სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც არა­ა­დაპ­ტუ­რი ქცე­ვის­თ­ვის ქმნის სა­ფუძ­ველს (არა­ა­დაპ­ტუ­რი ქცე­ვა, ან უმოქ­მე­დო­ბა). შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა.
  2. სტა­ბი­ლი­ზა­ცია: არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია და მხარ­და­ჭე­რის სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია.
  3. გა­გე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ცია: კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის მსხვერ­პ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა (აქ სიფ­რ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო!).
  4. პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყე­ტა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა: კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვის ერთ-ერ­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ამო­ცა­ნაა, და­ეხ­მა­როს მსხვერპლს, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რაც ხელს უწყობს კონ­ტ­რო­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბის აღ­დ­გე­ნას და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზით, ამაღ­ლებს კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გრძნო­ბას, რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის სა­წინ­და­რია.
  5. თვით­რ­წ­მე­ნის/თვით­დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნა: მსხვერპლს შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეს დახ­მა­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში, მა­თი გა­დაწყ­ვე­ტის სტრა­ტე­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და ასე­ვე იმ სტრა­ტე­გი­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა/გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რაც და­ეხ­მა­რე­ბა და­კარ­გუ­ლი წო­ნას­წო­რო­ბის აღ­დ­გე­ნა­ში.
კრი­ზი­სის გან­ც­დის ფა­ზე­ბი:
  1. „ჰე­რო­ი­კუ­ლი“ ფა­ზა – გა­ნიც­დე­ბა უშუ­ა­ლოდ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნის და­საწყის­ში და დროს. რე­სურ­სი მი­მარ­თუ­ლია სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ასე­ვე სა­კუთ­რე­ბის და­სა­ცა­ვად.
  2. „თაფ­ლო­ბის თვის“ ფა­ზა – ხა­სი­ათ­დე­ბა შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბით, მად­ლი­ე­რე­ბის გან­ც­დით გა­დარ­ჩე­ნის გა­მო და ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბით.
  3. „ილუ­ზი­ე­ბის გა­ფან­ტ­ვის“ ფა­ზა შე­საძ­ლოა და­იწყოს ტრა­გე­დი­ი­დან 3-4 კვი­რა­ში. ხა­სი­ათ­დე­ბა მომ­ხ­და­რის სა­ში­ნე­ლე­ბის უეცა­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით. და­უნ­დო­ბე­ლი კითხ­ვე­ბით: რა­ტომ მოხ­და ეს? ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა გა­ნიც­დი­დეს რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ცვლი­ლე­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით ამ ფა­ზა­ში იწყე­ბა სა­კუთ­რივ გლო­ვის პრო­ცე­სი. ჩერ­დე­ბა ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი. ეს ფა­ზა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს კვი­რე­ბი, თვე­ე­ბი, ზოგ­ჯერ წლე­ბიც. ზოგ­ჯერ ეს ფა­ზა გა­მო­სა­ვალს ვერ პო­უ­ლობს. კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვის მი­ზა­ნი ამ ფა­ზა­ზე — და­ეხ­მა­როს მსხვერპლს აღ­დ­გე­ნის ფა­ზა­ზე გა­დას­ვ­ლა­ში.
  4. „აღ­დ­გე­ნის“ ფა­ზა – ხა­სი­ათ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მ­თან დაბ­რუ­ნე­ბით. ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი არ ქრე­ბა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. გრძელ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ბა­ზი­სო პრინ­ცი­პე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თ­ვის/მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის:

  1. კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა (გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა);
  2. პა­რი­ტე­ტუ­ლო­ბა (ჩე­მი, შე­ნი და გა­რე­მოს რე­სურ­სე­ბი);
  3. კე­თილ­გან­წყო­ბა (ემ­პა­თია/მხარ­და­ჭე­რა);
  4. რე­ა­ლო­ბა (რა სჭირ­დე­ბა მას და რა შე­მიძ­ლია მე);
  5. ეკო­ლო­გი­უ­რო­ბა (ეკო­ლო­გი­უ­რი ნი­შის პოვ­ნა, არც გა­და­მე­ტე­ბა არც დაკ­ნი­ნე­ბა სა­კუ­თა­რი წვლი­ლის);
  6. სან­დო­ო­ბა და ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (არ­სე­ბობს ორი აქ­ტო­რი — დამ­ხ­მა­რე და და­სახ­მა­რე­ბე­ლი. ზოგ ადა­მი­ან­ში დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა იწ­ვევს შფოთ­ვას);
  7. თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა (ენა, კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი);
  8. ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა (გა­დაწ­ვის პრე­ვენ­ცია; მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ში­და გუნ­დუ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა);
  9. კონ­ტი­ნი­უ­მუ­რო­ბა (გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, გა­და­ცე­მა, ქსე­ლუ­რო­ბა).

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ბა­ზი­სო პრინ­ცი­პე­ბი ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან:

  1. პი­როვ­ნულ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პი (არ გან­ვი­ხი­ლოთ ბავ­შ­ვი/მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გორც ავად­მ­ყო­ფო­ბა);
  2. უპი­რო­ბო ყუ­რადღე­ბის პრინ­ცი­პი;
  3. ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის პრინ­ცი­პი;
  4. თემ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პი;
  5. მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი/მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი;
  6. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პრინ­ცი­პი;
  7. მუ­შა­ო­ბის სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვო­ბის და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის პრინ­ცი­პი;
  8. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრინ­ცი­პი;

რო­გორ ვე­ლა­პა­რა­კოთ და მო­ვიქ­ცეთ ბავ­შ­ვებ­თან?

🔹 ეცა­დეთ ხე­ლი შე­უწყოთ ბავ­შ­ვე­ბის კავ­შირს მშობ­ლებ­თან, და-ძმებ­თან ან/და ახ­ლობ­ლებ­თან;

🔹 თუ ბავ­შ­ვ­თან არ არი­ან მშობ­ლე­ბი, არ და­ტო­ვოთ ის მარ­ტო; ეცა­დეთ ბავ­შ­ვი და­ა­კავ­ში­როთ ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სან­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის ად­გილ­ზე, ეცა­დეთ იპო­ვოთ ბავ­შ­ვის ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც იზ­რუ­ნებს მას­ზე;

🔹 და­ი­ცა­ვით ბავ­შ­ვე­ბი ტრა­გი­კუ­ლი სცე­ნე­ბის­გან;

🔹 და­ი­ცა­ვით ბავ­შ­ვე­ბი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნის­გან;

🔹 და­ი­ცა­ვით ბავ­შ­ვე­ბი რე­პორ­ტი­ო­რე­ბის­გან და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც კითხ­ვე­ბით მი­მარ­თა­ვენ;

🔹 შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შ­ვი­დე, ისა­უბ­რეთ რბი­ლად, მარ­ტი­ვი და მკა­ფიო წი­ნა­და­დე­ბე­ბით;

🔹 მო­უს­მი­ნეთ ბავშვს, თუ მას მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ უნ­და სა­უ­ბა­რი;

🔹 სა­უბ­რის დროს ეცა­დეთ მის სი­მაღ­ლე­ზე იყოთ;

🔹 გა­ე­ცა­ნით, უთხა­რით თქვე­ნი სა­ხე­ლი და რომ დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ხართ მო­სუ­ლი;

🔹 გა­ი­გეთ ბავ­შ­ვის სა­ხე­ლი, სა­ი­დან არის და სხვა დე­ტა­ლე­ბი, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ მი­სი ახ­ლობ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში;

🔹 თუ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად არი­ან მი­სი მშობ­ლე­ბი, და­ეხ­მა­რეთ მათ აუცი­ლე­ბე­ლი ზრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში;

🔹 თუ თქვენ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­წევთ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ყოფ­ნა, ეცა­დეთ ჩარ­თოთ ის თა­მაშ­ში ან ესა­უბ­რეთ მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

🔹 არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ბავ­შ­ვებს სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბი აქვთ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის­თ­ვის; გა­ი­გეთ მა­თი გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­სა­ხებ;

🔹 გახ­სოვ­დეთ, რომ ტკი­ვი­ლის და ში­შის ძა­ლა ნელ-ნე­ლა შემ­ცირ­დე­ბა და ბავ­შ­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნობს თავს;

🔹 უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვებს და მო­ზარ­დებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვად გა­უ­წი­ონ დახ­მა­რე­ბა სხვებს კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თუ თქვენ შეძ­ლებთ უსაფ­რ­თხო ფორ­მის მო­ძებ­ნას და მათ ჩარ­თ­ვას დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში, ეს მათ ქმე­დი­თად და სა­ჭი­როდ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს თავს, შეგ­ვიძ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ვა­კის­როთ — ახალ­ჩა­მო­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის სი­ის შედ­გე­ნა, ტე­ლე­ფო­ნის და ნივ­თე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, თარ­ჯიმ­ნო­ბა და ა.შ.;

🔹 უპა­სუ­ხეთ მის კითხ­ვებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა ეს კითხ­ვე­ბი სა­ში­შად ჟღერ­დეს ან მათ­ზე პა­სუ­ხი არ გქონ­დეთ. იყა­ვით გულ­წ­რ­ფე­ლი, უთხა­რით რაც არ იცით. მთა­ვა­რია ისა­უბ­როთ. სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, მტკივ­ნე­უ­ლია, თუმ­ცა უკე­თე­სია, ვიდ­რე სი­ჩუ­მე;

🔹 თუ ბავ­შ­ვი სვამს კითხ­ვას, მარ­თ­ლა მოხ­და თუ არა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა, არ მო­ატყუ­ოთ, უთხა­რით, რომ ხდე­ბა ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი;

🔹 უთხა­რით, რომ მას­თან ხართ, რომ და­ეხ­მა­რე­ბით;

🔹 უთხა­რით, რომ შე­საძ­ლოა ის გრძნობ­დეს შიშს, შფოთ­ვას;

🔹 უთხა­რით, რომ ის მარ­ტო არაა, რომ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მი­სი დაც­ვა და დახ­მა­რე­ბა, რომ თქვენ გაქვთ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, უნა­რე­ბი და ცოდ­ნა მის და­სახ­მა­რებ­ლად;

🔹 უთხა­რით, რომ ახ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გა­კე­თე­ბა, რა­საც თქვენ ეუბ­ნე­ბით: წყლის და­ლე­ვა, სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის და ასა­კის თქმა, ვის­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და აქ და ა.შ.;

🔹 და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეთ ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­ვ­და: სად რა მდე­ბა­რე­ობს და ვინ სად არის;

🔹 შეს­თა­ვა­ზეთ მცი­რე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გა­წელ­ვა, ფე­ხით გა­სე­ირ­ნე­ბა, ას­კინ­კი­ლა სი­ა­რუ­ლი;

🔹 შეს­თა­ვა­ზეთ სუნ­თ­ქ­ვის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ბა­ბუ­აწ­ვე­რას­თ­ვის სუ­ლის შე­ბერ­ვა;

🔹 შეს­თა­ვა­ზეთ სა­ხა­ტა­ვე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი და ა.შ.;

🔹 ჰკითხეთ პი­რა­დი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ, შე­გიძ­ლი­ათ ერ­თად შე­ად­გი­ნოთ ახა­ლი სტრა­ტე­გია.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები