27 ივლისი, შაბათი, 2024

ოთხდღიანი სასწავლო პროგრამა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ

spot_img

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 50-ზე მეტმა პროფესიონალმა აიმაღლა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან, ასევე ძალადობა განცდილ და დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.

ოთხდღიანი სასწავლო პროგრამა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროფესიონალების სპეციალიზაციის ხელშემწყობი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით.

მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგის ხუთი მოდული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ, როგორიცაა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები, ძალადობის გავლენა ბავშვის განვითარებაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და საერთაშორისო სტანდარტები. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულნი განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში.

განრიდება არის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატივად გამოიყენება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი  ამ სფეროში მომუშავე პირთაგან მოითხოვს, განრიდება გამოიყენონ პრიორიტეტულ ზომად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. ეს ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას, გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები და მიიღონ მხარდაჭერა, რაც მათ თავიდან ააცილებს დანაშაულის განმეორებით ჩადენას. მექანიზმის ეფექტიანი ამოქმედებისათვის აუცილებელია სპეციალიზაცია გაიაროს არასრუწლოვნებთან მომუშავე ყველა პროფესიონალმა.

არასრულწლოვნებთან მომუშავე პროფესიონალთა სპეციალიზაცია განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია გააძლიეროს კანონმდებლობა, პოლიტიკა და ტექნიკური მხარდაჭერა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად და როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე პროფესიონალთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, დაეხმაროს და დაიცვას ბავშვები და მათი ოჯახები საქართველოში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები