დარიკო დარსანია
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
დაწყებით კლასებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების დროს, ეფექტიანია გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება. წარმოგიდგენთ ოთხ მაორგანიზებელს, რომელიც გამოადგებათ კოლეგებს ისეთი კომპლექსური დავალების წარმატებით შესასრულებლად, რომელიც, ბუნებრივია, შემოქმედებითობას მოიაზრებს.
თხრობის რუკა
თხრობის რუკა გამოდგება პროზაული, სიუჟეტიანი დავალებების შესაქმნელად (იგავ-არაკი, მოთხრობა, ზღაპარი, კომიქსი და ა.შ.). თუ მოსწავლეებს ვავალებთ ამდაგვარი პროდუქტების შექმნას, მაშინ თხრობის რუკა გაგვიადვილებს შუალედური მიზნის მიღწევას. როცა გადავწყვეტთ, რომ მოსწავლეებს დავაწერინოთ ობოლი და-ძმის შესახებ ზღაპრი, არაერთი აქტივობის შემდეგ, თავს მოვუყრით ასეთ მაორგანიზებელში:
შენიშვნა: თხრობის რუკას წინ უნდა უსწრებდეს აქტივობები პერსონაჟებზე, მოქმედების დროსა და ადგილზე, სიუჟეტის განვითარებაზე, საბოლოოდ კი, იდეების გენერირებით ადვილდება მიზნის მიღწევა.
წერილის სტრუქტურა
არამხატვრული ჟანრიდან ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია წერილი. მისი შექმნის დროს ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაგრამ სტრუქტურა (აგებულება) გამორჩეულად მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ასეთი მაორგანიზებლის გამოყენება:
მიმართვა | როგორ მიმართავდი ადრესატს? |
ძირითადი ნაწილი | რა მიზნით მისწერდი წერილს?
რისი გაზიარების სურვილი გექნებოდა? |
გამომშვიდობება, ხელმოწერა | როგორ გამოემშვიდობებოდი? |
მკითხველის დღიური
მკითხველის დღიური იმგვარი მაორგანიზებელია, რომელიც საყრდენი ტექსტის (კონტექსტმაგალითის) გააზრება-გადააზრებას უწყობს ხელს. მოსწავლე იწყებს მეტაკოგნიტურ სტრატეგირებას, ასევე, კომპოზიციური ნიუანსების გადახარისხებას, რომელიც უკავშირდება ან არ უკავშირდება მის ცხოვრებას (ეს მომენტი ააქტიურებს კრიტიკულ გააზრებას).
მოვლენა,
ეპიზოდი, იდეა, წინადადება |
დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან
ვინ ან რა გამახსენა ამბავში გადმოცემულმა ამბავმა? რით უკავშირდება ეს ტექსტი ჩემს გამოცდილებას, ცხოვრებას? |
კომპლექსური დავალების წარდგენის შემდეგ, მასწავლებელი დამაზუსტებელ, აღიარებისა და განმავითარებელი შინაარსის კითხვებს უნდა სვამდეს. ფორმულირება ზოგადი ფორმატითაც შეიძლება, მათი თვალსაჩინოდ გამოტანა ავითარებს თვითრეფლექსიურობის უნარს.
დავალების წარდგენის შემდეგი მაორგანიზებელი სქემა
|
|
|
|
|
|