27 ივლისი, შაბათი, 2024

ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს ტრენინგების სერიას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთა მიზანია კოვიდ-19-ის პრევენციული ზომებისა და კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მითების გაქარწყლება და თანატოლებში სწორი ინფორმაციის გავრცელება.

კამპანია სახელწოდებით „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ ითვალისწინებს ახალგაზრდების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგებისა და ვებინარების ჩატარებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილ, მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მედიაწიგნიერება უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ამბობს, რომ „ტრენინგების სერია დაეხმარება მათ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო უნარების განვითარებასა და სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაში სხვადასხვა საკითხის, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის შესახებ.“

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის აზრით კი „ახალ მედია ეკოსისტემაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტრადიციული მედიის ფუნქციები შეითავსოს და ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოს. თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ წყაროს კრიტიკული ანალიზისა და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შესაძლოა, ზიანის მომტანი ინფორმაციის გამავრცელებელი მისდაუნებურად აღმოჩნდეს.“

ტრენინგები აპრილში დაიწყო და სექტემბერამდე გაგრძელდება, მთელ საქართველოს მოიცავს და ითვალისწინებს როგორც პირისპირ სესიებს, ისე ონლაინ. ასევე იმართება საინფორმაცია კამპანია მედიაწიგნიერების შესახებ ციფრული პლატფორმების მეშვეობით, მთლიანობაში, 100 000-მდე ახალგაზრდის ინფორმირება მოხდება. ტრენინგების მორიგი სერია ოზურგეთისა და ბახვის საჯარო სკოლებში გაიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მედიის განვითარების ფონდის, MDF-ის მედიაწიგნიერების პროექტის მონაწილე მარი ოდიშელიძე, დუშეთიდან, ამბობს, რომ ინფორმაციას, ძირითადად, სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიიდან და ზოგჯერ მეზობლებისგანაც იღებს, რომლებსაც ნაკლებად ენდობა: „ფაქტების გადამოწმებას ვსწავლობთ იმიტომ, რომ დავინახოთ რეალობა ჩვენ გარშემო. ადამიანი ზოგადად ყველაფერს მარტივად ეჩვევა და სიცრუეში რომ არ ვიცხოვროთ, რეალური ფაქტების პოვნა უნდა შევძლოთ.

თანატოლებს ვურჩევდი, რომ ინფორმაციის მიღებისას, მის გაზიარებამდე დაადგინონ ამ ინფორმაციის რეალურობა და თუ რამდენად სანდოები არიან მისი გამავრცელებლები.

ალბათ ბევრი deep fake ვიდეო შემხვედრია, უბრალოდ აქამდე არ ჩავძიებივარ. საჭიროა, რომ თითოეულ დეტალს დავაკვირდეთ, იქნება ეს ჩრდილი, კუთხე, სახე თუ სხვა ნიუანსი – ამის შემდეგ კი უკვე არც ისე რთული ხდება deep fake ვიდეოებისა და დეზინფორმაციის აღმოჩენა.“

ამ საინტერესო ინიციატივის ძირითადი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება, თუ როგორ გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები, აღმოაჩინონ კოვიდ-19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები და დაუპირისპირონ მითებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები. მთლიანობაში, 2000-მდე ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას და აღიჭურვება უნარებით, რათა შეძლონ მედიიდან მიღებულ კომპლექსური ინფორმაციასა და გზავნილების გაანალიზება, კრიტიკული შეფასება და დეზინფორმაციაზე რეაგირება.

პროექტი ხორციელდება USAID/Georgia-ს მხარდაჭერით.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები